ჟურნალი PINK – #1, ზაფხული

ძალიან ბევრი ვიშრომეთ პირველ ნომერზე. იმედია მოგეწონებათ :)

www.pink.ge/magazine

2010 წელს საკითხავი 6 ვარდისფერი ბლოგი

ძალიან ბევრ უცხოურ ბლოგზე 2010 წლის დაწყებისთანავე გამოჩნდა ლისტ-პოსტები, თუ რომელი ბლოგების კითხვაა რეკომენდირებული ამ წელს. ძირითადად ყველა ისეთ ბლოგებს უწევდა რეკომენდაციას, რომლებიც მათ საკუთარ ბლოგებთან თემატურად იყო დაკავშირებული და მკითხველისთვის გარკვეულ წილად საინტერესო შეიძლებოდა ყოფილიყო.

ამ მოვლენამ მეც გამიჩინა იდეა, ჩამომეთვალა ის საინტერესო ბლოგები, რომლებმაც შესაძლოა ჩემი მკითხველი დააინტერესოს.

შესაბამისად, თუ ჩემი ბლოგის კითხვა გიყვართ, გადაათვალიერეთ ქვემოთ ჩამოთვლილი ექვსი ბლოგი და მომახსენეთ თქვენი აზრი თითოეული მათგანის შესახებ.

მაშ ასე, Sweet.ge-ს მიერ რეკომენდირებული 2010 წლის 6 ვარდისფერი ბლოგი: Continue reading 2010 წელს საკითხავი 6 ვარდისფერი ბლოგი

მოერგო!

ჩამოვიდა ჩემი ლეპტოპის ჩანთა!

ის შევუკვეთე, პირველი.

ისეთი მოცუცქნულია, ვერ იფიქრებ რომ შიგ შეიძლება ლეპტოპი იდოს! :)

ყველაზე მეტად ის მიხარია რომ დამატებითი ჩანთის ტარება არ მომიწევს ხოლმე! მოდურიც არის და ტევადიც!

DSC02936

ქალის ჩვეულებრივ ხელჩანთას ჰგავს. Continue reading მოერგო!

ვეძებ ლეპტოპის ჩანთას!

დამეხმარეთ!

ინტერნეტ მაღაზიებში მოვძებნე სამი ჩანთა, რომლებიც ასე თუ ისე მომწონს, მაგრამ ზომები მთლად არ ემთხვევა ჩემს ლეპტოპს.

14.1”-იანი ლეპტოპის ჩანთა მინდა, აუცილებლად ვარდისფერი და რაც შეიძლება ქალური გარეგნობის.

ვინმე თუ მომიძებნის ძალიან დიდ მადლობას ვეტყვით :love:

1. ეს არის რაც გარეგნობით მომეწონა ყველაზე ძალიან (ჯერ-ჯერობით), მაგრამ ზომით ძალიან დიდია:

40 დოლარი - ზომა არ ემთხვევა
40 დოლარი - ზომა არ ემთხვევა

2. ეს არის ყველაზე იაფი და ყველაზე პატარა ამიტომაც ჯერ-ჯერობით ამაზე მაქვს არჩევანი შეჩერებული, თუ უკეთესი არ გამოჩნდა ამას ვიყიდი:

26 დოლარი - ზუსტი ზომა
26 დოლარი - ზუსტი ზომა

3. და მესამე უბრალოდ Backup ვარიანტია. დიდად გარეგნობით არ მომწონს. ფასიც მეორეზე ძვირია და თან ზომაც არ ემთხვევა:

43 დოლარი - დიდი ზომა
43 დოლარი - დიდი ზომა

4. აქ ველოდები თქვენს ვარიანტებს… :user:

Princess Room Project

მე არ ვიცი ეს მაგიდა როგორ უნდა დალაგდეს. :(

პლოსკო რატომ დევს ჩემს მაგიდაზე ბლიაძ?
პლოსკო რატომ დევს ჩემს მაგიდაზე ბლიაძ?

მომბეზრდა მართლა მომბეზრდა მაგრამ არცერთი უჯრა არ მაქვს სადაც ამ ნივთებს გადავაწყობ. ყველა საყოფაცხოვრებო ტექნიკის ყუთი რაც შეგვიძენია მე და კოტეს, ამ ოთახში დევს.კიდევ კოტეს ხელსაწყოები, დრელი, მტვერსასრუტი და ეგეთი ბარახლო.

სადმე ხომ უნდა გავანაწილო ეს ყველაფერი?

ყველაფერი თავზე მაწყვია
ყველაფერი თავზე მაწყვია

სასწრაფო ცვლილებები მინდა ამ ოთახში. დიდი კედლის კარადა, პატარა კომფორტული გასაშლელი დივანი და პატარა მაგიდა.

ასე მგონია ”სკლადში” ვზივარ
ასე მგონია ”სკლადში” ვზივარ

მიდი და იბლოგერე ასეთი ოთახიდან :D

ოთახის გეგმაც უკვე მოვიფიქრე:

Princess Room Plan
Princess Room Plan

გადაწყვეტილი მაქვს რომ ეს ოთახი აბსოლუტურად ვარდისფერი და ძალიან Cute იქნება. ყოველთვის მინდოდა ვარდისფერი ოთახი, სადაც ყველა ჩემს ახირებას ავასრულებდი. სანამ მშობლებთან ერთად ვცხოვრობდი, იქაც ჩემი ოთახის კედლები ვარდისფერი იყო. ახლა ამ პატარა მოცუცქნულ ოთახშიც ვარდისფერი შპალერია გაკრული. მთავარია ისე მოვაწყო რომ თავი კარგად ვიგრძნო.

ამას წინათ xiaxue-ს ბლოგზე წავაწყდი მის ძველ პოსტს თავისი ოთახის შესახებ რომ წერდა. გამოვშტერდი! ამდენი ტანსაცმელი და აქსესუარები რაში სჭირდება გოგოს? Candy-ს ვანახე და იმასაც თვალები აუჭრელდა.

მართალია მთლად მასეთი არ გამომივა და არც გავაკეთებ, ძალიან ბევრი ნივთია მანდ, მაგრამ ჩემს ნავსაყუდელს მაინც შევიქმნი.

ოთახის გადაკეთების პროექტს Princess Room Project-ს და ვარქმევ და ნელ-ნელა ცვლილებებს დავპოსტავ ხოლმე.

Extra Sweets:

როგორც უკვე გითხარით ჩემმა მეგობარმა Twilight-ის თარგმნა დაიწყო. საბოლოოდ გადაწყდა რომ უფასოდ გაევრცელებინა და აჰა პირველი თავიც.

მეგობრებო!

წარმოგიდგენთ სტეფანი მაიერის ბესტსელერის – “ბინდი”-ს – პირველ ქართულ ვერსიას: Twilight: Chapter 1