პროფესიონალები, ბლოგის დიზაინი და გულახდილობები

ბოლო რამდენიმე დღეა ისტერიულად მინდა ვიყო სვითი. სვითი რომ ვიყო, იმიტომ კი არ მინდა, რომ  ონალაინ შოპინგების დედა ვიყო და ათასობით ვიზიტორის მასპინძელი, ან  სექსი დიდ ქალაქში შემიყვარდა და უცხოპლანეტელების დავიჯერე. არა, ამ ყველაფრის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ ახლა  სხვა მიზეზი მაქვს  სვითობის სანატრელად.

საკუთარი ბლოგი მაქვს დასალაგებელი და დიზაინშესაცვლელი და რასაც მე აგერ უკვე სამი საღამო უშედეგოდ შევწირე, ღრმად ვარ დარწმუნებული მარი სულ ერთ საათში მოაგვარებდა

ხოოდა, ვინაიდან ჯერ სვითი ვერ გავხდი და ვერც ბლოგი დავალაგე  (დაულაგებლად კიდევ ჩემ ბლოგზე ვერაფერს ვერ დავწერ, როდის იყო ჭუჭყიან სამზარეულოში საჭმელს ხარშავდნენ ) , არარეალიზებული ოცნებების და იდეების  ქვეცნობიერში გადატანა კი არასასურველია,( არავინ იცის როდის რა სახით შემაწუხებს), აქ  მოვედი.

ხოოდა, რადგან  მოვედი, სხვა რამეებსაც გეტყვით.უფრო სწორად სხვა სურვილებს. ხო, ასე,სხვა უფრო ხანგრძლივი სურვილებიც მაქვს ხოლმე.

მაგალითად  მინდა რამე ისე საფუძვლიანად და კარგად ვიცოდე, როგორც სვითმა ბლოგების ამბები იცის, მთელი HTML კოდებით და სხვა საიდუმლოებით, ან როგორც მამიდაჩემმა ქართული სპორტის ამბები და ჩემი ბავშვობის  მეგობარმა ფონეტიკა.

აი, მე ათასი საჭირო და არასაჭირო რამე ვიცი და ყველაფერი ზერელედ.

არ გამომდის ძირფესვიანობები.

უფრო სწორედ ძირფესვიანი ცოდნა არა, თორემ სიყვარული უძირფესვიანობესი  გამომდის, აი, ეგეთი პროფესიონალები მიყვარან, კიდევ  გაზაფხულის წვიმა, გულახდილობები, ჰულა-ჰუპი, რეალიზებულობის შეგრძნება  და დღეს საღამოს ბილი ჰოლიდეი.

ხოოდა, სვით, გააგრძელე შენი გაკვეთილები, პროფესიონალ ბლოგერებზე და მე აღარ დავწერ ისეთ კომენტარებს და იქნებ ბლოგის დიზაინის სწორად შერჩევა და უფრო მეტი ადამიანის მოზიდვა მაინც ვისწავლო, გულახდილობას დავიმართებ და გეტყვი, რომ როცა გაგიცანი, იმაზე ბევრად, ბევრად უკეთესი  აღმოჩნდი, ვიდრე ბლოგიდან წარმომედგინე და იმის მერე შენზე სულ მახსენდება, როგორ მიხარია, რომ ადამიანები იმაზე უკეთესები არიან, ვიდრე ჩვენ გვგონია და წავედი, მოვუსმინე წვიმას და ბილის :)

მადლობა მასპინძლობისთვის,

ნასტასია :)

კოდი

ვაიმე, რაღაც უშველებელი კოდი და მეორე უშველებელი კოდი შევაერთე და მივიღე ერთი დიდი უშველებელი კოდი რომელიც ზუსტად ისე მუშაობს როგორც მინდოდა…

  • ან გენიოსი ვარ
  • ან ეს ძალიან ადვილია
  • ან ნიჭი მაქვს და ტყუილად ვკარგავ…

:(

P.S. ნებისმიერ შემთხვევაში კომენტარების ლინკები მუშაობს საათივით! :)

Smiley Border: Removal

თუ თქვენ ბლოგსპოტის მომხმარებელი ხართ და გარეშე სმაილიკებს ხმარობთ პოსტებში, ალბათ გაწუხებთ სმაილიკის გარშემო ჩარჩოს პრობლემა.

ნუ ზოგს არ აწუხებს :D მაგრამ ვისაც აწუხებს გაატარეთ :D

ხოდა ესე იგი რა უნდა ვქნათ რომ ჩარჩოები მოშორდეს სმაილიკებს.

Layout > Edit HTML > ვეძებთ კოდში ამ ხაზს:

.post img {

და თუ მის ქვევით წერია რამე ასეთი: border:1px solid;

1 პიქსელის მაგივრად ჩაუწერეთ 0 პიქსელი.

ამ მარტივი ოპერაციით ყველა პოსტში ყველანაირ იმიჯს გაუქრება ჩარჩო.

სამწუხაროდ, ვორდპრესისგან განსხვავებით, ბლოგსპოტი არ იძლევა იმის საშუალებას რომ მხოლოდ სმაილებს მოშორდეს ჩარჩო და დანარჩენ ფოტოებს არა.

Followong: Blog+Twitter+Reader

ვაშა!

როგორც იქნა!

ბლოგსპოტი ტესტავს ახალ ვიჯეტს რომელიც არის ტვიტერის და რიდერის ნაერთი ბლოგთან.

თქვენ მარცხენა ზედა მხარეს ხედავთ ვიჯეტს სადაც წერია Followers, რაც იმას ნიშნავს თუ რამდენი კაცი კითხულობს ჩემს ბლოგს ოფიციალურად.

როცა შენ აჭერ ვინმეს ბლოგზე Follow-ს შენს დეშბორდზე გამოჩნდება მისი ბლოგის ჩანაწერები და არა მარტო მისი, ყველა იმათი ვის ბლოგზეც Follow-ს დააჭერ.

ანუ ბლოგი უკვე ასრულებს რიდერის ფუნქციას!!!

ეს კიდევ ერთი საშუალებაა გაიგო თჲ ვინ კითხულობს შენს ბლოგს!!!

ეს ვიჯეტი ემატება ჩვეულებრივად როგორც სხვა ვიჯეტები.

ვისთანაც არ გამოჩნდება ან ნაცრისფრად იქნება შეგიძლიათ manually ანუ ხელით ჩასვათ ის HTML-კოდში.

მოძებნეთ კოდი:

<b:widget id=’Profile1′ locked=’false’ (და აქ რაღაცეები კიდე) type=’Profile’/>

და ზუსტად ამ კოდის მერე დაამატეთ:

<b:widget id=’Followers1′ locked=’false’ title=’Followers’ type=’Followers’/>