Posts tagged as:

People

Update vs. Upgrade

by Sweety on 13 აპრილი, 2009 · 0 comments

in ToDos, Checklists, Wishlists

I noticed that most of the people are satisfied with the same updates life offers. Well, I am not.

I need an Upgrade, not an Update

And I will definitely have it :yes:

Definitions of upgrade on the Web:

  • ascent: an upward slope or grade (as in a road);
  • rate higher; raise in value or esteem
  • software that provides better performance than an earlier version did
  • a reservation that is improved; “I got an upgrade to first class when coach class was full”

Definitions of update on the Web:

  • modernize or bring up to date; “We updated the kitchen in the old house”
  • bring up to date; supply with recent information
  • bring to the latest state of technology
  • updating – the act of changing something to bring it up to date (usually by adding something); “criminal records need regular updating”

{ 0 comments }

looking for stats? or maybe attitude!

by Sweety on 7 აპრილი, 2009 · 4 comments

in დღიური

What’s wrong with my stats during last three days?

stats missing

stats missing

What’s wrong with people who think that suddenly it’s all their business & asking me some uncomfortable questions?

What’s wrong with my attitude to the whole world?

Jeez…

And this terrible stomach ache too.

{ 4 comments }

Before

Before...

მაგარი დახუნძლული დღეები მქონდა.

პირველ რიგში ის ამბავი მაქვს რომ ბლოგ.ჯი-ს კეთება წარმატებით მიდის. ყველაფერი რიგზეა, ყველაფერი კარგადაა. თუ იანვრის 20-მდე გამოვიდა WPMU-ს ახალი ვერსია, თებერვალში გავუშვებთ ოფიციალურ ბეტას.

ამ საქმეს მთელი კვირა შევალიე. ბლოგზეც კი არ დამიწერია არაფერი. ნუ კიდევ მეორე მიზეზი ის იყო რატომაც არ ვწერდი რომ ბაზის ბექ-აფი გავაკეთე კომპიუტერში და ველოდებოდი ახალ ჰოსტზე გადასვლას და არ მინდოდა რამე შემეცვალა ბაზაში. მაგრამ არ დაადგა საშველი და ამ პოსტის მერე თავიდან დავაბექაფებ :)

...After

...After

ჯერ-ჯერობით ბლოგ.ჯიზე ყველაზე მეტად ვამაყობ საფორთის ბლოგით. სადაც ტუტორიალებს ვწერთ მთელი სისტემის შესახებ. ნუ ძალიან გვეხმარება ინგლისურენოვანი ვარიანტი მაგრამ შემოკლება გვიწევს და ტერმინოლოგიის მოფიქრება და ა.შ.

თავიდან წერაში შემომიერთდა თინი. გამაოცა ისეთი სიყვარულით მიუდგა ყოველ ტუტორიალს და რაღაც შვილივით უვლიდა, მერე ყვავას ანახა შესაფასებლად და რაღაც… ძაან სითბოთი მოეკიდა მოკლედ საქმეს. მადლობა თინი! :user: :2kiss:

მერე ლოგოზე ვჩალიჩობდით. ყვავამ მოგვაწოდა სამი კუბიკის იდეა. მერე მე დავაფოტოშოპე. ყვავამ ესაო, ისაო, რა არი მრგვალი კუბიკები და პრიალა და ძაან თანამედროვე ვიდი აქვსო :D მაგრამ მე მომწონს ასეთი სტილი… :User:

სრულად წაკითხვა →

{ 12 comments }

Housewife

Housewife

არაფერი არ ჯობია მშობლიურ მაუსს!

წუხელ მთელი ღამე გავათენე საწოლთან მიჩოჩებული ლეპტოპით. მართალია ისე მციოდა, ხელს გამოვყოფდი თუ არა საბნიდან მაშინვე მეყინებოდა, მაგრამ იმ სიამოვნებას მაინც არაფერი შეედრება, როცა ბნელ საძინებელში წევხარ, წინ ლეპტოპი გიდევს და ნახევრად მძინარე, რასაც გინდა, იმას აკეთებ. რაც აქტიური ბლოგერი გავხდი, სულ ვოცნებობ პატარა ლეპტოპზე, რომელსაც სადაც გინდა გაშლი (თუნდაც ტუალეტში, ან საწოლში, ან სადილის მომზადებისას :D ) და მოწოლილ აზრებს იმწუთასვე ჩაიწერ…

კოტემ მოიტანა სამსახურიდან ორი ლეპტოპი, საქმისთვის სჭირდებოდა. ჩემს სიხარულს საზღვარი არ აქვს.

დაწოლილმა აღმოვაჩინე რომ ყველა ინტერნეტში გასაკეთებელი საქმე (მაგალითად სხვების ბლოგების კითხვა ან საკუთარზე რამის დაწერა, ან ფორუმის დარეფრეშება ან რამე) უკვე პერსონალურ კომპიუტერთან მქონდა მომთავრებული. მე ინტერნეტში საქმეს რა გამომილევს მაგრამ დანარჩენ საქმეებს მაუსის გარეშე ვერ ვაკეთებდი და შუაღამისას ამ ლეპტოპზე დავაყენე ტორენტები. :D ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე ”დინასტია” გადმომეწერა.

Blogging Freak

Blogging Freak

დინასტია” ერთი უძველისძველესი სერიალია ჩემი ბავშვობიდან. ბლეიქ ქერინგტონის ოჯახობაზე გადაღებული. მოკლედ ვსერჩე ვსერჩე და მხოლოდ 91-ე სერიის შემდეგ დევს ყველა ტორენტზე და გადმოვწერე ეს ოთხმოცდამეთერტმეტე სერია. საშინელი ხარისხი. ტელევიზორის ხაზები ეტყობოდა და რუსული გახმოვანება. და რუსული რეკლამის ნაწყვეტები შუაში. მაინც ვისიამოვნე. საუნდტრეკზე დამბურძგლა :D ძაან პრიკოლი იყო.

უბედური გრაფიკი მაქვს ბოლო დღეებია, რაც კოტე დაბრუნდა მივლინებიდან. ღამე ძალიან გვიან ვიძინებ და დღისით ძალიან გვიან ვიღვიძებ. ტელეფონზე ბევრი გამოტოვებული ზარი და მესიჯი მხვდება. სამსახურში არ დავდივარ. სახლიდან არ გავდივარ. რაღაც ნაყარ-ნუყარ საჭმელებს ვჭამ. მოკლედ ბომჟურად ვცხოვრობ. 3 დღეა გაფრინი და როკო მეხვეწებიან გამოდი ყავის დასალებვადო და მეზარება გასვლა. სულ ახალი გაღვიძებული ვარ ხოლმე მაგ დროს.

დღეს მაინც მოვახერხე როკოს ნახვა. ტვიტერლების სხოდკა იყო საღამოს. კოტეს გავუარე სამსახურში და ერთად მივედით. მაკდონალდსში უნდა ყოფილიყო შეხვედრა. გარეთ გაყინული პიკოლინა გველოდებოდა. მერე ჯი და როკოც მოვიდნენ.

ჩემს პროექტებზე ვილაპრაკე. როკომ ჯერ ჩამიკუკა კარნავალში, მერე რჩევები მომცა. :D

ხოდა მეც ენთუზიაზმს რა გამომილევს. მოვედი თუ არა სახლში დავიწყე პროექტის დრაფტის წერა.

ამ პროექტისთვის კი თქვენი ხელშეწყობა მჭირდება!

Ji & Rocko

Ji & Rocko

არ მიატოვოთ თქვენს ბლოგებზე წერა!

წერეთ ბევრი და ხარისხიანი!

აკომენტეთ სხვებთან!

განავითარეთ ბლოგოსფეროს სოციალური ქსელი!

არ გაჩერდეთ!

და მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ თითოეულმა თქვენმა ბლოგმა ჯიბის ფული მოგიტანოთ! ;)

P.S. რამე ხომ უნდა მუშაობდეს ამ საქართველოში ნორმალურად?! მე იმას ავამუშავებ,

რაც ვიცი და მეხერხება. ოღონდ თქვენს გარეშე არაფერი არ გამომივა.

{ 15 comments }

ჩემი თანამშრომლის მესიჯი აწკარუნდა ტელეფონზე. როგორც იქნა, მოვახდინე ჩემი პიროვნების კონცენტრირება იმ უჯრედების ერთობლიობაში, რომელსაც თქვენ იცნობთ კოდური სახელწოდებით – Sweet Baby Girl, და თვალის გახელაც მოვახერხე. ძლივს გამოვიტანე აზრი და მივწერე 1-სთვის მოვალ, თავს ვერ ვწევ-თქო.

მაგრამ ვერც 1-სთვის ავწიე თავი. უფრო სწორად კი ავწიე მაგრამ მეგონა ორკილოგრამიანი ჰანტელი მეკიდა კისერზე. სარკეში რო ჩავიხედე ცხვირი სად მქონდა სახეზე, ვერ ვიპოვე და მეთქი დღეს არ გავალ საერთოდ სახლიდან…

გუშინ სამსახურის მერე კოტემ გამომიარა და თავის ნათესავის ქორწილში წამიყვანა. ისე, თვითონ ჩემზე მეტად რჩებოდა ფეხები უკან მაგრამ რას ვიზამდით, პატივი უნდა მიგვეგო ოჯახური საფიხვნოსთვის. კოტემ შარვალ-კოსტუმიც კი ჩაიცვა! I adore him in that outfit. :love:

ქორწილი დანიშნული იყო ვარკეთილის ერთ-ერთ მივარდნილ რესტორანში.

სრულად წაკითხვა →

{ 2 comments }

Signed, Sealed, Blocked!

by Sweety on 3 ნოემბერი, 2008 · 7 comments

in ურთიერთობები

წუხელ ერთმა ადამიანმა სამუდამო ბლოკი მიიღო ჩემი ცხოვრებიდან.

დავბლოკე ემესენში, ფორუმზე ყველა იმ ნიკზე ბლოკი ადევს, რაც ჩემთვის ცნობილია… რამე სხვა ნიკით თუ მომწერს, დაუყოვნებლივ დაიბლოკება ისიც! თუმცა ეჭვი მეპარება მომწეროს. ეჭვი მეპარება მიხვდეს საერთოდ რომ თავი შემაზიზღა. ეჭვი მეპარება მიხვდეს, რომ იყ**ვა რაღაც დაბალი ფასეულობებისთვის…

შესაძლებლობა რომ მქონდეს მის პოსტებსაც დავბლოკავდი, რომ თვალში არ მომხვედროდა და არ გავეღიზიანებინე.

ფუ… მეზიზღები…

 

ცივ ომს გიცხადებ!

სადაც შენ ხარ, მე იქ არ ვიქნები!

სადაც მე ვარ, იქ არ წამაწყდე!

{ 7 comments }

♡♡♡

by Sweety on 27 ოქტომბერი, 2008 · 6 comments

in დღიური,ოჯახი,ურთიერთობები

რა დღეებია…

კოტესაც ვეჩხუბე გუშინ… ნერვები მქონდა დაწყვეტაზე ისედაც და ამან ”სახლში დროზე მოდიო”. მეთქი- ფეხებზე გკიდია ჩემი საქმეები და ისტერიკები დავიმართე… ისე რა წესია ეს  ”სახლში დროზე მოდი”. ყოველთვის ნერვები მეშლებოდა ამ ფრაზაზე…

ჰელოვინის ფულის ასაგროვებლად წავედი და უკან რომ ვბრუნდებოდი, სახლში მოსვლა აღარ მინდოდა… მაგრამ მერე მაინც გადავწყვიტე მისვლა…

მე და ჯენიმ ერთად ვიმგზავრეთ და მე ძაან დაგრუზული ვიყავი. ჯენიმ აღარ იცოდა რა ექნა. ვერც მელაპარაკებოდა, ფეხზე იდგა მარშუტკაში, მე – ვიჯექი. ჩუმადაც ვერ ჩერდებოდა. რით დაგეხმაროო და რაღაც საცოდავად მიყურებდა. შემეცოდა ძაან. :D იმას კიდე მგონი მე შევეცოდე. მოკლედ ურთიერთშეცოდება გამოვიდა :D

* * *

მეტრო რუსთაველიდან ჩემს სამსახურამდე დაახლოებით 500 ნაბიჯია. ამ მანძილს ყოველდღე გავდივარ ორჯერ. დილით და საღამოს. თანაც შეძლებისდაგვარად ნელი ტემპით, რომ არ დავიღალო და არ გავოფლიანდე :D . თან ამ დროს ხალხს ვაკვირდები, ვფიქრობ.

დღეს დილით ერთი კითხვა ამეკვიატა:

ყველა ადამიანს აქვს რიტმის და სიმეტრიის გრძნობა თუ ეგეც მხოლოდ რჩეულთა ხვედრია?

* * *

ისე, ადამიანს რომ იცნობ დიდი ხანი და უცებ რაღაცეებს რომ აღმოაჩენ მის შესახებ… რაღაცნაირი გრძნობაა… მაგალითად…

სრულად წაკითხვა →

{ 6 comments }

ბუბლე

by Sweety on 18 ოქტომბერი, 2008 · 6 comments

in მუსიკა,სამსახური

მოკლედ სულ გამოვშტერდი. რაღაც ძაან პოლიტიზირებული სიზმარი ვნახე სააკაშვილზე და პატარკაციშვილზე. იქვე ეკა მამალაძეც გაეძრო… :confused:

სიზმარს არ მოვყვები თორე უშიშროებაა ჩასაფრებულიო ბლოგებზე გავიგე… :D

სამსახური ხო დავიწყე და… ერთი გოგო მიიღეს ჩემთან ერთად კიდე – პირობითად თიკო დავარქვათ. ხოდა ძაან კაი გოგოა, მაგრამ რატომღაც თავიდანვე ამყვა შეგრძნება რო არ ვევასებოდი… :( ვერაფრით ვერ დავუახლოვდი. მაქსიმალურად ვცდილობდი რო ყურადღება გამომეჩინა და რაღაცეები მარა არა…

ხოდა გუშინ რაღაც მუსიკას ვუსმენდი ნაუშნიკებით და ვთარგმნიდი. ცოტა ხანში ამან წაიმღერა If tomorrow never comes”-ო და მეთქი გინდა ჩაგირთო ეგ სიმღერა? თვალები შუბლზე აუვიდა. იციო? მეთქი lol როგორ არ ვიცი. შენ რა სიმღერა უნდა მითხრა რო არ ვიცოდე -მეთქი. და დაიგრუზა… გეტყვიო! აბა მიდი მეთქი.

დაიწყო ფიქრი… შენო ბუბლე მაინც არ გეცოდინებაო. lol მეთქი ჩემი საყვარელი მომღერალია მაიკლ ბუბლე. ტიპს ყბა ჩამოუვარდა და მომენტალურად ვიგრძენი, რომ მაღიარა :D :D :D საიდან იციო თბილისში ვაფშე არავინ რო აზზე არააო. მეთქი მედა ჩემ დაქალს გვევასება.gggg

ეს გოგო ეიჩარის ფუნქციას ასრულებს ამ დღეებში. გასაუბრებაზე იბარებს სხვებს და ესაუბრება :P და იმ წუთას მოუვიდა ზუსტად ერთი აპლიკანტი და ვეღარ დამელაპარაკა მაგ თემაზე, თორემ ააააააა ეგეთი იყო. საიდან იციო და რაღაცეები. გაფრიკა :D და მერე მეც წამოვედი სახლში. ახლა მელოდოს ორშაბათამდე. :D

მუსიკა ვსიოტაკი აახლოებს ადამიანებს :D

{ 6 comments }

საერთოდ რემეიქები და რემიქსები ისეთი მაგარი ვერ არის ხოლმე როგორც თავდაპირველი ნიმუშები, მაგალითად ”მატრიცა 2” უფრო ბანძი იყო ვიდრე ”მატრიცა”, ან თუნდაც ”კარიბის ზღვის მეკობრეები”და საერთოდ ეგრე ხდება ხოლმე… მეორე ყოველთვის ბანძი გამოდის!

დღევანდელმა საღამომ მგონი ეს სტერეოტიპი დაამსხვრია ^_^

ყოველშემთხვევაში ჩემს თვალში. ვისაც უნდა, არ დამეთანხმოს, მკიდია!!! :) ))

7-ს რომ 20 აკლდა მაკში მივედით მე და კოტე სადაც secrets-ს და კოკოლას შევხვდით. ვიყიდეთ საჭმელი და ჩავხტით ტაქსში.

ავედით მაოსთან. იქ დაგვხვდნენ მაო, ჩორვენი, ლიკა და JoKey.

მერე შემოგვემატნენ Iverson, მროველი, ბოღმა ნანა, ბოღმა ნინო, ნინა, Polsky და მერე მოვიდა G.

10

მაო ყველა შემოსულს რაიმე ფრაზას ან სიტყვას ეკითხებოდა.თან ფურცელზე იწერდა.

როცა ყველა შევგროვდით, ერთმანეთი მოვიკითხეთ და პატარა მაგიდას გარშემო შემოვუსხედით, მაომ ეს ფურცლები აურია და ყველას დაგვირიგა ისე, რომ ავტორს თავისი ნაწერი არ შეხვედროდა, თან დაგვავალა, გამოიჩინეთ თქვენი ბლოგერული ნიჭი და განავრცეთ ეს ფრაზა ან ამ სიტყვაზე დაწერეთ რამეო.

ყველაზე მეტად ვის ნაწერსაც მოიწონებდა პუბლიკა, იმისთვის მაოს პატარა, მაგრამ ძალიან დასამახსოვრებელი პრიზი ჰქონდა მომზადებული.

1

ამ მოთხრობებს /ლექსებს სხვადასხვა ბლოგებზე იხილავთ ,დღეს თუ არა ხვალ მაინც. მე შემოგთავაზებთ ჩემსას და კოტეს ნაწერს.

ნუ სიტყვები და ფრაზები იყო სასწაული: გამარჯვებული გახდა მროველი, რომელსაც თემად შეხვდა ”ეპილატორი”. ეს სიტყვა ჩემი ერთი წინა პოსტის შთაგონებით ტრიალებდა მთელი საღამო ბლოგერთა შორის.

იმედია მროველჩეგი თავის ბლოგზე დადებს იმ საინტერესო ნაშრომს, რამაც მას ასეთი ბრწყინვალე გამარჯვება არგუნა წილად ^_^

ჩანაწერები ძალიან სასაცილო აღმოჩნდა. ბევრი ვიმხიარულეთ, თან ამ ყველაფერს ჰამბურგერების, ნამცხვრების, ლუდის და გაზიანი სასმელების ფონი ედო.

2

———————————————————————————————–

ჩემი დაწერილი ტექსტი თემაზე ”ფერადი ღორტყომორწყი კოკოლას ყურზე კბენდა” (თემის ავტორი ჩორვენი)

ფერადი ღორტყომორწყი კოკოლას ყურზე კბენდა. კოკოლამ მოიქნია ყური და ღორტყომორწყი კედელს მიანარცხა, გაბრტყელდა ღორტყომორწყი, მაგრამ როს ღოტყომორწყია 9 სიცოცხლე თუ არ ექნა, ჰოდა დარჩა 8 სიცოცხლე საწყალს.

კოკოლამ მშვიდად განაგრძო ლაინეიჯის თამაში.

ღოტყომ გაიფიქრა, ჩემი ღორტყოობა არ იქნება, ამ თავგასიებულს მაქსიმუმ ყურზე, ან მინიმუმ ნიკაპზე თუ არ ვუკბინეო და კოკოლას ფეხზე ააცოცდა.

კოკოლა ისე იყო გართული ჩარის კაჩაობით, რომ იფიქრა ”დახრა მეზარება და ნიკაპამდე რომ ამოვა მერე მეორედ მივაბრტყელებო”.

მაგრამ ის დაავიწყდა, რომ ღორტყომორწყს ფეხზე თუ დაისვამ, თავზე აგაცოცდება და ვერც გაიგო, როგორ დაიწყო ღორტყომ კოკოლას ნიკაპის ლოღნა.

ამ დროს კოკოლას ვიღაცამ მისწერა სკაიპში, ჩქარა გამოდი სახლიდან, ბლოგერების შეხვედრაზე დაგაგვიანდებაო.

კოკოლა წამოხტა და ფერადი ღორტყომორწყი მობერილი ნიავისგან კოკოლას თავზე მოექცა, მაგრად ჩაეჭიდა თმაში და მასთან ერთად გაემგზავრა ბლოგერების შეკრებაზე, თან ფიქრობდა ”მაინც ამოვთხრი, მაინც დაგკბენო”.

როგორც იქნა მივიდნენ კოკოლა და ღორტყო ბლოგერების შეკრებაზე, და ის იყო ღორტყომ დააპირა ყურზე კბენა, რომ უცებ გაუსწორდა იქაური სიტუაცია და ჰამბურგერების სუნი და მინაბულს ჩაეძინა კოკოლას თმაში…

და ალბათ ახლაც იქვე სძინავს…

———————————————————————————————–

მერე ლიკამ შემოგვთავაზა მაფიოზობანას თამაშის იდეა. ყველამ ავიტაცეთ. ოღონდ ეს ის მაფიოზობანა კი არაა, კარტს რომ არიგებ და თვალის ჩაკვრით რომ კლავ, არამედ ლოგიკური მსჯელობის საფუძველზე რომ გამოგაქვს დასკვნები და ღამე რომ დგება და მაფიოზები რომ თვალებს ახელენ და მშვიდობიან მოსახლეობას კლავენ და ა.შ.

მოკლედ ძალიან საინტერესო იყო. ბევრი ვიცინეთ ^_^

 

დღის პოსტის ავტორი: მროველი თავის ”ეპილატორით”

დღის აღმოჩენა: secrets

დღის ”რა პონტში ძმაო?”: Iverson

დღის ”ვაიმეეეე! რა ემოციებში ვააარ!”: მე ^_^

დღის ”დედა”: ლიკა

 

მოკლედ როგორც აივერსონი იტყოდა ”Magic საღამო გამოვიდა!!!”

 

პ.ს. კსტაწი ახლა Polsky-ს ვთხოვე ფოტოები გამომიგზავნე მეთქი და ერთი წამი სარეცხის მანქანას ვუყურებო… მდეე.. მე ტელევიზორს ვუყურებ ხოლმე და გოიმი ვარ?  :) ))))))))

პ.პ.ს როგორც კი მორჩება პოსლკი სარეცხის მანქანის ყურებას იმწუთას დაიდება ფოტოები ^_^

 

 

დამაბექლინკეთ რაააააააააა!!!!

მეც გაბექლინკებთ ყველას ვინც ამ თემაზე დაპოსტავს:

p.s. არა რა, ისევ დაქალი თუ დაგაბექლინკებს :(

{ 13 comments }

:D

by Sweety on 26 აგვისტო, 2008 · 3 comments

in ბლოგი,იუმორი

ერთმა სუბიექტმა მეორე სუბიექტს ურჩია ბლოგის გახსნა.

2 says: da ra temaze vposto :|
1 says: mogvesal’me
1 says: sheni gancyobileba gadmoeci
1 says: dgevandeli dge agcere
1 says: vin xar dacere
1 says: bolos rodis daan**rie eg dacere tu ginda
1 says: tu ginda risi gamotla giyvars
2 says: ra sirobaa vigacas achotebi unda vabaro?

:D

ვიხალისე ^_^

{ 3 comments }

სულ გაგიჟდნენ! ლოლ

by Sweety on 12 აგვისტო, 2008 · 2 comments

in უკატეგორიო

წეღან ლექსენი გამოვიდა აქციაზე და რეპავდა – ”პუტინი შეცდა, პ0უტინი შეცდაო”

რა ვიკაიფეეეეე

:) )))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))

სუ გამოშტერდნენ :) )))))))))))))))))))))))))))

{ 2 comments }

</