Rescue Time Update: Productivity & Singlehood

ჩემს Rescue Time-ის ლოგებს ვუყურებდი და საინტერესო კორელაცია აღმოვაჩინე პროდუქტიულობას და სინგლობას შორის.

ნოემბერში თბილისში ჩამოვედი და შეყვარებულთან ახალდაშორებული გადავეშვი თავით სამსახურის საქმეში. კომპიუტერთან გავატარე თითქმის 300 საათი, 70%-იანი პროდუქტიულობით (210 პსთ).

rescuetimenovember

დეკემბერში დავიმართე აბსოლუტური ვორკაჰოლიზმი და ისტერიკა. კომპიუტერთან გავატარე 325 საათი, აქედან 217 იყო პროდუქტიული.

rescuetimedecember

იანვარში კომპიუტერთან გავატარე თითქმის 200 საათი და აქედან 74% იყო პროდუქტიული (148პსთ). რეალურად უფრო მეტი დრო დავხარჯე მუშაობაზე, უბრალოდ ბოლო თვის ბოლო დღეები ლონდონში ICE-ს მიეძღვნა და Rescue Time-ში დალოგილი არ არის.

rescuetimejanuary

თებერვალში 10 რიცხვამდე ჯერ ისევ ლონდონში ვიყავი და offline ვმუშაობდი, ამიტომ კომპიუტერთან 118 საათი გავატარე, თუმცა პროდუქტიულობა არ დაცემულა და 72% მშვენივრად მეჭირა.

rescuetimefebruary

მარტში დავიწყე შეხვედრები ერთ ბიჭთან. პროდუქტიული საათების რაოდენობა შემცირდა თითქმის ორჯერ. გარდა მაგისა, სამსახურში ყველა ჩემი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა და ახალი პროექტები ჯერ არ დამიწყია. ერთი სიტყვით #მახათი.

rescuetimemarch

აპრილის დასაწყისში იმ ბიჭს დავშორდი. საპლივი ფილმების ყურებას შევუდექი, და youtube-ზე ყველა ჟღვლინტიანი კარაოკე ვიმღერე. დროდადრო დრამატული ფეისბუქ-გარჩევებიც მქონდა და მოკლედ ამ ძლივს შეკოწიწებული 46 პროდუქტიული საათის ძალიან მრცხვენია. თავს არარაობად ვგრძნობ.

rescuetimeapril

მაგრამ თუ წინა გამოცდილებას გავითვალისწინებთ და ყველაფერი კარგად წავიდა, აპრილის მეორე ნახევარი თვითონვე ამოიქაჩება და მაისში რაღაც გრანდიოზული უნდა მოხდეს ჩემს კარიერაში. #მოტივაცია

ოქტომბერი, პროდუქტიულობა და “დროის გადამრჩენელი”

მე იმ ტიპის ადამიანი ვარ, რომელთაც საკუთარ ძალებში დასარწმუნებლად სხვების აღიარება ესაჭიროებათ. :) ამიტომაც ვარ ალბათ RescueTime-ის ფანი.

Rescue Time ქართულად ნიშნავს: “გადაარჩინე დრო”. იგი პატარა აპლიკაციაა, რომელსაც აყენებთ კომპიუტერზე, ან მობილურ მოწყობილობაზე. ის იმახსოვრებს ყველა პროგრამას თუ ვებგვერდს, რომელზეც დღის განმავლობაში ამ მოწყობილობიდან შედიხართ, და ასევე იმახსოვრებს, რამდენ დროს ატარებთ ამ ვებგვერდებზე თუ აპლიკაციებში. თუ თქვენთვის ერთ-ერთი მთავარი ცხოვრებისეული ღირებულება ზრდა და პროდუქტიულობაა, მაშინ ახლავე გადმოწერეთ ეს აპლიკაცია და საკუთარი თავის შესახებ საინტერესო რამეებს აღმოაჩენთ.

პირველ რიგში გაიგებთ, თუ რამდენ საათს ატარებთ დღის განმავლობაში პროდუქტიულად. აღმოაჩენთ, რომ სამსახურში გატარებული 8 საათი არასდროს უდრის 8 პროდუქტიულ საათს. ხოლო თუ თქვენი ყოველდღიური პროდუქტიულობა 5 საათს მაინც აჭარბებს, გილოცავთ, თქვენ მეტისმეტად მუყაითი ადამიანების სიაში ხართ :)

October goal by day
ჩემი ყოველდღიური მიზანია, კომპიუტერთან გავატარო 5 პროდუქტიული საათი. ოქტომბერში სამუშაო დღეების უმეტესობაში გეგმა გადაჭარბებით მაქვს შესრულებული, უქმე დღეებში კი დამსახურებულად დამისვენია :)
October apps by day
ეს ანალიტიკური ანგარიში საშუალებას მაძლევს გავარკვიო, რომელ დღეებში რომელ აპლიკაციებზე დავხარჯე ყველაზე მეტი დრო.
October Productivity Pulse
Productivity Pulse ანუ პროდუქტიულობის პულსი :) სპეციალური ტერმინია, რომელიც %-ად გამოსახავს პროდუქტიულობას პერიოდში. აღმოჩნდა, რომ ოქტომბერში თითქმის 70%-იანი პროდუქტიულობა მქონია.
October Productivity by Day
ეს გრაფიკი დღეების მიხედვით პროდუქტიულობას მაჩვენებს.