Tag Archives: Photo

Graduation {OLD PICS}

LSPR-ის დიპლომების გადაცემაზე დაქირავებული ფოტოგრაფის მიერ გადაღებული რამდენიმე ფოტო უნდა დავდო.

ზოგი ძალიან მაგარი გამოვიდა!

სიმეტრია

სიმეტრია

Under Spotlight

Under Spotlight

<3

<3

ეს ძალიან გულისამაჩუყებელი მომენტი იყო

ეს ძალიან გულისამაჩუყებელი მომენტი იყო

ჯაბა ქარსელაძე სწავლობდა წინა ჯგუფში და სახალისო დაჯილდოებისას ეს პირის ასაკრავი ნივთი გადასცეს. ცოტა ხანი გაჩუმდიო :D ცუღლუტი ეგა! :D

Shut Up ჯაბა! :D

Shut Up ჯაბა! :D

ჯგუფური ფოტოები მიყვარს ძალიან

ჯგუფური ფოტოები მიყვარს ძალიან

If we wanna rock – we rock!

If we wanna rock, we rock!

If we wanna Roll, we roll!

We can roll with the punches

As long as we feels like we’re in control

ძალიან მაგარი საღამო იყო!!!
დაქალები მესტუმრნენ და ბევრი ვიხალისეთ, ვიჭორავეთ, ვიმზარეულეთ… მარიამს ხელი სტკიოდა და შეფ-მზარეულობა იკისრა დანარჩენები “პატარა” მზარეულები ვიყავით. :D

მე – გავრეცხე, ბაკომ – დაჭრა, გვანცამ – მოურია, მარომ – მარილი მოაყარა, ლოლამ – შეჭამა :D

არა ნუ პრინციპში ყველამ შევჭამეთ… :user:

სლაიდშოუს სანახავად დააჭირეთ აქ →
Continue reading

Package

ონლაინ შოპინგში ყველაზე მეტად ლოდინის პროცესი მიყვარს!

ტრეკინგის ნომერს რომ ამოწმებ და ნელ-ნელა პროგრესს თვალ-ყურს რომ ადევნებ. თან ფიქრობ, ახლა ნიუ-იორკშია, ახლა გერმანიაშია, ახლა ჰონგ-კონგშია…

თან შეძლებისდაგვარად წარმოიდგენ ყველა იმ აეროპორტს, სადაც შენი ტვირთი ჩაფრინდება, ყველა იმ ადამიანს, ვის ხელშიც გაივლის, ყველა იმ სკანერს, რომელიც საზღვარზე გადაატარებს და განსაკუთრებულ კოდს მიაკრავს გარედან.

ამ ადგილების მონახულება რეალურად არ შეგიძლია, მაგრამ სამაგიეროდ ნივთი გაქვს ისეთი, რომელსაც შენს მაგივრად უმოგზაურია.

სულ პირველი შეკვეთა რომ გავაკეთე, Google Earth-ში დავსკრინე ის გზა, რაც ამანათს უნდა გამოევლო და საგულდაგულოდ შევინახე. ნახევარი დედამიწა გამოვიდა…

ჩემი აზრით მთელი მუღამიც ეგ არის ონლაინ შოპინგში.

წინა ამანათის ფოტოები არ დამიდია და ახლა გიზიარებთ.

ამ ამანათს ის განსაკუთრებული თვისება ჰქონდა რომ ხელნაწერით ეწერა ჩემი სახელი, გვარი და მისამართი, ასევე გამყიდველის – ვინმე ლეონარდის – სახელი და მისამართი. დაჟე დაახლოებით წარმოდგენილი მყავს ეს ლეონარდი როგორ გამოიყურება და ის მომენტიც ზუსტად აღვიდგინე, ამანათს რომ ფუთავდა და მერე შავი კალმით ზედ ლამაზად და გარკვევით წააწერა:

From: Leonard

To: Mariam

Leadership Masterclass & Graduation

dsc01497

asd

ოთხშაბათს, დილის 11 საათზე სასტუმროში – “ძველი თბილისი”- LSPR-ის დამფუძნებელი პროფესორი ჯონ დალტონი მასტერკლასს ატარებდა Leadership-ში.

საღამოს კი წინა ჯგუფების დიპლომების გადაცემის ცერემონიალი იყო დაგეგმილი.

ჩვენი ჯგუფიდან ყველა მიიწვიეს ორივე ივენტზე.

მასტერკლასი ძაან საინტერესო აღმოჩნდა. დაახლოებით 100-მდე ადამიანი დაესწრო. დიდი საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა.

ჩვენი ჯგუფი ჯონ დალტონთან ერთად

ჩვენი ჯგუფი ჯონ დალტონთან ერთად

ზოგი LSPR-ის კურსდამთავრებული იყო, ზოგმა კი jobs.ge-ზე ნახა მასტერკლასის შესახებ განცხადება.

ორი 15 წუთიანი coffe-break-ი გვქონდა, ბევრი ყავა, ნაღები, ჩაი, ნამცხვრები… აივანი, კარგი ამინდი, ძალიან მაგარი ხედი…

5 საათზე, იგივე დარბაზში Dalal Nageh-მ (LSPR-ის course Director, რომელიც ჯონ დალტონთან ჩამოვიდა ლონდონიდან) ჩაგვიტარა ტრენინგი Events Management და Sponsorship-ში. Continue reading