Tag Archives: Sing

I wanted to be like Grace Kelly (c) Mika

დილის 5-ის ნახევარზე დავწექი. პრეზენტაციას და სტატიას ვაკეთებდი.

Audrey

Audrey

სტატიის დამთავრება მოვასწარი კიდევ კარგი. პრეზენტაცია – არა!

დღისით 2-ზე გამეღვიძა. ვეცი და როგორღაც გავიყვანე ბოლოში. მერე ტაქსით გავვარდი რედაქციაში. სტატია უნდა მიმეტანა. 2 დღეში ჟურნალი რომ არ დამთავრდეს ვერ გამოვა შემდეგი ნომერი და მოკლედ ძალიან საპასუხისმგებლო იყო ამ სტატიის მიტანა.

ტაქსს გარეთ დავალოდებინე და ჩქარ-ჩქარა ვალაგებდი ამ სტატიას კომპიუტერზე იმ პროგრამაში, რაშიც ჟურნალს ვაწყობთ. ძლივს გადავაკოპირე და გამოვვარდი ისევ ჩავხტი ტაქსში და გავვარდი სოროსში.

Grace Kelly

Grace Kelly

იქ ბლოგკემპი ტარდებოდა 5 საათზე. 6-ის ნახევარზე მივაღწიე.

მაგრად წვიმდა! ცისფერი შარფი და დიდი შავი სათვალე მეკეთა. ნუ ეს ცალკე სტილია! ამ დროს თავი გრეის კელი ან ოდრი ჰეპბერნი ან მინიმუმ ბრიჯიტ ჯონსი მგონია!

სპეციალურად ვიყიდე ასეთი დიდი სათვალე და ეს შარფებიც მაგარი გატაცებაა. კოტეს დედა მამარაგებს საბერძნეთიდან და ჭკუაზე არ ვარ ისე მიყვარს! კარგად მესმის გრეის კელისი, აბრეშუმის შარფების მთელი კოლექცია ჰქონდა, როგორც ვიცი…

Bridget Jones

Bridget Jones

თემას გადავუხვიე და…

იმას ვამბობდი რომ ბლოგკემპი ძლაიან მეგობრულ ატმოსფეროში ჩატარდა. სხვების შთაბეჭდილებებზე პასუხს არ ვაგებ, მაგრამ მე მომეწონა. რეალურად, არაფერი ახალი და გასაგიჟებელი არ გვილაპარაკია, მაგრამ ინფორმაციის ასეთი გზით გაზიარება სასარგებლოა აზრთა სხვადასხვაობების წარმოსაქმნელად, დისკუსიისთვის, ახალი იდეები მოგდის ადამიანს და ა.შ. ა, ხო… კიდე ლამაზი ბიჭები სხედან და ყურადღებით გისმენენ  :D Continue reading

Too much love will kill me

Awww, ძალიან მინდოდა გრძელი პოსტის დაწერა. უფრო სწორად დაწერილი მაქვს ნახევარი და ხვალ დღისით ალბათ დავასრულებ.

კიდე მაქვს რაღაც დიდი პრობლემები, მაგრამ ყველაფერი როცა მოგვარდება, მერე დავწერ… ახლა არ მინდა არაფრის წერა, არც თქვენი დაგრუზვა. მინდა რომ მხოლოდ პოზიტივზე ვიყო ორიენტირებული. ყველაფერი მოგვარდება! :)

რაღაც random stuff-ს ვყრი პოსტში draft-ებიდან და facebook-იდან. სორრი…

* * *

გუშინ Too much love will kill you-ს ვმღეროდი კარაოკეზე, ცოტა სხვა ინტერპრეტაცია გამოვიდა, ჩავწერე საუნდ-რეკორდერით და დავდე ფეისბუქზე.

:user:     :user:     :user: Continue reading

აცივდა

შთაგონება: ჩორვენის პოსტი

დღეს სერიოზულად შემგრილდა…

და ძალიან მიხარია რამოდენიმე მიზეზის გამო:

  1. ჩექმებს ჩავიცვამ!!!
  2. ახალი საშემოდგომო ტანსაცმელი მაქვს უამრავი :უსერ:
  3. ყველაფრის კეთება მეხალისება სიგრილეში… გუშჳნ სადილიც კი გავაკეთე. არადა სიცხეში გაზთან ურთიერთობა რა ცუდია…
  4. მთელი დღე მხიარულ მუსიკას ვუსმენ და ცეკვაც არ მეზარება  (თითქოს ეს ამინდი დეპრესიულია მარა ჩემთვის ძაან მაგარი ამინდია და ვხარობ)

დღეს გვანცამ Across the Universe-ის საუნდტრეკები გამომიგზავნა. ახლა ჩავრთავ. აღმოჩნდა რო ძაან უყვარს ეგ ფილმი. მერე ჯენის ბლოგის მისამართი მივეცი.

 

Oh, Darling-ის კარაოკე მაქვს და ვამუღამებ უკვე ნახევარი საათია…

ვნახოთ რა გამოვა… ზეგ ჯენი დავპატიჟე ჩემთან… თუ კაი გამომივიდა ვუმღერებ ლაივში :D