Tag Archives: Photo

წამლები, Top.ge & დიზაინი

დერმატოლოგთან ვიყავი დღეს…

4 დასალევი წამალი და 3 სახეზე წასასმელი დამინიშნა :( ნაღვლის ბუშტი გაქვს გაღიზიანებულიო და სახეზე იმიტომაც გაყრისო. თან ერთი შეხედვით დამისვა დიაგნოზი. მაგრები არიან დერმატოლოგები, სახეზე შემოგხედავენ და უკვე იციან რა გჭრის :)

ძალიან მკაცრი დიეტა უნდა დავიცვა 2 კვირის განმავლობაში. ბოსტნეული და ხილიც კი არ შეიძლება (მხოლოდ მწვანე ფერის არის დაშვებული, მაგალითად კიტრი, კომბოსტო, ვაშლი). მაწონზე და ხაჭოზე უნდა ვიყო.

ცალკე გინეკოლოგის წამლებიც მაქვს დასალევი 3 ნაირი.

ამდენს როგორ მოერევა ჩემი საცოდავი ორგანიზმი?

ამდენი წამლებიდან მხოლოდ ერთი მათგანია ვარდისფერი :(

ვერ ვიტან ავერსს! ვერა ვერა ვერა! რატო შევედი არ ვიცი! ისე მეუხეშა გამყიდველი კინაღამ თავზე დავაფშვენი სალიცილის მჟავიანი ხსნარი! Continue reading

ლამაზი ბავშვი

სახლში მოვდიოდი ავტობუსით.

ეს ბავშვი იჯდა ჩემს წინ.

მოწიწებით ვთხოვე სურათს გადაგიღებ მეთქი…

რა ლამაზი ნაკვთები ააქვს… :user: ანგელოზივითაა…

გიორგი, 10 წლის

გიორგი, 10 წლის

თავისი სკაიპი მომცა :D და ახლა ვეჩატავები ^_^