Posts tagged as:

Lineage II

ნაღდად ვცხონდები!!!

by Sweety on 28 სექტემბერი, 2008 · 19 comments

in იუმორი,ოჯახი

გეიმერის ცოლი სამოთხეში მოხვდებაო ნათქვამია!

რადგან ნეტარ არიან გლახაკნი და მორჩილნი.

ახლაც ასეა, ჩემი ძვირფასი მეუღლე ჩემს (!)  ჩარს ყიდის და თავის ჩარისთვის (!) ყიდულობს ახალ აღჭურვილობას!!!

Spieler1 7 თვეა რაც ცოლად გავყევი და იმის მაგივრად რომ ერთხელ სუნამო მიყიდოს ან… კაი! ოქრო არ მინდა, ვერცხლის ბეჭედი იყოს ჯანდაბას… თავის ჩარს აცმევს და ახურავს! პირველი ორი თვე ყვავილებს მჩუქნიდა, რაც მართალია, მართალია, მაგრამ ახლა ეგეც აღარ ახსოვს. აღარ შეიძლება ასე გაგრძელება!!!

ჯერ კაცი შავი ელფი ჰყავდა და მაშინ კიდე საამურად მეჩვენებოდა ცხოვრება,  მაგრამ რა ჩემ ბედად და მობეზრდა კაცობა.  მსწრაფლ ქალად გადააკეთა. თან ისეთ ქალად ნებისმიერ ქართველ ცოლს რომ შეშურდება. გინდა ძუძუ-მკერდი აიღე გინდ ფეხი და ტრაკი. ქალი კი არა, სრულყოფილებაა… აღარ ვიცი რით ვემეტოქეო, პლასტიკურ ოპერაციას ხომ არ გავიკეთებ ამის დედა ვატირე??? დიდად სამზარეულოში მე არ ვვარგივარ და რა წყალში გადავვარდე…

ხოდა ამ ქალს აცმევს და ხდის წაღმა-უკუღმა! ჰმმ… იქიდან კიდე რუსი ჯეელები უპიემებენ,  ”დაიკო, არ გინდა 2 მილიონი ადენა გააკეთო ერთ ღამეში” და რაღაც ეგეთები… საოცარია რა. მე რომ ვთამაშობდი და მოკრძალებული ქალი მყავდა არჩეული პერსონაჟად აბა ბიჭი იყო და ვინმეს რამე შემოებედა :D ეგრევე pvp ბრძოლა ელოდა ექსპრომტად, თვითონ კიდე იღრიჭება ამ რუსი ბიჭების ეროტიკულ ფანტაზიებზე და თავისთვის იძახის ”მე კაცი არ ვიყო თუ ამ რუსებს დედა არ მოვუცენზუროო…” spieler2

ახლა ჩემი ჩარის გაყიდვა აუჩემებია!

აღარც სამსახური ადარდებს, არც cisco-ს მეცადინეობს, არც სადიპლომოს წერა ახსოვს. სახლში რომ გამწოვია ჩამოსაკიდებელი ეგეც ფეხებზე ჰკიდია!

მე კიდევ სიზიფეს შრომას ვეწევი, ვურეცხავ, ვუუთოვებ, საჭმელს ვუმზადებ, სახლში რომ მოდის ნასკებს ვხდი!!!

დავიჯერო ეს ქალი მაგდენს გაუკეთებს? oO >>>>>>>

ქმარს მართმევს ბლიად!!!

წაეთრიე, ქალო, ჩემი ოჯახიდან, გაიგეეეე????

{ 19 comments }

მოვედი გამოცდიდან და მემგონი ჩავაბარე კიდეც :) )

დაულაგებლად ვლაპრაკობ…

ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა. ტაკს!

Exam_by_Brubruja

4 საათი ვიჯექი გრილ აუდიტორიაში, რედ ბული და წყალი გვქონდა უხვად. იესემმა იკისრა. კიდე ვისაც მოშივდა პეჩენიებს აჭმევდნენ. ^^

2-ჯერ გასვლა შეიძლებოდა გარეთ, ერთხელ მოსაწევად და ერთხელ მოსაფსმელად (კხმ ^^) რა თქმა უნდა ვინც მოსაფსმელად გადიოდა ყველა იწერდა ტრუსიკში ჩატენილი შპარგალკებიდან.

მეც ზოგი შპარგალკაში ვნახე, ზოგი თათია ბროლაძემ დამაწერინა და ზოგი ქეთი რატიანმა ^^ ხო რაც მთავარია 40% მე თვითონ ამოვხსენი ^^

სავარაუდოდ 90-%ზე ჩაბარებული მაქვს!

სამშაბათს იქნება ნიშანი.

 

დღეიდან იწყება ჩემი თავისუფლება!!!

Lineage rules!!!

Sex and the City Rules!!!

Karaoke Singing Rules!!!

Blogging Rules!!!

Resting Rules!!!

 

EVERYTHING RULES BUT STUDYING!!!

{ 4 comments }

გუშინ მე და კოტე სახლიდან გავეტიეთ, ჯერ კოკოლას, შოთას, ყვავას და კაქტუსას შევხვდით მზიურში. ცხელოდა საშინლად.
მერე ყვავამ ლუდიო, და იყიდეს ბიჭებმა ლუდი.
მე ლუდი არ მიყვარს საშინლად.
ლოლიტას ველოდებოდით. დავურეკეთ. ახლა მოვედი ბასეინიდან და მაქსიმუმ 1 საათში ვიქნებიო.
დავაწექით ვაკის პარკისკენ. გზაში ლუტეციას მაღაზია შეგვხვდა და შევირბინე ერთი წამით.

ყვავა გამოშტერდა. ვერაფრით ევრ გავაგებინე, რატომ მინდოდა სალი ჰენსენის ფრჩხილების ლაქი. არგუმენტი, რომ ამ ლაქის ერთი წასმა ერთი კვირა ძლებს და ფლაკონი დაახლოებით 3 თვე მაინც გეყოფა, დამაჯერებელი არ აღმოჩნდა. ბოლოს დაასკვნა რომ ცოლს არასდროს მოიყვანს.
რა უნდა ელაპარაკო კაცს, რომელმაც არ იცის, რა ღირს ერთი ვიზიტი მანიკურშასთან.
”ასე 15 ლარამდეო”
ნუ გააჩნია, ელიტარულ სალონებში თუ ატარებს ცოლს, არ ვიცი. მე 4 ლარად ვიკეთებ მანიკურს… oO

მივაღწიეთ ვაკის პარკს.
იქ არტ-გენმა დაიდო ბინა და ხალხი იყო შეკრებილი. ჩვენ გავეცალეთ ხალხს და დავსხედით ზემოთ, მარადიულ ცეცხლთან.

შოთა სანუკვარ მობილურს აკვნესებდა, ბლექ აიდ ფისის მაშქენადებს გვასმენინებდა.

მერე ერთი სომეხი ბიჭი მოვიდა (მამენტ შეიძლება სომეხი არც იყო) ბურბუშელა იყიდეთ რაო, ჩვენ რა თქმა უნდა არ ვიყიდეთ.
კოტეს ვეხვეწე ტანგო მეცეკვე თქო და არ მეცეკვა. T_T

მერე გვიან დავიშალეთ. რომ მოვდიოდით, სწორედ მაშინ მოვიდნენ ლოლიტა და ჰანი.

გზაში  მე და კოტემ ვიჩხუბეთ. მე გამოცდების მერე დასასვენებლად წასვლა მინდა, კოტე კი არ მიშვებს. თვითონ შვებულება აქვს და ისე გამოსდის ”ავი ძაღლი, არც თვითონ ჭამს და არც სხვას აჭმევსო”. არც უნდა რომ მარტო წავიდე, და თვითონაც არ შეუძლია ჩემთან ერთად წამოსვლა. მიზეზად კი იმას მეუბნება, შენ ენა და გული როგორ გიბრუნდება, რომ აქ მარტო გინდა დამტოვოო…
ნეტა როგორ მიბრუნდება? oO

სახლში ასვლამდე სუპერმარკეტში შევიარეთ და ის სომეხი ბიჭი შემოვიდა ბურბუშელას რომ ყიდიდა. ზეიკიძის კალბასი არ გაქვთო? მოლარემ არაო.
აუჰ, არ გაქვთო ზეიკიძის კალბასიო? არა, არა გვაქვსო…
აუჰო და გავიდა…

კიდევ დავასკვენი, რომ არსებობს ლიდერი-ადამიანების ტიპი, რომლებიც ძალიან დამყოლები და სხვებზე დამოკიდებულები არიან. უბრალოდ მათი საიდუმლო ვერ გავიგე, რა ხდის ასეთებს ლიდერად? ნუთუ მხოლოდ ის, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილას ხვდებიან? ან შესაძლოა მართლა აქვთ ლიდერის თვისებები, მაგრამ მე უფრო გამოკვეთილი მაქვს ან I have some charisma over them და ვერ მერევიან :D

{ 5 comments }

</