ჰოდა ის დროა მეც წავიდე.
არადა რამდენი ხანია წასვალას ვაპირებ. კოტეს სამსახურის გამო ისევ აქ ვართ…
ახლა დამირეკა ქობულეთიდან დედაჩემმა.. ძალიან იაფია ყველაფერიო. ხალხი არ არისო და ყრია ბინებიო…
კაკ რაზ ეგეთი პონტი მინდა
ხალხი რომ არ იქნება სიწყნარე და ზღვა :ლოვე: კოტეს ზღვა არ უნდოდა ხმაური იქნებაო. არადა მაგარი იქნება…
~~~~~~~~
დღეს კიდე ბიცოლაჩემის ბიძის პანაშვიდზე ვარ წასასვლელი. აი ძალიან მეზარება. ერთხელაც არ მყავს ის კაცი ნანახი. ცოცხალი თუ იყო ეგეც არ ვიცოდი… მდე… დედაჩემმა დამირეკა და შენც წადი და შენი ქმარიცო.. აუჰ, რანაირად ვაცნობო ეს ამბავი კოტეს… ნეტა სამსახურში დიდხანს გაჩერდეს ასე 8-მდე და მერე ვიტყვი ვეღარ მოვასწარითქო
მარტო წასვლაც არ მინდა, მეზარება…
რა უბედურებაა ეს პანაშვიდები თან ისეთი ხალხის, ვისაც არ იცნობ საერთოდ… :გრუზ: თან ბაგების სტუდქალაქშია პანაშვიდი…
((((
~~~~~~~~
"ისეთ" რაღაცეებზე აღარ დავწერ სანამ ჯენი არ ჩამოვა
ყველაფერ დრაფტებში გავუშვებ. გუშინ შევპირდი. კიარადა… ნუ… აღვუთქვი საკუთარ თავს ჯენის წინაშე ემესენში რომ ვლაპარაკობდით
არც იცის იმან
მოკლედ ძალიან ”იმასვშვრებით”…
კიარადა
არ დავწერ
არ დავწერ
არ დავწერ
ღღღღ…
ჯენი მალე ჩამო იცოდეეეე! :ვიკ:
Jenny-ს ველაპარაკებოდი ემესენში წუხელ რაღაც შეკრებაზე და მოუვიდა არაჩვეულებრივი იდეა: მოვაწყოთ კარნავალი!!!
ბლოგერების ვიწრო წრეში. დავიქირავოთ დარბაზი, კოსტუმები, და ა.შ.
მერე მე მომივიდა იდეა, რომ კარნავალი დავამთხვიოთ 31 ოქტომბერს ჰელოვინს. თავის ჰელოვინური პროგრამით, დეკორაციებით და მთელი ამბებით.
იდეები ყველას მოეწონა. კარნავალში მონაწილეობის მსურველიც უკვე 15-მდე ადამიანი აღმოჩნდა. ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება!!!
დღეიდან მიდის მზადება და იდეების დამუშავება ჰელოვინისთვის. წინ გვაქვს თვენახევარი. მე პირადად ვარ ნამყოფი, ჩისტა ამერიკულ ჰელოვინზე და შემიძლია ორგანიზებაში ჩავერთო. ძალიან ბევრი იდეა მაქვს ამ წუთას. ამ პოსტში დავწერ ყველა იმ იდეას რაც მომივა და განვიხილოთ.
დეკორაციის აუცილებელი ატრიბუტები:
- გოგრები ვიყიდით ცოცხალ გოგრებს და ჩვენით გამოვჭრით, შიგთავსს გამოვიყენებთ სხვა დეკორაციებისთვის.
- ობობას ქსელები - ქსელები იყიდება მზა, შეგვიძლია ჩვენითაც გავაკეთოთ, ან ვუთხრათ დარბაზის პატრონს რომ 1 თვე არ დაალაგოს დარბაზი და გაჩნდება ბუნებრივად
- ერთი-ორი კუბო ეს ცოტა ძნელი საშოვარია
) თუმცა შეგვიძლია მუყაოსგან გავაკეთოთ და შევღებოთ. ჯენიმ ფურლონგი გააკეთა და ჩვენ კუბოს რავა ვერ შევკრავთ კაცო
- ბევრი ჩონჩხის და ღამურის ფიგურა - შეგვიძლია დავბეჭდოთ A4 ზომის ქაღალდებზე, გამოვჭრათ და მივაკრათ კედლებზე, ფანჯრებზე, ფარდებზე.
- აუცილებელია: სცენა, მიკროფონი, კარგი აკუსტიკა.
პროგრამა:
- პროგრამა უნდა დავწეროთ წინასწარ და თან კარგად დავგეგმოთ. ამისთვის სადმე უნდა შეიკრიბოს რამოდენიმე ორგანიზატორი და მოაწყონ ბრეინშტორმინგი. ჩემი აზრით პროგრამა უნდა იცოდეს რამოდენიმე ორგანიზატორმა, რათა მოულოდნელობის ეფექტი არ დაიკარგოს.
ამიტომ ყველა იდეას არ გავახმოვანებ. :ჵ
- კომენტარებში ყველამ გამოთქვას თავისი აზრი: რა შეიძლება ვაკეთოთ ჰელოვინზე.

- ტრადიციული ჰელოვინური თამაშები. რომლებიც ძირითადად ადრენალინის გამოყოფას უწყობს ხელს. მაგალითად, საშიში ლაბირინთი. ნუ დარბაზის შესასვლელში კეთდება ლაბირინთი და შიგ გავლა არის ძააალიან საშიში. დეტალებს არ გავამხელ.
- უბრალოდ ვიცეკვოთ და ვსვათ და ვჭამოთ მთელი საღამო
- კონკურსები: კარაოკე, კოსტუმების, წყვილების, ცეკვის, მოჭრილი თითების სწრაფად ჭამა
- გავათამაშოთ საინტერესო სამახსოვრო საჩუქრები…
[დანარჩენს თანდათან დავამატებ]

მოკლედ ვერ წავედი ბათუმში.
იმ დილით როცა მივდიოდი, მაგარი წვიმა იყო და მარშუტკამდეც ვერ მივიდოდი. დედაჩემს გავუგზავნე მესიჯი, დღეს არ წავიდეთ თქო. კაიო.
მერე შუადღისას შევეცადე ალტაში დარეკვას, არავინ არ იღებდა. აღმოჩნდა რომ ნომრები აღარ მუშაობს და ხვალ უნდა გავიდე ისევ.
კოტე იღებს იქით ორშაბათს შვებულებას 2 კვირიანს და გადავწყვიტე დავიცადი და მერე კოტესთან ერთად წავიდე სადმე. მაგალითად სიონში.
მოკლედ ბათუმი გაიმაზა.
ეჰ, არადა როგორ მომენატრა… მაგრამ ხალხიც არ ყოფილა. ყველას სწავლა ეწყება უკვე…
დღეს დედაჩემს ავეჯის სახლ “საბაში” გავყევი. რაღაც ავეჯი მინდა სახლში და იმასაც რაღაც ავეჯი სჭირდება. დედაჩემს რაღაც 1300 ლარიანი სამეული მოეწონა. მართლა კაი ტიპი იყო.
მერე “ბელუქსში” გავიარეთ. ფასები იყოს სასწაული.
კოტესთვის რამე ბარის კომოდი ან მაგიდა მინდა, სასმელებიც რომ შეინახება და იქვე რომ დალევ კიდეც. პატარა და კომპაქტური. ისეთი ძვირფასი სასმელების კოლექცია აქვს, იატაკზე უდევს და ცოდოა.
არაფერი მსგავსი არ იყო არსად. აი, ეს ვნახე ბელუქსში და 950 ლარი ღირდა. დიდი არაფერი. კოტესაც არ მოეწონა. უნდა დავიარო ავეჯის ინტერნეტ კატალოგები. იქნებ რამე კარგი დიზაინი ვნახო და გავაკეთებინოთ. ვინმე რამე ფოტოს თუ წააწყდებით შემთხვევით ინტერნეტში არ გამომაპაროთ.
ჩემ ლაივ-რაითერს სმაილები დავამატე, ჭკუაზე არ ვარ. ეს იგივეა ბლოგსპოტს რომ სმაილები ჰქონდეს. თან დამატება შეგეძლოს.
დღეს რა დღეა? სამშაბათი ყოფილა. ხუთშაბათამდე კომპი თუ გამოვიტანე, ფართის მოვაწყობ ჩემთან. რასაც ვაპირებდი ბათუმიდან რომ ჩამოვიდოდი.
მოვიფიქრებ კარგად ყველაფერს.
აი კომპი თუ ვერ გამოვიტანე (რაც იმას ნიშნავს, რომ რაღაც სერიოზული დაზიანება აღმოაჩნდა) მაშინ 1 კვირიანი ტრაური მექნება.
ამ კომპიდან ბლოგვის სურვილიც კი არ მიჩნდება, მიუხედავად იმისა რომ მშვენივრად გავმართე ლაივ რაითერი.
მოკლედ მივდივარ.
ბარგი ჩალაგებული მაქვს. ბათუმში მივდივართ მე და დედაჩემი. ბათუმი ჩემი ქალაქია. დედაჩემს ქალაქი არ აქვს. გონიოო აჩემებული ქონდა მაგრამ გადმოვარწმუნე. მეგობრები მყავს ბათუმში…
(ძალიან მაგარი ფოტოა, გაადიდეთ)

ნახევარ დღეში მოვახერხე:
- ხვალინდელი წასაღები ნივთების პატარა სიის ჩამოწერა.
- ჩემი და კოტეს ტანსაცმლის გაუთოება, რომელსაც მთელი თვის განმავლობაში არ ვაუთოვებდი, უბრალოდ მეზარებოდა და იმიტომ.
- ჭურჭლის დარეცხვა და სამზარეულოს მაქსიმალურად მოწესრიგება.
- ტანსაცმლის დარეცხვა, რომ ნახევარი ხვალ წავიღო და მეორე ნახევარი კოტეს დავუტოვო.
- ბარგის ჩალაგება თან ორჯერ (ორჯერ იმიტომ რომ პირველ ჩადებაზე დიდი პირსახოცის ჩადება დამავიწყდა.
მარინა გავაცილეთ დღეს. 10-ზე უკვე იქ ვიყავით და რეგისტრატურაში გვითხრეს, 12-ზე გავაო, მარა 1-ზეც ისევე არ გასულა, როგორც მე მთელი დილა მეძინა… (მამენტ ფეხზემდგომელას კი მეძინა 6_6). დაახლოებით 2-ის ნახევარზე დაიძრა ავტობუსი. და მაგის მერე კიდე 10 წუთი ეზოში იდგა. არ მიყვარს 4 საათიანი გაცილებები. ისედაც დაგრუზული ვიყავი…
კიდე, დავასკვენი, რომ 20-25 წლით უფროს ადამიანებთან ახლო ურთიერთობა არ გამომდის, უხერხულობის და დისკომფორტის შეგრძნება მიჩნდება დაახლოებით 15-20 წუთის მერე, ხოლო 1 საათის მერე სრული თვითგანადგურების მექანიზმი მერთვება, თავბრუსხვევებით და გულისრევის შეგრძნებებით.
წუხელ თემქაზე გავათიეთ.
კოტემ ძილის წინ გამაბრაზა (მიზეზი აღარ მახსოვს) და გადაბრუნდა და ამოუშვა ხვრინვა, მე კიდე დაბოღმილმა მთელი ღამე ვერ დავიძინე.
ჯერ ჩაბნელებული სახლი შემოვიარე, მერე ფანჯარა გავაღე და გადავეყუდე. მერე ვიფიქრე იატაკზე დავწვები თქო მარა რაღაც ცოტა არ იყოს ციოდა. 1 საათის შემდეგ გადავწყვიტე კოტეც გამეღვიძებინა. დავუწყე ჯუჯღუნი, შენი ბრალია რომ ვერ ვიძინებ და როგორც გინდა დამაძინე თქო. კოტე გაგიჟდა, აასხა ნერვებმა, რას მაღვიძებო, მერე წამოხტა, ფანჯარა გააღო და გადაეყუდა, მერე იატაკზე დაწვა (ლოლ, ზუსტად იგივე მოქმედებები გაიმეორა, რაც მე მქონდა იდეაში). მერე შესცივდა და ისევ ლოგინში გადაწყვიტა ძილის გაგრძელება. ამასობაში მეც ჩამეძინა.
3 საათის ძილიც არ გამოგვივიდა. დილას თავგასიებულები ვიყავით ორივე.
მოკლედ ხვალ ბათუმში მივდივარ.
ჩემი კომპიუტერი ალტაში განისვენებს. ხვალ უნდა დავრეკო და მოვიკითხო, როგორ არის. 1 კვირა ვერ ვნახავ. ხო, ალბათ ერთი კვირით მივდივარ ბათუმში. არ ვიცი.
კოტემ დღეს ბლოგერის დეშბორდზე ბლოგერის ლოგოიანი მაისური დაინახა და ძალიან მოეწონა. არ გინდა გავაკეთოთო?.. მეთქი, კი მაგარია. მერე მეც დავსერჩე, სხავდასხვა პროდუქცია აღმოვაჩინე.
ეს მომეწონა, საკაიფოა:
ალბათ გავაკეთებთ მაისურებს. უფრო კაი იქნება ეს ლოგო და ზემოთ კიდე ერთი ხაზი დაემატოს “Georgian”. ანუ ჯორჯიენ ბლოგერის პონტში. ვისაც უნდა შემოგვიერთდეს. თუმცა თუ ძაან ბევრი მსურველი მოგროვდა, არამგონია პასუხისმგებლობა ავიღო. რაც ინტელას დაემართა ფორუმის მაისურებზე, უხარისხო რომ გამოვიდა, მაგას ვერ გავუძლებ.
ბათუმიდან რომ ჩამოვალ, პატარა ბლოგერ ფართის ვაპირებ, ჩემთან სახლში. პიცაზე, ჩაიზე და ნამცხვარზე ალბათ.
მაგრამ ამაზე მერე ვილაპარაკოთ.
…რომ ჩამოვალ
საათია რაც ჩამოვედი ცხვარიჭამიიდან. აგარაკი მაქვს იქ. 2 დღით ქალაქის ზუზუნს გავეცალე. იმედია მოგენატრეთ
ცოტა დავისვენე.
ახლა გასაუბრებაზე მივდივარ და ეგ იყო მიზეზი რის გამოც ასე მალე ჩამოვედი თორემ ერთი-ორი დღე კიდე დავრჩებოდი სიამოვნებით…
ცოტა ფოტოები ჩამოვიტანე: