Tag Archives: ონლაინ შოპინგი

FTV 13th Anniversary

რატომ ეს თემა? იმიტომ, რომ მეცამეტეა :)
იმიტომ, რომ Fashion TV-ა.
იმიტომ, რომ  FTV წვეულებებისა და გართობის,
სილამაზისა და მოდის სინონიმია.
Fashion TV არის ერთადერთი 24 საათიანი საერთაშორისო სატელევიზიო არხი, რომელიც კვირაში შვიდივე დღის განმავლობაში შეუწყვეტლივ მაუწყებლობს და რაც მთავარია, ის მთლიანად მიძღვნილია მოდის, გლამურის, სტილისა და სილამაზისადმი.

ის წელს თავის მეცამეტე დაბადების დღეს აღნიშნავს

FTVმ მაუწყებლობა 1997 წელს დაიწყო. დღეს ის წარმოადგენს მულტიმედიურ პლატფორმას, რომელიც გვთავაზობს მსოფლიო მოდის სრულყოფილ და ყველაზე სწრაფ მიმოხილვას.  ის წარმოდგენილია 193 ქვეყანაში, ხუთ კონტინეტზე და მისი ლოგო წარმოადგენს მოდის სამყაროსთან დაკავშირებულ მსოფლიოში ყველაზე ცნობად მედია ბრენდს.
FTVს საინტერესო გადაცემები ძირითადად მოიცავენ შემდეგს:
  • მოდის კვირეულისაუბრები დიზაინერებთან, ტენდენციები, თუ რა და სად იყიდება ამ მომენტისათვის.
  • თვით დიზაინერები მაგალითისთვის, Cavalli, CK, Kenzo –  თუ როგორ იწყებდნენ ისინი მოღავწეობას, როგორ ჩამოყალიბდნენ ისინი გლობალურ ბრენდებად. მათი შემოქმედების მიმოხილვა წლების განმავლობაში
  • მოდელები სახელები, სახეები, მაკიაჟით და მაკიაჟის გარეშე, პირველი სახეები ჩვენების გახსნისას, მათი ცოვრება სცენის მიღმა.
  • თმა და მაკიაჟი სილამაზის კორიფეეთა შედევრები მოდელის თმასა თუ სახეზე
  • წითელი ხალიჩა ოსკარი და კანნი, საბანკეტო დარბაზი და VIP ღამის კლუბი, მოდა და კინო ინდუსტრია, მოდა და მუსიკა.

F*People – F*Party
საინტერესო გვერდები საიტზე www.FTV.com
გალერეა სურათები, მოდელები, ტანსაცმელი, ჩვენებები, სილამაზე.
ლაივ სტრიმინგი პარიზიდან უყურე საყვარელ არხს ონლაინ. მუშაობს IE-სა და FireFox-ში.
ონლაინ შოპინგი საქართველო ჩამონათვალში არის და ჩვენს ბარათსაც იღებს. ჩამოტანა ჯდება ძვირი, დაახლოებით 49 ევრო.
ამ არხს აქვს ასევე თავისი ბლოგი. სევე, განყოფილება სხვადასხვა საინტერესო ანგარიშებითა და სტატიებით.
და სხვა მრავალი საინტერესო სურათი თუ ვიდეო, სტატია თუ ახალი ამბავი შეგიძლიათ იხილოთ მათ ოფიციალურ საიტზე www.FTV.com.
ბოლოსთვის კი დაგიტოვებთ სურათებს FTV-ს მეცამეტე დაბადების დღის წვეულებიდან, რომელიც აპრილის დასაწყისში გაიმართა დუბაიში, კლუბებში Cavalli Club Dubai და კლუბი 400, დუბაი.


მადლობა სვითის მასპინძლობისათვის,
პატივისცემით,

პროფესიონალები, ბლოგის დიზაინი და გულახდილობები

ბოლო რამდენიმე დღეა ისტერიულად მინდა ვიყო სვითი. სვითი რომ ვიყო, იმიტომ კი არ მინდა, რომ  ონალაინ შოპინგების დედა ვიყო და ათასობით ვიზიტორის მასპინძელი, ან  სექსი დიდ ქალაქში შემიყვარდა და უცხოპლანეტელების დავიჯერე. არა, ამ ყველაფრის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ ახლა  სხვა მიზეზი მაქვს  სვითობის სანატრელად.

საკუთარი ბლოგი მაქვს დასალაგებელი და დიზაინშესაცვლელი და რასაც მე აგერ უკვე სამი საღამო უშედეგოდ შევწირე, ღრმად ვარ დარწმუნებული მარი სულ ერთ საათში მოაგვარებდა

ხოოდა, ვინაიდან ჯერ სვითი ვერ გავხდი და ვერც ბლოგი დავალაგე  (დაულაგებლად კიდევ ჩემ ბლოგზე ვერაფერს ვერ დავწერ, როდის იყო ჭუჭყიან სამზარეულოში საჭმელს ხარშავდნენ ) , არარეალიზებული ოცნებების და იდეების  ქვეცნობიერში გადატანა კი არასასურველია,( არავინ იცის როდის რა სახით შემაწუხებს), აქ  მოვედი.

ხოოდა, რადგან  მოვედი, სხვა რამეებსაც გეტყვით.უფრო სწორად სხვა სურვილებს. ხო, ასე,სხვა უფრო ხანგრძლივი სურვილებიც მაქვს ხოლმე.

მაგალითად  მინდა რამე ისე საფუძვლიანად და კარგად ვიცოდე, როგორც სვითმა ბლოგების ამბები იცის, მთელი HTML კოდებით და სხვა საიდუმლოებით, ან როგორც მამიდაჩემმა ქართული სპორტის ამბები და ჩემი ბავშვობის  მეგობარმა ფონეტიკა.

აი, მე ათასი საჭირო და არასაჭირო რამე ვიცი და ყველაფერი ზერელედ.

არ გამომდის ძირფესვიანობები.

უფრო სწორედ ძირფესვიანი ცოდნა არა, თორემ სიყვარული უძირფესვიანობესი  გამომდის, აი, ეგეთი პროფესიონალები მიყვარან, კიდევ  გაზაფხულის წვიმა, გულახდილობები, ჰულა-ჰუპი, რეალიზებულობის შეგრძნება  და დღეს საღამოს ბილი ჰოლიდეი.

ხოოდა, სვით, გააგრძელე შენი გაკვეთილები, პროფესიონალ ბლოგერებზე და მე აღარ დავწერ ისეთ კომენტარებს და იქნებ ბლოგის დიზაინის სწორად შერჩევა და უფრო მეტი ადამიანის მოზიდვა მაინც ვისწავლო, გულახდილობას დავიმართებ და გეტყვი, რომ როცა გაგიცანი, იმაზე ბევრად, ბევრად უკეთესი  აღმოჩნდი, ვიდრე ბლოგიდან წარმომედგინე და იმის მერე შენზე სულ მახსენდება, როგორ მიხარია, რომ ადამიანები იმაზე უკეთესები არიან, ვიდრე ჩვენ გვგონია და წავედი, მოვუსმინე წვიმას და ბილის :)

მადლობა მასპინძლობისთვის,

ნასტასია :)

იანვრის შოპინგი

დარწმუნებული ვარ ბევრ თქვენთაგანს არ მოსწონს ასეთი “რა ვიყიდე” პოსტები, მაგრამ ფოტოსა და ფოტოს შუა მაინც ვწერ პირად რაღაცეებს. თანაც ზოგჯერ ონლაინ შოპინგის კარგ რჩევებს / ფასდაკლების კუპონებს დავწერ.

ასე რომ ვისაც არ მოგწონთ გამოტოვეთ, ვისაც მოგწონთ და…

ნივთები რაც გამოვიწერე იანვარში

ჩანთა

$ 25.80

Forever21.com | $ 25.80

ცოტა გამოსასვლელია. გეთანხმებით. Continue reading

გადავწყვიტე დავხარჯო! – ანუ 3 ფეხსაცმელი 190 ლარად

როგორც იქნა გადავწყვიტე რომ ჩემი ამ ხნის მანძილზე ბლოგინგიდან მიღებული და დაგროვილი შემოსავლები რაღაცეებში დავხარჯო.

როცა დავიწყე ბიუჯეტის დათვლა, აღმოჩნდა, რომ ნაწილი უკვე დამიხარჯავს, მაგრამ შემომრჩა რაღაც 300-მდე დოლარი, რომელსაც ლეკვის საყიდლად მქონდა შენახული.

თუმცა, რომ დავფიქრდი, მივხვდი რომ ტყუილად ვინახავდი:

  1. ჯერ ერთი ისეთი ლეკვი, როგორიც მე მინდა თბილისში არ იშოვება.
  2. რომც ვიშოვო, 300 დოლარი არ მეყოფა.
  3. რომც ვიშოვო და რომც მეყოს, სამსახურის გამო ვერ მოვუვლი.

ამიტომაც გადავდე ძაღლის ყიდვა უახლოესი მომავლისთვის და ჩავიძირე ონლაინ შოპინგის მაცდურ ტალღებში.

საერთოდ ყიდვისას ძალიან დიდი ხანი ვარჩევ რაღაცას.

ჯერ ყველაფერს რაც ოდნავ მაინც მომეწონება ვყრი სავაჭრო კალათაში, მერე დღეების განმავლობაში ვცხრილავ და ვზომავ, ნამდვილად მინდა თუ არა, მემეტება ფული თუ არა, იგივეს თბილისში უფრო იაფად ვიშოვი თუ არა და ა.შ.

მაქვს რამდენიმე საყვარელი ონლაინ მაღაზია, რომლებსაც ძალიან ხშირად ვათვალიერებ: Continue reading

სწრაფი განახლება

ვერ ვახერხებ ახალი პოსტის დაწერას. დღეს ძალიან ცუდად ვიყავი, სამსახურშიც კი ვერ წავედი, სავარაუდოდ რაღაცამ მომწამლა.

მთელი დღე ვიწექი და სკაიპით ვეკონტაქტებოდი თანამშრომელს.

ამასობაში GREEK-ის მეორე სეზონი დავასრულე. 3-4 ეპიზოდი მქონდა დარეჩენილი.

ბოლო დღეებია მინდა რაღაცეები გამოვიწერო ონლაინ-შოპებში და ვერ გადავწყვიტე რა.

ჩემი ერთი წლის მანძილზე ბლოგინგიდან მოგროვილი შემოსავლების დახარჯვა მაქვს განზრახული და მინდა რამე დასამახსოვრებელი ვიყიდო.

ამ დღეებში დავპოსტავ რასაც გამოვიწერ.
რამდენი რამე მაქვს დასაწერი და იმდენი ფოტო კამერაში… არ ვიცი რომელი ერთი ვქნა პირველი.

თქვენ რომელი გირჩევნიათ:

  • ახალი დავალება 30 გაკვეთილიდან
  • ჩემი “თავგადასავალი” და არჩეული ტანსაცმელი ონლაინ შოპინგისას + განბაჟების დეტალები
  • vistaprint-ის მიმოხილვა (სავიზიტო ბარათები სადაც დავბეჭდე)
  • ბოლო დროს გადაღებული სურათები + თავს გადახდენილი ამბები
  • ან რამე სხვა [აქ იგულისხმება თქვენი იდეები ან ის რაც მე არ გამახსენდა და თქვენ დიდი ხანია ელოდებით]

Gimme ideas და ვეცდები ხვალ მოვახერხო ახალი პოსტი…

P.S. თავი მტკივა საშინლად. წავედი დასაძინებლად. xoxo

P.P.S. ეს ბლოგის დიზაინი მომბეზრდა :(