Posts tagged as:

Gift

[Click here for English Version ]

ალბათ ყველას უშოპინგია ცხოვრებაში, მაგრამ ცოტამ თუ იცის, როგორ უნდა იყიდო ნივთები.

მაგალითად როცა ციფრული ფოტო აპარატის ან ჭურჭლის სარეცხი მანქანის ყიდვა გინდა, შეიძლება არ იცოდე, სად უნდა იყიდო ან რა სპეციფიკაციებით შეარჩიო. მე მაგალითად ყოველთვის დედაჩემს ვეკითხები, გამოცდილია ეგეთ რაღაცეებში, მაგრამ ხანდახან  იმასაც ეშლება ან უბრალოდ ვერ ერკვევა ზოგიერთ საკითხში. :(

ნეტში წავაწყდი საიტს, რომელზეც დევს ტუტორიალები და buying guide-ები აბსოლუტურად ყველაფერზე. აქვე შეგიძლიათ მიიღოთ რჩევები საჩუქრების შესახებ. და ეს ყველაფერი სრულიად უფასოდ!

რა თქმა უნდა თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი კატეგორიის ამოქექვა თქვენი ინტერესების მიხედვით. მე შევჩერდი ბავშვის ნივთებზე, იმიტომ რომ რამდენიმე დღის წინ დოდკას ბავშვისთვის მინდოდა მეყიდა საჩუქარი და აზრზე ვერ მოვედი რა შეიძლებოდა, რა სჭირდებოდა, ან რა იქნებოდა გამართლებული.

ამ პოსტში ვლინკავ ყველა იმ ნივთს რაც ახალდაბადებულს სჭირდება სპეციალურად ყველა მომავალი დედისთვის.

1. უპირველეს ყოვლისა ბავშვს სჭირდება ავეჯი: საწოლი, გამოსაცვლელი მაგიდა და ტანსაცმლის კარადა (თუ არის შესაძლებლობა)

2. ცოტა მოზრდილ ბავსშვს ესაჭიროება ‘სამოღვაწეო სივრცე’: ამიტომ მშობლები ძირითადად ყიდულობენ playard-ს, ჭოჭინას და ა.შ.

3. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია ტანსაცმელი: აქ შეგიძLიათ ნახოთ გიდები ჩვილის და ცოტა უფრო წამოზრდილი ბავშვისთვის. (აქვე დავლინკავ სქესის მიხედვით ტანსაცმლის შერჩევის გიდებს, იმიტომ რომ ესეც ძალიან გამოსადეგია: ტანსაცმელი ბიჭებისთვის და გოგონებისთვის.)

4. ძალიან მნიშვნელოვანია რა წიგნებს უკითხავთ ბავშვს, ამიტომ მშობელმა ძალიან ფრთხილად და დაკვირვებით უნდა შეარჩიოს ისინი. საბავშვო წიგნების კლასიფიცირება ხდება ასაკის მიხედვით.

5. და ბოლოს, სათამაშოები! სასწავლო თუ კრეატიული? ორიგინალური თუ კლასიკური? გარეთ თუ სახლში? ყველა სათამაშოს თავისი გავლენა აქვს ბავშვის განვითარებაზე და მშობელმა ეს დეტალები უნდა იცოდეს. ნახეთ ტუტორიალები სათამაშოები და თამაშები.

{ 6 comments }

საერთოდ რემეიქები და რემიქსები ისეთი მაგარი ვერ არის ხოლმე როგორც თავდაპირველი ნიმუშები, მაგალითად ”მატრიცა 2” უფრო ბანძი იყო ვიდრე ”მატრიცა”, ან თუნდაც ”კარიბის ზღვის მეკობრეები”და საერთოდ ეგრე ხდება ხოლმე… მეორე ყოველთვის ბანძი გამოდის!

დღევანდელმა საღამომ მგონი ეს სტერეოტიპი დაამსხვრია ^_^

ყოველშემთხვევაში ჩემს თვალში. ვისაც უნდა, არ დამეთანხმოს, მკიდია!!! :) ))

7-ს რომ 20 აკლდა მაკში მივედით მე და კოტე სადაც secrets-ს და კოკოლას შევხვდით. ვიყიდეთ საჭმელი და ჩავხტით ტაქსში.

ავედით მაოსთან. იქ დაგვხვდნენ მაო, ჩორვენი, ლიკა და JoKey.

მერე შემოგვემატნენ Iverson, მროველი, ბოღმა ნანა, ბოღმა ნინო, ნინა, Polsky და მერე მოვიდა G.

10

მაო ყველა შემოსულს რაიმე ფრაზას ან სიტყვას ეკითხებოდა.თან ფურცელზე იწერდა.

როცა ყველა შევგროვდით, ერთმანეთი მოვიკითხეთ და პატარა მაგიდას გარშემო შემოვუსხედით, მაომ ეს ფურცლები აურია და ყველას დაგვირიგა ისე, რომ ავტორს თავისი ნაწერი არ შეხვედროდა, თან დაგვავალა, გამოიჩინეთ თქვენი ბლოგერული ნიჭი და განავრცეთ ეს ფრაზა ან ამ სიტყვაზე დაწერეთ რამეო.

ყველაზე მეტად ვის ნაწერსაც მოიწონებდა პუბლიკა, იმისთვის მაოს პატარა, მაგრამ ძალიან დასამახსოვრებელი პრიზი ჰქონდა მომზადებული.

1

ამ მოთხრობებს /ლექსებს სხვადასხვა ბლოგებზე იხილავთ ,დღეს თუ არა ხვალ მაინც. მე შემოგთავაზებთ ჩემსას და კოტეს ნაწერს.

ნუ სიტყვები და ფრაზები იყო სასწაული: გამარჯვებული გახდა მროველი, რომელსაც თემად შეხვდა ”ეპილატორი”. ეს სიტყვა ჩემი ერთი წინა პოსტის შთაგონებით ტრიალებდა მთელი საღამო ბლოგერთა შორის.

იმედია მროველჩეგი თავის ბლოგზე დადებს იმ საინტერესო ნაშრომს, რამაც მას ასეთი ბრწყინვალე გამარჯვება არგუნა წილად ^_^

ჩანაწერები ძალიან სასაცილო აღმოჩნდა. ბევრი ვიმხიარულეთ, თან ამ ყველაფერს ჰამბურგერების, ნამცხვრების, ლუდის და გაზიანი სასმელების ფონი ედო.

2

———————————————————————————————–

ჩემი დაწერილი ტექსტი თემაზე ”ფერადი ღორტყომორწყი კოკოლას ყურზე კბენდა” (თემის ავტორი ჩორვენი)

ფერადი ღორტყომორწყი კოკოლას ყურზე კბენდა. კოკოლამ მოიქნია ყური და ღორტყომორწყი კედელს მიანარცხა, გაბრტყელდა ღორტყომორწყი, მაგრამ როს ღოტყომორწყია 9 სიცოცხლე თუ არ ექნა, ჰოდა დარჩა 8 სიცოცხლე საწყალს.

კოკოლამ მშვიდად განაგრძო ლაინეიჯის თამაში.

ღოტყომ გაიფიქრა, ჩემი ღორტყოობა არ იქნება, ამ თავგასიებულს მაქსიმუმ ყურზე, ან მინიმუმ ნიკაპზე თუ არ ვუკბინეო და კოკოლას ფეხზე ააცოცდა.

კოკოლა ისე იყო გართული ჩარის კაჩაობით, რომ იფიქრა ”დახრა მეზარება და ნიკაპამდე რომ ამოვა მერე მეორედ მივაბრტყელებო”.

მაგრამ ის დაავიწყდა, რომ ღორტყომორწყს ფეხზე თუ დაისვამ, თავზე აგაცოცდება და ვერც გაიგო, როგორ დაიწყო ღორტყომ კოკოლას ნიკაპის ლოღნა.

ამ დროს კოკოლას ვიღაცამ მისწერა სკაიპში, ჩქარა გამოდი სახლიდან, ბლოგერების შეხვედრაზე დაგაგვიანდებაო.

კოკოლა წამოხტა და ფერადი ღორტყომორწყი მობერილი ნიავისგან კოკოლას თავზე მოექცა, მაგრად ჩაეჭიდა თმაში და მასთან ერთად გაემგზავრა ბლოგერების შეკრებაზე, თან ფიქრობდა ”მაინც ამოვთხრი, მაინც დაგკბენო”.

როგორც იქნა მივიდნენ კოკოლა და ღორტყო ბლოგერების შეკრებაზე, და ის იყო ღორტყომ დააპირა ყურზე კბენა, რომ უცებ გაუსწორდა იქაური სიტუაცია და ჰამბურგერების სუნი და მინაბულს ჩაეძინა კოკოლას თმაში…

და ალბათ ახლაც იქვე სძინავს…

———————————————————————————————–

მერე ლიკამ შემოგვთავაზა მაფიოზობანას თამაშის იდეა. ყველამ ავიტაცეთ. ოღონდ ეს ის მაფიოზობანა კი არაა, კარტს რომ არიგებ და თვალის ჩაკვრით რომ კლავ, არამედ ლოგიკური მსჯელობის საფუძველზე რომ გამოგაქვს დასკვნები და ღამე რომ დგება და მაფიოზები რომ თვალებს ახელენ და მშვიდობიან მოსახლეობას კლავენ და ა.შ.

მოკლედ ძალიან საინტერესო იყო. ბევრი ვიცინეთ ^_^

 

დღის პოსტის ავტორი: მროველი თავის ”ეპილატორით”

დღის აღმოჩენა: secrets

დღის ”რა პონტში ძმაო?”: Iverson

დღის ”ვაიმეეეე! რა ემოციებში ვააარ!”: მე ^_^

დღის ”დედა”: ლიკა

 

მოკლედ როგორც აივერსონი იტყოდა ”Magic საღამო გამოვიდა!!!”

 

პ.ს. კსტაწი ახლა Polsky-ს ვთხოვე ფოტოები გამომიგზავნე მეთქი და ერთი წამი სარეცხის მანქანას ვუყურებო… მდეე.. მე ტელევიზორს ვუყურებ ხოლმე და გოიმი ვარ?  :) ))))))))

პ.პ.ს როგორც კი მორჩება პოსლკი სარეცხის მანქანის ყურებას იმწუთას დაიდება ფოტოები ^_^

 

 

დამაბექლინკეთ რაააააააააა!!!!

მეც გაბექლინკებთ ყველას ვინც ამ თემაზე დაპოსტავს:

p.s. არა რა, ისევ დაქალი თუ დაგაბექლინკებს :(

{ 13 comments }

Today’s Gift

by Sweety on 28 აგვისტო, 2008 · 9 comments

in ოჯახი

კოტემ მაჩუქა დღეს…
სახლში მოვიდა და ვერც კი შევამჩნიე იმხელა ყუთი რომ ედო პარკში.

მოვიდა და ცოტა ხანში მეუბნება წამო საძინებელში წამოვწვეთ და დავისვენოთო.
ოო, დავიწყე ჭუჭყუნი, წიპა ”შენ მარტო მაგაზე ფიქრობ” და რაღაცეები გგგ
ხოდა ბოლოს მაინც წამათრია და დავწექი საწოლზე და ბალიშთან რაღაც ამოწეული იყო. მეთქი ეს რა არი ბლია…
ამოვაძრე ბალიშის ქვეშიდან დიიდი ყუთი!!! შეფუთული ულამაზეს ვარდისფერ ქაღალდში!!!

ააააააააააააა!!!!
გავხსენი გაფაციცებით.
ეპილატორი აღმოჩნდა, რომელიც უკვვე 3-4 თვეა მინდა.
ადრე ვნახეთ ერთად სეირნობისას. ძალიან მომეწონა, მაგრამ ძვირი ღირდა და ვერ ვიყიდე მაშინ.
ყინულის გამაგრილებელი, კერამიკის  დანები და რეზინის მასაჟორი აქვს რომ არ გეტკინოს. კოსმეტიჩკა, ხრალი (იგივე მაჩალკა), ფუნჯი, და დამატებითი თავი მოყვება იღლიებისთვის, ასევე რაღაც სახურავი რომელიც ასნავნოი თავზე კეთდება, დელიკატური ადგილებისთვისააო აწერია.

ხოდა დღეს მომიბრძანა სახლში…

”მარიამობას გილოცავო”…

{ 9 comments }

რაღაც კოშმარი ვნახე.

ძლივს გავიღვიძე,

ძილში ვფიქრობდი ”არ დამაიწყდეს, არ დამავიწყდეს სიზმარი! ბლოგზე უნდა დავწერო!”-მეთქი. უკვე ვგიჟდები მგონი…

სიზმარი იყო ჯენიზე, რომელიც მერე შარლოტად (Sex and the City) გადაიქცა, G-ზე რომელიც რატომღაც გავდა ჩემს ბავშვობის მეგობარ სანდროს (:spy:), ჩემზე (მერე მე Carrie-დ გადავიქეცი), კინოთეატრ რუსთაველზე, და კიდე რაღაცეებზე, რაც აღარ მახსოვს… არადა მაგ ნაწლების დამახსოვრებას ვცდიობდი და რატომ არ მახსოვს არ ვიცი…

—————————————————-

2 საათი იყო რომ თვალი გავაჭყიტე. 5 წუთი ვფიქრობდი: ”სად ვარ?”

დამხვდა ჯენის დილის 7-ის ნახევარზე მოწერილი მესიჯი ”გამაღვიძე როცა დავაპირებთ წასვლასო”. მეგონა რო ვერ გაიღვიძებდა… საბედნიეროდ გაიღვიძა…

—————————————————-

შხაპი მივიღე, კარტოფილის პიურე გავაკეთე კოტესთვის და გავემზადე წასასვლელად. ინტერნეტი არ მქონდა…

—————————————————-

მე ვფიქრობ სიცხე მოქმედებს ჩემზე. ძალიან აგრესიული ვარ ბოლო დღეებია. განსაკუთრებით მამაკაცების მიმართ.

მარშუტკიდან რომ ჩამოვედი და მეტროს ჩასასვლელისკენ მივემართებოდი, ძალიან დიდი სურვილი გამიჩნდა ერთი კაცისთვის შუა თითი მეჩვენებინა. ჩერეზ ვიტრინიდან დავინახე, რომ უკანალზე მიყურებდა უმოწყალოდ. მაგრამ თავი შევიკავე…

მიწისქვეშაში რაღაც ბიჟუტერიის მაღაზიაში შევირბინე და ერთი ლურჯი სამაჯური მომეწონა ჯენისთვის. თან ძვირიც არ ღირდა და მეთქი გავახარებ…

მეტროში მომივიდა მესიჯი ჯენისგან ”მაგვიანდებაო”.

—————————————————-

რუსთაველის ადმინისტრაცია, როგორც ჩანს, ვერ არის დალაგებული!

  1. შუქი გამორთული იყო ყველა ფოიეში ერთის გარდა. ეტყობა, ხალხი რომ არ დადის, ელექტროენერგიას ზოგავენ (?!). 4 და 5 დარბაზებში ასასვლელი ისეთი ჩაბნელებული იყო, რომ გამოსასვლელებიდან აყავდათ ხალხი.
  2. კონდიციონერი მარტო დარბაზში მუშაობდა. ფოიეში და კაფეში ისე ცხელოდა რომ გარეთ ყოფნას ამჯობინებდა კაცი.
  3. Sex an the City-ს სეანსი მხოლოდ 11-ის 15 წუთზეა!!! ღამე!!! Isn’t that stupid? მხოლოდ იმიტომ რომ სატაურში სიტყვა სექსი ურევია? კაკოი კაშმარ!
  4. ბურგერვილი და მეორე კაფე, სადაც შესაძლებელი იყო რამე შეგეჭამა მშიერ ადამიანს, დაკეტილია. არადა მშიოდა!!!
  5. სალაროში 50 ლარიანი ვერ დამიხურდავეს. ვერც მიმდებარე 5-6 ზავიძენიაში. ბოლოს პროტესტი განვაცხადე. რიგიდან ფეხს არ ვიცვლიდი და მეთქი ”არ ვიცი, არ მაინტერესებს, დამიხურდავეთ!!! და მომეცით ჩემი ბილეთები!!!” მერე მოლარე გამოვიდა თავის კაბინიდან და წარმატებული ვოიაჟი ჩაატარა ახლომდებარე ზავიძენიებში. აიეგრე, ნაცნობობითაა ყველაფერი…

როგორც იქნა ავიღე ბილეთები ”გადაახვიე”-ზე.

მერე ბაკო დავინახე. თავის მეგობართან ერთად იყო.

რაზე შედიხარო, ვუთხარი. ეგ ნანახი მაქვს და ბანძიაო.

:(

ამ დროს მოვიდა ჯენი. ვუთხარი, რომ მგონი ბანძი ფილმია და არ გაგვისწორდება. ჯენიმ, არა უშავს, იქნებ სხვა თვალით შევხედოთო.

მეთქი ის მაინც დაგვამახსვრდება, რომ ბანძ ფილმზე ვიყავით.

—————————————————-

ფილმი გამოდგა 3/10. მაგრამ საკაიფოდ ვიცინეთ მომენტებში. ^^

ზატო ბატიბუტი aka პოპკორნი გამოდგა გემრიელი. ჯენიმაც აღნიშნა მერე. მე რომ გამითავდა თავისი გადმომიდგა… It was sweet… :user:

შუა კინოს მსვლელობის დროს გვერდზე გავიხედე და ჩვენი რიგის ბოლოში ვიღაც ხანში შესული წყვილი იჯდა.

კაცი ქალს ძუძუზე ეფერებოდა გამწარებული. ჯენის ვუთხარი და გამოშტერდა. :D

ნეტა რა მინდოდა რას ვიყურებოდი გვერდზე???

—————————————————-

კიდე ვერ გავიგეთ, რატომ არ აჩვენებენ ტიტრებს ბოლომდე.

მითუმეტეს თუ ტიტრებში პარალელურად რაღაც მოქმედებები ხდება. ამბის გაგრძელებებია ჩაკვეხებული ან ამოჭრილი კადრები და ა.შ.

დღესაც cast-ის მერე გაწყვიტეს და სულ ეგრე შვებიან… Damn!

—————————————————-

ოო… მერე ბასკინ რობინსის ნაყინიი!!! <3 :Love: :Jump:

ნაყინით ”დანოში” არ შეგვიშვეს… :-(

—————————————————-

მერე ფეხით ვიარეთ ბევრი. ასეთი მარშრუტი გვქონდა:

კინო ”რუსთაველი” >>> ქაშუეთის ეკლესია >>> ოპერა >>> სასტუმრო ”ივერია” >>> გალაკტიონის ხიდი (აქ ჯენიმ გამანდო, როგორ უნდა გაატანო წყალს ჯადო მაქსიმალურად ეფექტიანი შედეგი რომ მიიღო) >>> მარჯანიშვილი (მარჯანიშვილზე მარგო ლუჩკო და თემო რცხილაძე შეგვხვდნენ) >>> დავით აღმაშენებლის გამზირი (აქ ჯერ ”ქალთა ბედნიერება”-ში (ლოლ რა სახელია) და მერე ”ლეკეში” შევედით დასათვალიერებლად) >>> ფანტანი აღმაშენებლის გამზირზე (აქ ჯენის წყალი შევაწუწე და ცოტა ბევრი მომივიდა. I am sorry ^^ ) >>> თამარ მეფის ხიდთან რომ გზაჯვარედინია >>> მაღაზია ”ბატა”-ს და გერმანიის საელჩოს მიმდებარე ტერიტორია >>> დინამო >>> მუშტაიდის პარკი

—————————————————-

აქ გავჩერდით ცოტა ხანი.

ესე იგი რა ხდებოდა, ტირის თამაში მომინდა. ჯენი ვერ დავიყოლიე და მარტომ ვითამაშე. რაღაცეებს ვიგებდი. გაიჩითა პარკის დაცვა, რომელიც ოდნავ შეზარხოშებული ჩანდა და როგორც ჩანს გოგოებთან ლაზღანდარობის ხასიათზეც იყო… ჯერ იგნორს ვუკეთებდით და სროლა რომ დავამთავრე და წამოვედით უკან გამოგვყვა ერთი: ”სად გეჩქარებათ გოგოებო, დაიცადეთ” და მსგავსები… მეთქი არა, მერე კდიე გააგრძელა და ცოტა ხმამაღლა გავუმეორე ”არა” და მაინც რო აღარ მოგვეშვა მთელი ჩემი დაგროვილი აგრესია გამოვუშვი ორთქლივით და ”არა” მეთქი დავუღრიალე… ^^

”ნუ ყვირიხარ თორე გაგადებ პარკიდანო” ლოლ ისედაც პარკიდან გავდიოდით და ეგ გვეხვეწებოდა სად მიდიხართ, დარჩითო.

მეთქი გაგდება ეგრე არ უნდა და ავიღე ქვა და ჰაერში შევათამაშე… ეგრევე მოცოცხა…

ხოდა ჯენი მგონი დაიგრუზა თუ რაღაც, ან შეეშინდა…

(ნუ გეშინია ჯენი, მიზანში სროლაში ხო ნახე რა მაგარი ვარ ^^ და კარატეზე დავდიოდი კიდე ^^ ასე რომ ქვას თუ არა ფეხს მაინც მოვარტყამდი ზუსტად ნიჟე პოიასა, რამე რო ყოფილიყო ^^)

—————————————————-

მერე კოტემ დამირეკა და მომენატრე მოდი მალეო, თან კაი დაბნელებულიც იყო და დავიშალეთ…

მე გზის ერთ მხარეს ველოდებოდი მარშუტკას, ჯენი – მეორე მხარეს და ხელებს ვუქნევდით ერთმანეთს, მუნჯურად ვლაპარაკობდით! :D

 

 

 

P.S. ჩემი სახლისკენ მიმავალი მარშუტკა 70 თეთრი გამხდარა. ისღა აკლიათ, რომ ”თბილისი-მუხიანი” დააწერონ.

 

P.P.S. გამოცდა ჩავაბარე!!!

 

Jenny-ს პოსტი

{ 9 comments }

Karaoke

by Sweety on 13 ივლისი, 2008 · 4 comments

in მუსიკა

ტაკს!
ვიწყებ კარაოკე მუსიკის გაჩუქებას!
მაქვს აურაცხელი პაპსას და არა მარტო პაპსას კარაოკე.
თუ ვინმეს გინდათ თხოვნები მომწერეთ და მეილი (სასურველია Gmail იყოს)

და გამოგიგზავნით მეილზე!

აბა ველოდები შეკვეთებს!
ვიმღეროთ ერთად! :)

{ 4 comments }

</