გუშინ პროსპეროს კაფეში შევედი. მეგობრებს უნდა შევხვედროდი პატარა საქმეზე.
და დავინახე ის!…
რაც აქამდე პირისპირ არასდროს მენახა, რაც არასდროს გამესინჯა და რაზეც ყოველთვის ვოცნებობდი.
ვარდისფერი, ფუმფულა, წვნიანი და მიმზიდველი, დიდი წყლიანი თვალებით მიყურებდა და მეძახდა, მოდი და წამიყვანეო.
ჰოდა, მეც მივედი და წამოვიყვანე. ოღონდ სანამ შევჭამდი, სურათები გადავუღე ყველა კუთხიდან.
ფოტოგრაფირების პროცესში მენეჯერი მომიახლოვდა და თავაზიანად მკითხა, თუ რატომ ვიღებდი სურათებს.
მეც მაშინვე ჩემი სავიზიტო ბარათი მივეცი და ვთხოვე თუ ნებას დამრთავთ, ბლოგზე დავდებ ფოტოებს-მეთქი. საბედნიეროდ, ნებაც დამრთეს და თან რაღაც თავიანთ ლიტერატურულ ღონისძიებაზე დამპატიჟეს.
სიმართლე გითხრათ ძალიან გამიხარდა! თანაც კიდევ ერთხელ (უკვე მერამდენედ) მადლობა გადავუხადე საკუთარ თავს, სავიზიტო ბარათებისთვის ფულის და დროის დახარჯვა რომ არ დამენანა.
ქაფქეიქი ძალიან მომეწონა. ასე ვთქვათ, ჩემს მოლოდინსაც კი გადააჭარბა.
მთელი ერთი წლის განმავლობაში ჩემი ბლოგის დიზაინში არსებულ ქაფქეიქებს რომ ვუყურებდი, სულ ვფიქრობდი როდის გავსინჯავდი პირველად და განსაკუთრებით ქერი ბრედშოუს და მირანდა ჰობსის ხელში რომ აღმოვაჩინე, მას მერე მაინტერესებდა ამ ნამცხვრის გემო.
შიგნით სულაც არ იყო ისეთი მშრალი, მე რომ წარმომედგინა, პირიქით, რაღაცნაირი სველი, რბილი და ჰაეროვანი აღმოჩნდა. ვარდისფერი კრემიც ძალიან გემრიელი.
ვისაც არ გაქვთ გასინჯული, მაგრამ გაინტერესებთ, – წადით და გასინჯეთ (მე ვიპოვე პროსპეროს კაფეში, პროსპეროს წიგნის მაღაზიის გვერდით, სადაც გარდა იმისა, რომ ამერიკული ნამცხვრები მოეპოვებათ, უფასო WI-FI ინტერნეტი, ცოტა ხალხი, ბევრი წიგნები და არაჩვეულებრივი ატმოსფეროა. შემდეგ მისვლაზე ჩიზქეიქის გასინჯვას ვგეგმავ აუცილებლად!).
მერე ბიჭებიც მოვიდნენ და სურათები იმათ გამიღეს… (ბიჭების ვინაობას ჯერ-ჯერობით არ ვამხელ, მალე ისედაც ყველა გაიცნობთ და შეგიყვარდებათ. სასწაულებრივი ბიჭები არიან. ზებუნებრივი ძალებით დაჯილდოებული. მომავლიდან მომაკითხეს და შემპირდნენ შენც წაგიყვანთო.)
ზოგადად ძალიან დამღლელი, მაგრამ პროდუქტიული დღე გვქონდა. უზარმაზარი პროექტი გადავწერეთ თავიდან ბოლომდე.
რომ მოვრჩით, უკვე მოსაღამოვებული იყო და ისე გვშიოდა, მაკდონალდსამდე სული ძლივს მივაღწიეთ.
კოტეს ნაჩუქარი ქოლგა დამეკარგა მაკდონალდსში, მაგრამ დარწმუნებული ვარ ვინც იპოვა, იმას ძალიან გაუხარდებოდა. როგორც კი აღმოვაჩნე რომ თან აღარ მქონდა მაშინვე დავრეკეთ ადმინისტრაციაში მაგრამ დაცვამ ვეღარ იპოვა. ნამდვილად ვიღაცამ გააყოლა ხელს.
Anyway, გუშინ საღამოს, მაკდონალდსის გასასვლელში კლოუნის ხელზე ჩამოკიდებული ვარდისფერი ქოლგა თუ იპოვეთ და სახლში წაიღეთ, იცოდეთ, რომ ჩემია და თუ დამიბრუნებთ, იმდენად გამიხარდება, რომ ორმაგ ჩიზბურგერზეც კი დაგპატიჟებთ!
{ 27 comments }




მადლობა!






