Tag Archives: movie

Angel Wears Prada

2009 წლის რეზოლუცია რომ დავწერე, მესამე პუნქტად მეწერა “კოსმოში დავიწყებ მუშაობას”.

ჰოდა აღსრულდა ოცნება!

ერთი წლის ნაოცნებარი სამსახური მივიღე! ის რაც ამდენი ხანი მინდოდა, ვგეგმავდი, ვფიქრობდი…

შემიძლია ამაყად ვთქვა ხოლმე: მე ჟურნალ კოსმოპოლიტენში ვმუშაობ!

გუშინ ვიყავი, ასე ვთქვათ, გასაუბრებაზე. სინამდვილეში “გასაუბრება” ერთი წლის მანძილზე რედაქტორთან ვირტუალური მიმოწერით მიმდინარეობდა. პირველი მიმოწერა შარშან ივნისში შედგა და მას შემდეგ ძალიან ბევრმა რამემ შეგვიშალა ხელი ერთმანეთს შევხვედროდით, თუმცა გუშინ როგორც იქნა მივაღწიე კოსმოს ოფისში და ყურებამდე გაღიმებული ვიჯექი და ვუსმენდი staff-ის პოლემიკას უკანასკნელი პოლიტიკური ამბების შესახებ.

სამუშაო გრაფიკი ძაან თავისუფალი მაქვს. მარშუტკა 20 წუთში მიდის ოფისამდე.

ორშაბათიდან ვიწყებ მოკლედ კოსმო-დღიურების წერას და კიდე ძალიან ძალიან საინტერესო პროექტებს. ^_^

ჩემი პოზიცია რედაქტორის თანაშემწეობა იქნება. ზუსტად ისე, როგორც Anne Hathaway-ა ფილმში Devil Wears Prada.

ოღონდ ამ შემთხვევაში რედაქტორში გამიმართლა. :sweet:

Devil Wears Prada

Devil Wears Prada

Imda Corporate Blogger!

კორპორატიული ბლოგინგი ან პროფესიონალი, გამოცდილი ბლოგერის დაქირავება კომპანიის ოფიციალური ბლოგისთვის უცხოეთში ერთგვარ ტენდენციად არის ქცეული. საქართველოში კი ბლოგის რაობის შესახებ რაღაც მითები დადის, რომ ეს იგივეა რაც პიკზო.ქომი ან მაისფეისი და ა.შ.

სამი წლის წინ როცა ჩემი ბლოგის გავხსენი blogger.com-ზე, ნამდვილად ვერ წამოვიდგენდი თუ ეს საქმიანობა ჩემს ერთგვარ მეორე პროფესიად გადაიქცეოდა, თუმცა დღეს უკვე ყველაფრის წარმოდგენა შემიძლია.

ერთი კვირის წინ შემოთავაზება მივიღე კორპორატიული ბლოგერის პოზიციაზე.

გამოჩნდა ადამიანი ვისაც დიდი ხანია აწუხებდა ბლოგის იდეა, მაგრამ არ ჰყავდა შესაბამისი კონტენტ-მეიქერი. შენ იტყვი “ამის გაკეთებას რა უნდაო”, მაგრამ გაითვალისწინე, რომ თუ შენც ჩემსავით დიდი ხნის ბლოგერი ხართ და წერა ასე თუ ისე გეხერხება, შესაბამისად მარტივი, ყველასათვის გასაგებ ენაზე დაწერილი ტექსტის შექმნაც პრობლემას არ წარმოადგენს შენთვის (ყოველ შემთხვევაში ბლოგერების უმრავლესობისთვის). Continue reading