Tag Archives: Mood

Theme Song

Ally Mcbeal-ში ელის ჰყავს ფსიქოთერაპევტი და პირველივე სეანსზე ჰკითხავს რა არის შენი ცხოვრების Theme Song-იო.

ელი ჰკითხავს ეგ რას ნიშნავსო?

ტრეისი უპასუხებს აი ქუჩაში რომ მიდიხარ ტროტუარზე რა სიმღერა გესმისო? ოღონდ მხიარული უნდა იყოსო…

და მერე ელიც დაიწყებს Theme სიმღერის შერჩევას.

ჩემი გაგებით თემ-სიმღერა არის სიმღერა რომელიც კარგ ხასიათზე გაყენებს და თან ძალიან კარგად გერგება ნებისმიერ სიტუაციაში.

დღეს ჭურჭლის რეცხვის დროს ვიპოვე ჩემი Theme Song-ი.

გვენ სტეფანის და ეიქონის – Sweet Escape

შეიძლება მერე შემეცვალოს თემ-სიმღერაც. მაგრამ იქამდე ეს წავა!

სახლის დალაგების დროს ეს მესმის ხოლმე ^_^


რა მინდა

გემრიელი კოსმოპოლიტენი

Cosmo

Cosmo

კარგი მიკროფონი ან/და მყუდრო ბარში კარაოკე

mic

mic

არავითარი ალერგია

pollen

pollen

ვინმემ ჩემს მაგივრად გააკეთოს პარასკევის პრეზენტაციის ვიზუალი

placeholder

placeholder

Real Mother Fucker!

FუF! გული გამიხდა ცუდად! ვალერიანკა დავლიე…

ინტერნეტის კაცები მყავდა გამოძახებული და სახურავზე რომ ავიდა ერთ-ერთი, ამოვარდა ჩვენი ქვედა მეზობელი და ჩაკეტა ის კაცი გარედან. o_O

”გინდა თუ არა თქვენს უფროსს დაუძახეთ და მერე გამოგიშვებო”.

”რა უფროსს, რა გინდაო”, ვერ გაიგეს ამათმა და მეზობელმაც მოხსნა პირი, დაიწყო ყვირილი და კივილი, ”ზემოთ ”ტოლი” რო  ამიყარეთ და ”ჟეშტი” გადამიგლიჯეთო და წყალი რო ჩამომივაო”, მეთქი ჯერ მე ჩამომივა შენამდე, ”ხო და მერე შენ რო ჩამოგივა მერე მეც ხო ჩამომივაო” და მოკლედ ჩავარდა პანიკაში.

მერე ვეუბნები, დამშვიდდით და გასაღები მომეცით მეთქი.

არ მოგცემ გასაღებსო, წინა ბოქლომი რო გადამიჭერითო, ჯერ ის დამიბრუნეთო და რაღაცეები.

ამ გოგოს დავემსგავსე კინაღამ

ამ გოგოს დავემსგავსე

ისტორია: ადრე ვაკეთებდით რაღაცას სახურავზე და ბოქლომის გასაღები მარტო მაგ მეზობელს ჰქონდა, თვითონ წასული იყო სადღაც და იძულებული გავხდით ის ბოქლომი მოგვეჭრა და ახალი დაგვეყენებინა. მერე კოტემ იფიქრა ქვედა სართულია და რად უნდა გასაღები, რაში ეკითხებაო და მარტო ბოლო სართულის მეზობლებს მივეცით კოპიოები. ამის მერე რამდენჯერმე ჰქონდა ჩვენგან ნათხოვარი გასაღები და კოპიო არ გაუკეთებია.

(რა ღირს კსტაწი კოპიოს გაკეთება, 50 თეთრი, 1 ლარი, 5 ლარი? o_O) !

კივილი ეგრე არ უნდა მეთქი და ისეთი ვუღრიალე ჩემი გასაღები მომეცი თქო რო გამოვარდა გვერდითა მეზობელი ქალი და უიუიუიუი, დაიწყო დამშვიდება, მერე მეორე მეზობელი კაცი (ძალიან მშვიდი და წყნარი კაცია) მამშვიდებს და ”ესო შენ კი არ გეჩხუბება ეგეთი ლაპარაკი იცისო და შენს თავზე არ მიიღოო” და რაღაცეები!

ამ დროს ინტერნეტის კაცი კვლავ ზემოთაა და იხვეწება გამომიშვით, მე არაფერ შუაში ვარო.

ხოდა მეთქი რა მოვიფიქრო, რა მოვიფიქრო და დამარტყა იდეამ. Continue reading

I don’t wanna see you die

თქვენ როგორ ფიქრობთ, გვინდა თუ არა საქმიანი ურთიერთობა ვიღაცასთან, ვისაც ჩვენი იდეის საერთოდ არ ესმის და ჩვენ – მისი იდეის?… პასუხი ვგონებ უარყოფითია. (თუ ვინმე სხვაგვარად ფიქრობს ახსნას!)

ერევანზე ვაპირებდი კიდევ ერთი გრძელი საინტერესო და სურათებიანი პოსტის დაწერას, მაგრამ სკაიპში ჩემმა “პარტნიორმა” გამომატვინა საქმის გარჩევით და I am unable to do so.

სამაგიეროდ მოშნად გრუზი ავიკიდე და მერე სხვა გრუზებმაც წამოყო თავი…

Continue reading

პოსტის მაგივრად

მიყვარს როცა დღე დატვირთულია მოვლენებით, ურთიერთობებით და ფოტოებით.

არ მიყვარს როცა ასეთი დღეებისგან იმდენად ვიღლები რომ ფოტოების კომპიუტერში გადატანის და ბლოგზე დაწერის თავი აღარ მაქვს.

ბილეთებიბილეთები 2ბილეთები 3

Some longer entries with photos are coming soon…

პ.ს. ხვალ სოროსის ფონდში ბლოგერების შესახებ რაღაც ფილმის ჩვენება იქნება და ბლოგერები არიან მიწვეულნი 5 საათზე. ვისაც გაინტერესებთ პიკოლინას კითხეთ.

Update: პიკოლინა რაღაც არ ჩანს და ვინც მოასწრებთ ამის ნახვას Facebook-ზე ივენტი გავაკეთე.

Update 2: გადაიდო ფილმის ჩვენებაო!!! :((