Tag Archives: გიორგი

ცოტაოდენი ფოტო-პოზიტივი – ნაწილი I

ეს ფოტოები 31 იანვარსაა გადაღებული აკაკის მიერ. გიორგი იმ ღამეს ჩამოვიდა ლონდონიდან და ეს სწორედ პირველი შეხვედრის ფოტოებია.

ამ დღეს აღიბეჭდა შეხვედრა, ცრემლები (მე არ შევსწრებივარ :D ), სიცილი, საჩუქრების გადაცემა და ერთი სიტყვით აკას ფოტოაპარატი ხელიდან არ გაუგდია.

ელვისში ვიყავით, ფილარმონისს ქვეშ. ამ ბოლო დროს მანდ ხშირად დავდივარ და ბევრმა მითხრა უკვე, “ელვისში დაგინახეო”. ეტყობა თქვენც ხშირად დადიხართ. კარგი ადგილია ძალიან!

მერე ბოულინგის სათამაშოდ წავედით წყნეთში.

ბოულინგის სურათები შეგიძლიათ Singular-ის facebook-ზე ნახოთ.

აქ მხოლოდ ჩემები მიდევს, თან არა დარბაზში, არამედ – ბართან გადაღებული და თან მხოლოდ სამი ცალი.

დანარჩენი კონფიდენციალურია :D

აკამ მითხრა ემოცია დამანახეო, ა, ბატონო, ემოცია!

აკამ მითხრა ემოცია დამანახეო, ა, ბატონო, ემოცია!

Continue reading