ნიჭიერი 2027 – მეჩვიდმეტე სეზონი

ყველა ბლოგერს მოგეხსენებათ, ახალი რეალური შოუ “ნიჭიერი” ბლოგერებს რომ ეძებს. თქვენს შორის ალბათ ბევრმა დაწერა საკონკურსო პოსტი და ზოგიერთი მათგანის წაკითხვაც უკვე მოვასწარი.

საკონკურსო ნაწერებმა საგონებელში ჩამაგდო. ვერ გადავწყვიტე, რომელი შოუ ამერჩია განსახილველად, რადგან ასე მგონია თითქოს უკვე საკითხი მაქსიმალურად ამოიწურა. ამიტომაც შევეცადე სიტუაციისთვის ცოტა იუმორით და ფანტაზიის მოშველიებით შემეხედა.

იმედია, ჟიური ამ პოსტს სარკაზმად არ აღიქვამს და ღირსეულად შეაფასებს, სხვა ბლოგერების ნაშრომების გვერდით.

***

მოგესალმებით ძვირფასო GurjTube-მაყურებლებო! ეთერში ისევ და ისევ თქვენი საყვარელი შოუ – “ნიჭიერია”!

მოგეხსენებათ აგერ უკვე ჩვიდმეტი წელია, სუპერ რეალური და სუპერ გასართობი შოუ “ნიჭიერი” წარმატებით იპყრობს თქვენს ცისფერ GurjTube-ეკრანებს და გულებს.

ამიტომაც, ამ ბლოგზე ჩვენს მეჩვიდმეტე სეზონს გახსნილად ვაცხადებ! არ დაგავიწყდეთ RSS-ის გამოწერა უახლესი კულუარული ინფორმაციის მისაღებად პირდაპირ შოუს კულისებიდან.

წარმოგიდგენთ ჩვენს წლევანდელ მონაწილეებს!

ჯუჯუ ჯიშკარიანი

ჯუჯუ ვ სწილე ქერი ბრედშოუ
ჯუჯუ ვ სწილე ქერი ბრედშოუ

აზიატი ტრანსსექსუალი.

ოსტატურად ასრულებს ძველი თაობის ისეთ ცნობილ ჰიტებს, როგორიცაა “ნასკი გამხადე ქალო”, “ამ სიყვარულში ჩავიწვები” და “სამი დალიე, შეგერგება”. Continue reading ნიჭიერი 2027 – მეჩვიდმეტე სეზონი

Why can’t we just stay young???

რატომ არ შეიძლება, რომ ადამიანი მთელი სიცოცხლე გამოიყურებოდეს ისე როგორც 18 წლის ასაკში და ისე მოკვდეს???

ბრიტნი სპირსი
ბრიტნი სპირსი

ბავშვობაში მინდოდა რომ ასეთი ვყოფილიყავი (ოღონდ მარცხენა!)

კიანუ რივზი
კიანუ რივზი

ჩემი პატარა მატრიცა ვინაარიო (თუ ვინ “იყოო”) :(

Continue reading Why can’t we just stay young???