Tag Archives: Mood

დღეს შენ ჩადიხარ

რა ჯანდაბააა!!!

მთელი დღე ზის კომპთან მეორე ოთახში და იქიდან მეძახის მაააააააააააარ, მოდი ნახე რა გავაკეთე, ნახე რა დავკრაფტე, აააა, უუუუუ!!

ამ დროს მე ჩემს საქმეებში ვარ ჩაფლული და საერთოდ არ მცალია მისი WOW-ის რაღაცეებისთვის. ამაზე ნერვები ეშლება და ფრაზები:

“შენ მე ყველაფრის ხალისს მართმევ!”

”შენ ჩემი რაღაცეები გკიდია!”

”შენ მარტო საკუთარი თავი გაინტერესებს!”

აააააააააააააააააააააააარგჰ!!!!

რა უნდაააა? ისედაც 24 საათი რო თამაშობს ხო არ ვუშლი ხელს? მეც მაცალოს რაა :cry:

და კიდე დაბლა ჩასვლაზე და რაღაცეების ამოტანაზე ისტერიკა იწყება ოჯახში!

არ ვიცი რატომ ხდება ისე, რომ ამდენია ყოველთვის ამოსატანი და საყიდელი. ვერ ვხვდები! რომელიც არ უნდა ჩავიდეს მაინც პროდუქტებით დატვირთული ბრუნდება სახლში.

დღეს მაგალითად დილით საზამთროს კაცი იყო მოსული სადარბაზოსთან. კოტეს ეძინა. არც გამომიცვლია ისე ჩავირბინე ქვემოთ და 10 კილოიანი საზამთრო ამოვათრიე.  გავჭერი, გავთალე, ცოტა შევჭამე და დანარჩენი შევალაგე მაცივარში.

როცა გაიღვიძა ვკითხე დღეს ხო ჩახვალ მაღაზიაში მეთქი. ამაზე აჯანყდა.

შენ ხო იყავი ჩასული უკვე და რატო არ ამოიტანე რაც გინდოდაო.

ესე იგი მე ჩემი 10 კილოიანი საზამთრო არ მეყოფოდა კიდე მაღაზიაშიც უნდა წავსულიყავი და მომეზიდა საჭმელ-სასმელი.

ისედაც მაღაზიის გამყიდველმა მითხრა ამას წინათ, რა არის სულ დატვირთული დადიხარო, 9 შვილის დედას გავხარო.

დღეგამოშვებით მორიგეობა გვაქვს დაწესებული დაბლა ჩასვლაზე და დღეს ისედაც კოტეს ჯერია. ხოდა თუ არ ჩავა დარჩება მშიერი. ვოტ!

ძველი პოსტი

ეს პოსტი როოოოოდის დავწერე, აღარც კი მახსოვს და მაშინ დაპაროლებული იყო.

შემრცხვა გამოქვეყნების…

მარტო ანამ იცოდა პაროლი.

დოდკამ რამდენი მეხვეწა და არ ვუთხარი.

მერე დრო რომ გავიდა ვუთხარი მგონი, თუ არა… აღარ მახოვს.

ახლა კი…

Wtf not publishing?

I got over that!!!

შემთხვევით წავაწყდი, წავიკითხე და სასიამოვნო შეგრძნებები დამეუფლა. :love:

Pet Society – აღშფრთოვანებული პოსტი

cash_traditional-wood-fire-ovenმთელი  ღამე Pet Society-ს ფორუმს ვყარაულობდი. თან რაღაც საქმეს ვაკეთებდი და თან ვარეფრეშებდი პერიოდულად.

უძველისძველესი, ვალენტინობის დროინდელი ვარდები გავყიდე და დაახლოებით 125 ათასი ქოინი მიდევს ჩანთაში. ერთი-ორი თვე მეყოფა ეს ფული.

pink-electric-ironმერე კიდე გავყიდი რამეს :D

კიდევ წინის წინა კვირაში ვარდისფერი უთო იყიდებოდა და გამომრჩა შემთხვევით. ეგეც მოვიგდე ხელში.

და კიდევ ეს 3 ძვირფასი ნივთი, რომელიც მარტო ფეიფალით ნაღდ ფულზე იყიდება.

cash_pink-imperial-sofa cash_pink-imperial-bed

ა ხო და კიდევ ნერგი დავრგე ბაღჩაში და ხე ამოვიდა რომელიც ვარდისფერ Cupcake-ებს ისხამს :D მეგობართან ვნახე რომ ესხა, ჩემსას ჯერ არ მოუსხამს, ამიტომ მეგობრის ხის სურათს დავდებ :D

6136_1194211854561_1206373371_30549546_3450061_n

უკულტურო ხარ და აღიარე!

გასაგებია, რომ ადამიანს, რომელიც თავის გადამუშავებულ ნაგავს არ აგდებს ურნაში –  არა აქვს ამის ჩვევა და კულტურა.

გასაგებია, რომ ის არ ფიქრობს ამ შემთხვევაში გარემოს დაბინძურებაზე და მსგავს ’გლობალურ თემებზე’.

გასაგებია, რომ ის არ ფიქრობს ელემენტარულად გარემოს ესთეტიურობაზე და ლამაზად შენახვაზე.

მაგრამ გაუგებარია რატომ სწყინს, როცა მას ვინმე უკულტუროს დაუძახებს? რატომ უჩნდება პროტესტის გრძნობა?

ხო დაყარე ნაგავი? ხო არ შეიწუხე თავი ურნამდე მიტანით? ხო არ გაქვს სილამაზის ან ესთეტიკის გრძნობა? ხომ არ უსწავლებიათ და ჩაუნერგავთ შენთვის ელემენტარული ჩვევები? ხომ მოგწონს ნაგავში ცხოვრება?

მაშინ რატო გწყინს ერთი ბეწო სიმართლე? რატო გამოთქვამ პრეტენზიებს?

დაყარე? გაჩუმდი! და აღიარე!

უკულტუროვ!