Tag Archives: Online

2 books

ორი წიგნი ვიყიდე გუშინ:

Sex and the City: the Movie

Sex and the City: the Movie

გუშინ პროსპეროში ვნახე 36 ლარი ღირდა, ძალიან მომინდა მქონოდა, მაგრამ ყიდვისგან თავი შევიკავე.
მერე ამაზონზე ვიყიდე $4.73-ად.

the Devil Wears Prada

The Devil Wears Prada

ამაში – $3.99 მივეცი

Summer Shopping Wishlist

”ძალიან დიდი ხანია არაფერი გამომიწერია.”

ეს არის ის წინადადება, რომელსაც ონლაინ შოპინგით დაავადებული ნებისმიერი ადამიანი ბოლო ამანათის მიღებიდან 1 კვირაში ამბობს.

კოტეს შემოტევაზე, რომ სულ რაღაც ერთი კვირის წინ 3-ოდე ამანათი მივიღე, პასუხი ერთადერთია – ”ეგ არ ითვლება!”

ამ თავის მართლებით შევარჩიე რამდენიმე საიტზე ძალიან საყვარელი ნივთები და სანამ დამავიწყდება და სანამ ფულს ჩავიგდებ ხელში, დავპოსტავ.

თუ ვინმე მსურველი გამოჩნდება იგივე საიტებიდან სხვა რამის გამოწერის სიამოვნებით შევუამხანაგდები!!!

Forever21.com

Retro Floral Wallet – $7.50

Retro Floral Wallet

Retro Floral Wallet

Continue reading

ისევ ავად გავხდი

ისევ გავცივდი! ჯანდაბა! ძალიან ცივა ჩვენს ოფისში… გარე ტემპერატურაზე ერთი 5 გრადუსით დაბალია. ხოდა გავცივდი და დღეს სამუშაო სახლში წამოვიღე და წამოვედი… მარა ვერაფერი ვერ გავაკეთე ჯერ :(

სიცხე არ მომცეს ნეტა და სხვა არაფერი არ მინდა :(((

ხვალ სიცხე თჲ მექნა მთელი დღე მარტო უნდა ვიყო სახლში :( არ მინდა :( სულ მეტირება, მარტო თუ ვარ და თან ავად… არ მინდა სიცხე რაააა….

პ.ს.წეღან ჩემი შეკვეთილი ამანათის ტრეკინგი შევამოწმე.

 
რამხელა გზა გაიარა ოკლენდიდან ჯერსი სიტიმდე. დაახლოებით 5000 კილომეტრი.
ხვალ ალბათ ბარამი მიიღებს და იმედია ზეგ ან მაზეგ ჩემსკენ გამოფრინდება.

Less than 40

37 დღე დარჩა.



ვისაც რამის გამოწერა გინდათ, დროზე მოიფიქრეთ, გადაწყვიტეთ.
ამ კვირის ბოლოს ვიწერ მე და ფულის ამბები და რაღაცეები რომ მოგვარდეს რა…

თუ რამე მავიწყდება მერე დავამატებ :)

Party America

კიდევ ერთი მაგარი საიტი აღმოვაჩინე სადაც იაფია კოსტუმები.

მე რომ ამაზონზე ვყიდულობდი, ამაზონი ხომ საიდანღაც აგზავნის და აი ის ადგილი ვნახე.

ამასთანავე მოვიგე რაღაც კუპონი რომელიც 50$-ზე მეტი საქონლის ყიდვის შემთხვევაში უფასო შიფინგს ახორიელებს ამერიკის ფარგლებში.

ასეთია ჩემი გეგმა. თუ ვინმეს მოგეწონებათ რამე. გამოვიწეროთ ერთად. მე ერთ კვირაში ვიწერ და ბარამამდე უფასოდ მივა. ბარამიდან კი რაღაც 20 ლარი დაჯდება თუ მძიმე რამეს არ გამოიწერთ …

 

ჩემი კოსტუმი ვიცი რომ 2 პაუნდია ანუ 1 კილო დაახლოებით.