Tag Archives: last.fm

Imda Corporate Blogger!

კორპორატიული ბლოგინგი ან პროფესიონალი, გამოცდილი ბლოგერის დაქირავება კომპანიის ოფიციალური ბლოგისთვის უცხოეთში ერთგვარ ტენდენციად არის ქცეული. საქართველოში კი ბლოგის რაობის შესახებ რაღაც მითები დადის, რომ ეს იგივეა რაც პიკზო.ქომი ან მაისფეისი და ა.შ.

სამი წლის წინ როცა ჩემი ბლოგის გავხსენი blogger.com-ზე, ნამდვილად ვერ წამოვიდგენდი თუ ეს საქმიანობა ჩემს ერთგვარ მეორე პროფესიად გადაიქცეოდა, თუმცა დღეს უკვე ყველაფრის წარმოდგენა შემიძლია.

ერთი კვირის წინ შემოთავაზება მივიღე კორპორატიული ბლოგერის პოზიციაზე.

გამოჩნდა ადამიანი ვისაც დიდი ხანია აწუხებდა ბლოგის იდეა, მაგრამ არ ჰყავდა შესაბამისი კონტენტ-მეიქერი. შენ იტყვი “ამის გაკეთებას რა უნდაო”, მაგრამ გაითვალისწინე, რომ თუ შენც ჩემსავით დიდი ხნის ბლოგერი ხართ და წერა ასე თუ ისე გეხერხება, შესაბამისად მარტივი, ყველასათვის გასაგებ ენაზე დაწერილი ტექსტის შექმნაც პრობლემას არ წარმოადგენს შენთვის (ყოველ შემთხვევაში ბლოგერების უმრავლესობისთვის). Continue reading

Boring Monday

ვცდილობ ხასიათი გამოვიკეთო. მაგრამ ვერა.

3 დღეში ახალი წელია. არაფერი მიყიდია. არც საჩუქარი კოტესთვის. არც საჭმელი. ქვეყნის ჭურჭელი მაქვს დასარეცხი. ახალი წლის ღამესაც ფართის ვეღარ ვაწყობ.

სორრი გაიზ. ეს ყველაფერი იმიტომ , რომ ”ატმორი” გაგვიფუჭდა. ამ კვირაში უკვე მესამედ. that’s horrible!

ცივი წყლით ჭურჭლის დარეცხვა არ მინდა :((( noooo! მაგრამ მომიწევს ახლა… 15 წუთში. :((

დღეს თავი ავწიე პირველ საათზე. მინდოდა მთელი დღე ლოგინში გამეტარებინა და ლეპტოპზე Ugly Betty-სთვის მეყურებინა, მაგრამ…

  1. თავს ძალა დავატანე და საშობაო რადიო ჩავრთე last.fm-ზე
  2. მერე ჩავიცვი,
  3. ყველა გამათბობელი საშუალება ჩავრთე,
  4. სახლი კარგად გავანიავე
  5. მერე გავათბე,
  6. სარეცხი გავავლე და გავფინე,
  7. ლოგინი ავალაგე და გამთბარ საძინებელში გადავიტანე,
  8. ნივთები შეძლებისდაგვარად მოვაწესრიგე,
  9. Ugly Betty-ს 2 სერიას ვუყურე [პირველი სეზონი დავასრულე]
  10. და საგოზინაყე კაკალი გავსინჯე… არ ამძაღებულა! :yahoo:

ახლა მინდა კეთება დავიწყო.

Continue reading