Tag Archives: List

#3: ლისტ-პოსტი

ვაგრძელებთ პროექტს 30 პროფესიონალური გაკვეთილი ბლოგერებს და წარმოგიდგენთ მესამე დავალებას – “ლისტ-პოსტი”.

მათ, ვინც დღეს შემოგვიერთდით, გირჩევთ გააკეთოთ წინა დავალებებიც: #1: პრეზენტაცია ლიფტისათვის, #2: დააკვირდით სტატისტიკას.

ახლა კი დღევანდელი გაკვეთილის თემას მივხედოთ, რომელიც ჩვენი სილაბუსის მიხედვით “ბლოგის შინაარსის” ნაწილს ეკუთვნის.

list-posts-1 Continue reading

No Good Men Exist

პირადი გამოცდილებით დავასკვენი: კარგი კაცები არ არსებობენ.

მითი იდეალური კაცების შესახებ როდის შეიქმნა, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, ”კაცი” და ”კარგი” შეუთავსებელი ცნებებია და ეს მითიც უკვე საუკუნეებია, მხოლოდ და მხოლოდ ზეპირ-სიტყვიერად გადმოეცემა სუსტი სქესის წარმომადგენლობას.

პირად ისტორიას გადავხედე და 6 ტიპის ტიპის კაცი გამოვყავი:

  1. კაცი რომელსაც შეიყვარებ, მაგრამ არასდროს შეგიყვარებს;
  2. კაცი რომელსაც შეიყვარებ, მაგრამ ვერ დაუმეგობრდები;
  3. კაცი რომელსაც დაუმეგობრდები, მაგრამ ვერ შეიყვარებ;
  4. კაცი რომელსაც შეიყვარებ, მაგრამ გიღალატებს;
  5. კაცი რომელიც გკიდია;
  6. და კაცი რომელიც ლინიჯს თამაშობს.

თითოეულის გარჩევას არ დავიწყებ, ყველას ყველაფერი კარგად მოეხსენება, ასე რომ…

 

 

ვაცხადებ იდეალური ქალის ვაკანსიას!

(ცე-კავშირის შენობა, ოთახი 307, შერჩევა ფოტოსურათებით ან ნატურაში :D )

ხვალიდან – მზადება ჰელოუინისთვის

ხვალიდან დიდი ამბები იწყება.
მე და ჯენიმ ჰელოუინის ადგილი უნდა მოვძებნოთ. ამ საქმეში წივწივაც გვეხმარება.
ეს არის იმ ადგილების სია სადაც უნდა მივიდეთ, თუ ვინმეს რაიმე ინფორმაცია გაქვთ ამ ადგილების შესახებ, ან ნაცნობი გყავთ მენეჯმენტში, შემატყობინეთ.

კაფე-ბარები
DJ კაფე – გ.ახვლედიანის ქ. 23 – 899 517513
თრეფიქ ბარი – ლეონიძის 1 ჩიხი – 999858
ლაივ ბარი – კოსტავას ქ. 23 – 933133
როუზ ბარი – ი. აბაშიძის ქ. 24 – 899 333533
სპორტ-კაფე – დინამოსთან

საბანკეტო დარბაზები
ბომონდი – ყაზბეგის ჩიხი 32/34- 391090
დერბი – თამარაშვილის ქ. 13ა – 391705
ელიტა – ვაჟა ფშაველას გამზ. 43 – 392014
ლისი – ნუცუბიძის ქ. 77 – 394099
პიკადილი – პეკინის ქ. 41 – 376033
საბანკეტო დარბაზი – ფიროსმანის ქ. 3 – 956937
სტელლა – გ. ლეონიძის ქ. 11ა – 998647
ჰარმონია – წერეთლის გამზ. 146 – 899 160457

ღამის კლუბები
კოტონი – კოსტავას ქ. 36 – 931812
პიკნიკი – გ. ახვლედიანის ქ. 13 – 920045
სითი ქლაბი – მეტეხის ქ. 22 – 771368
ჯეი არ სი – თელავის ქ. 20 – 772020 

კვირის ბოლოს პროგრამის წერას დავიწყებთ თავისი ყოველი დეტალით. სავარაუდოდ მაგ დროისთვის ადგილი უკვე შერჩეული გვექნება… და ხარჯებსაც გავთვლით.
პროგრამა იქნება მაქსიმალურად გასაიდუმლოებული, თუმცა სარეკლამოდ რაღაც კარტებს გავხსნით ;)

ყველანაირად ვცდილობთ რომ ღონისძიებას დაესწროს ყველა ბლოგერი

ეს ჰელოუინზე წამომსვლელების საშუალედო სიაა
ვინც არ ხართ სიაში, დამიდასტურეთ!

[ჰელოვინის თემა-1; ჰელოვინის თემა -2] 

  1.  mtvareuli [დაადასტურა]
  2.   ნატოშა [დაადასტურა]
  3.   Polsky [დაადასტურა]
  4.   Sweet Baby Girl [დაადასტურა]
  5.   Spieler [დაადასტურა]
  6.   iverson [დაადასტურა]
  7. [დაადასტურა]
  8.   Secrets [დაადასტურა]
  9.   bairamduduki [დაადასტურა]
  10.   jibla [დაადასტურა]
  11.   თაკა [დაადასტურა]
  12.   vampiria [დაადასტურა]
  13.   Fe_male [დაადასტურა]
  14.   პერწკლი [დაადასტურა]
  15.   Goddess [დაადასტურა]
  16.   ლილიანი [დაადასტურა]
  17.   meguna [დაადასტურა]
  18.   piccolina [დაადასტურა]
  19.   kuda [დაადასტურა]
  20.   VUDRO88WILSON [დაადასტურა]
  21.   ლეილა [დაადასტურა]
  22.   civciva [დაადასტურა]
  23.  Jo-Key [დაადასტურა]
  24. ოსტატი [დაადასტურა]
  25.   Rocko
  26.   Ti
  27.   Fall_for_you
  28.   Cursed
  29.   WIZ@RD
  30.   Endy_Kaufman
  31.   bato-bato
  32.   Owl
  33.   Landish
  34.   Dvorksy

საეჭვო:

  1. Kissie
  2. Cyborg-Mcloud
  3. Kate
  4. Tornikee
  5. BoOoOo
  6. keхi
  7.   მროველი
  8. BigCrow
  9. deka136
  10. პაწუუუ
  11. ქრისტინე
  12.  

Blogroll – New!!!

ძალიან მიხარია ბლოგსპოტის ახალ-ახალი წვრილმანი საყვარლობები რომ გამოდის.

ამჯერად უკვე რამოდენიმე დღეაა ვტკბები ახალი ბლოგროლის feature-ბით. აქამდე ბეტა ვერსია იყო და ბაგები ჰქონდა, ახლა კი უკვე რამოდენიმე ბლოგზე შევნიშნე ახალი ბლოგროლი.

screenუნიკალური თვისებები (თითოეული მათგანი ექვემდებარება ინდივიდუალურ ჩართვა-გამორთვას):

  • ბლოგ-სისტემის ლოგო. უეცარი თვალის შევლებით საზღვრავ ლინკი ბლოგსპოტზე გადაგიყვანს, ვორდპრესზე თუ როკოს ბლოგზე ^_^
  • უკანასკნელი პოსტის სათაური – ეს იმისთვის, წარმოდგენა რომ შეგექმნას ლინკზე დაჭერით სად გადახვალ.
  • უკანასკნელი პოსტის დრო – ბოლოს როდის განახლდა მეზობელი ბლოგი? 2 თვის წინ? მგონი დროა, გადარეკო, ისევ ცოცხალია ავტორი?
  • უკანასკნელი პოსტის მოკლე შესავალი – შეგიძლია ესეც ჩართო. მე გამორთული მაქვს ადგილის მოგების მიზნით და დღეს ყვავას პროვოკაციულ სათაურს წამოვეგე. ^_^ ჩართჲლი რომ მქონოდა მივხვდებოდი რომ Fake-ია! :D
  • პოსტის thumbnail-ი – თუ მეზობელმა ბლოგერმა ფოტოსურათი დაპოსტა, ის შენს ბლოგროლში აუცილებლად გამოჩნდება. თანაც მკითხველის მიზიდვის საუკეთესო საშუალებაა!!!

ბლოგების სიის დალაგება შესაძლებელია როგორც ალფავიტის მიხედვით, ისე – უკანაასკნელი პოსტის ხნოვანების მიხედვით (როგორც მე მაქვს) – ყველაზე ახალი ბლოგები მაღლა!!!

გარდა ამისა ბლოგროლში შეგიძლია გამოაჩინო 5, 10 ან 25 უახლესი ბლოგი. დანარჩენმა არა-აქტიურმა ბლოგებმა დიდი ადგილი რომ არ დაიკავონ შენი ბლოგის საიდბარში.

ყველაზე მარტივი კი ლინკები შეყვანის პროცესია!!!

შეგიძლია მეგობარი ბლოგების სია Google-Reader-იდან გადმოიტანო ან Followed-ბლოგების სიიდან.

 

აბა, ასეთ ბლოგროლს სხვაგან სად ნახავ? ^_^

Blogger Party: Halloween Carnival, 2008 – იდეების დამუშავება

Jenny-ს ველაპარაკებოდი ემესენში წუხელ რაღაც შეკრებაზე და მოუვიდა არაჩვეულებრივი იდეა: მოვაწყოთ კარნავალი!!!

ბლოგერების ვიწრო წრეში. დავიქირავოთ დარბაზი, კოსტუმები, და ა.შ.

მერე მე მომივიდა იდეა, რომ კარნავალი დავამთხვიოთ 31 ოქტომბერს ჰელოვინს. თავის ჰელოვინური პროგრამით, დეკორაციებით და მთელი ამბებით.

იდეები ყველას მოეწონა. კარნავალში მონაწილეობის მსურველიც უკვე 15-მდე ადამიანი აღმოჩნდა. ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება!!!

ეს სურათი მე და ჯენის გვგავს ^_^

დღეიდან მიდის მზადება და იდეების დამუშავება ჰელოვინისთვის. წინ გვაქვს თვენახევარი. მე პირადად ვარ ნამყოფი, ჩისტა ამერიკულ ჰელოვინზე და შემიძლია ორგანიზებაში ჩავერთო. ძალიან ბევრი იდეა მაქვს ამ წუთას. ამ პოსტში დავწერ ყველა იმ იდეას რაც მომივა და განვიხილოთ.

დეკორაციის აუცილებელი ატრიბუტები:

  • გოგრები  ვიყიდით ცოცხალ გოგრებს და ჩვენით გამოვჭრით, შიგთავსს გამოვიყენებთ სხვა დეკორაციებისთვის. ;)
  • ობობას ქსელები – ქსელები იყიდება მზა, შეგვიძლია ჩვენითაც გავაკეთოთ, ან ვუთხრათ დარბაზის პატრონს რომ 1 თვე არ დაალაგოს დარბაზი და გაჩნდება ბუნებრივად :D
  • ერთი-ორი კუბო  ეს ცოტა ძნელი საშოვარია :)) თუმცა შეგვიძლია მუყაოსგან გავაკეთოთ და შევღებოთ. ჯენიმ ფურლონგი გააკეთა და ჩვენ კუბოს რავა ვერ შევკრავთ კაცო :D
  • ბევრი ჩონჩხის და ღამურის ფიგურა – შეგვიძლია დავბეჭდოთ A4 ზომის ქაღალდებზე, გამოვჭრათ და მივაკრათ კედლებზე, ფანჯრებზე, ფარდებზე.
  • აუცილებელია: სცენა, მიკროფონი, კარგი აკუსტიკა.

პროგრამა:

  • პროგრამა უნდა დავწეროთ წინასწარ და თან კარგად დავგეგმოთ. ამისთვის სადმე უნდა შეიკრიბოს რამოდენიმე ორგანიზატორი და მოაწყონ ბრეინშტორმინგი. ჩემი აზრით პროგრამა უნდა იცოდეს რამოდენიმე ორგანიზატორმა, რათა მოულოდნელობის ეფექტი არ დაიკარგოს. ^_^ ამიტომ ყველა იდეას არ გავახმოვანებ. :ჵ
  • კომენტარებში ყველამ გამოთქვას თავისი აზრი: რა შეიძლება ვაკეთოთ ჰელოვინზე. 1006241
    • ტრადიციული ჰელოვინური თამაშები. რომლებიც ძირითადად ადრენალინის გამოყოფას უწყობს ხელს. მაგალითად, საშიში ლაბირინთი. ნუ დარბაზის შესასვლელში კეთდება ლაბირინთი და შიგ გავლა არის ძააალიან საშიში. დეტალებს არ გავამხელ. 
    • უბრალოდ ვიცეკვოთ და ვსვათ და ვჭამოთ მთელი საღამო
    • კონკურსები: კარაოკე, კოსტუმების, წყვილების, ცეკვის, მოჭრილი თითების სწრაფად ჭამა
    • გავათამაშოთ საინტერესო სამახსოვრო საჩუქრები…

[დანარჩენს თანდათან დავამატებ]

 halloween2004_1280