Tag Archives: girls

Cosmo – კოქტეილი

გაფრთხილება: ეს არის ძალიან გრძელი პოსტი ბევრი სურათებით!

დღეს10$ ჩამერიცხა PayPal-ზე. ხვალ კიდევ 10 უნდა ჩამერიცხოს წესით. :) თვის ბოლოს 20 $-ს ველოდები კიდევ. :))

Dear Mari ********,
Lang Tech Corp just sent you money with PayPal.


Payment details

Amount: $10.00 USD
Transaction Date: Apr 2, 2009

უკვე შეიძლება ითქვას, რომ პირველი ბლოგერი ვარ, ვინც ბლოგინგიდან რეგულარულად იღებს შემოსავლებს :D

გუშინ Weekend.ge-დანაც ავიღე ჰონორარი (50 GEL). რომელიც საღამოს დაქალებთან ერთად კოსმოპოლიტენის წრუპვაში მივახარჯე. I am happy :user:

satc1პირველად გავსინჯე “კოსმოპოლიტენი”. მოტკბო მომწარო გემო და ვარდისფერი, გლამურნი ვიდი ჰქონდა. :user: გამისწორდა… ოცნებად მქონდა გადაქცეული.
ლოლამ დილით რომ დამირეკა დღეს საღამოს ბარში ვხვდებითო, ცოტა დავიზეთე. დედაჩემს ვიყავი შეპირებული გამოვალ და დავრჩები მეთქი, მაგრამ მერე ლოლა მეუბნება – “კოსმოპოლიტენი უნდა დავლიოთო” და ტვინში Alarm! Alarm! Alarm! სიგნალები ჩამერთო :D Continue reading

რა ბედნიერებაა :D

ღმერთო ჩემო! როგორ მიყვარს ჩემი ბლოგი!!!

ჩემი დაწერილი ყველა პოსტი ისეთი ძვირფასია..

აი, წეღან ახალ ჰოსტზე გადასვლის პროცესებს ვატარებდი და რამდენიმე საათით ბლოგის ბაზას ვერ ვწვდებოდი… ეს საშინელება იყო…

აღარც პოსტის დაწერის მუღამი მქონდა და არაფერი… :(

კიდევ კარგი ლანდიშა დამეხმარა და შევიტანე ბაზა თორემ ალბათ გავგიჟდებოდი ბლოგს რომ რამე მოსვლოდა :(

ერთი სიტყვით ახლა 150 გიგაბაიტიანი ჰოსტზე ვცხოვრობ მაქვს განუზომელი რაოდენობის ქვედომეინები რომელთაგან უკვე მუშაობს:

smile.sweet.ge – ჩემი სმაილიკების საიტი [რომელსაც მალე ახალ დიზაინს გავუკეთებ და უფრო ნორმალურად  ავაწყობ]

და

girls.sweet.ge – სადაც მინდა გადმოვიტანო Girls rule, წორდპრესი დავაყენო და კარგად ავამუშავო. :)

ასევე გამაჩნია მეილ სერვერი შემიძლია გაგიჩითოთ იმეილები დაახლოებით ასეთი → sheni_saxeli@sweet.ge.

მოკლედ ახალი ჰოსტი კარგია [ერთადერთი მინუსი აქვს ის, რომ უცხოურია და ზოგს გლობალი ეთიშება ხოლმე ხშირად] Continue reading