Tag Archives: Geeky Games

Pet Society – Official Trailer

ჟრუანტელმა დამიარა! მაგარი ტრეილერია :love:

Celebrate

Friendship

~

Celebrate

Love

~

Fill

your days

with fun

~

Express

Yourself

~

Celebrate

Your World

In the world of

lens3136122_1236529308logo

Play on Facebook

თამაში ტვიტერით

ეე, ხალხო რა მაგარი თამაში მოვიფიქრე!!!

მოკლედ ალბათ გახსოვთ ადრე ფორუმზე იყო გახსნილი თემა სადაც ერთი იწყებდა ფეინთში ხატვას და მეორე მიახატავდა რაღაცას და მერე მესამე მიახატავდა და პატარა კომიქსი გამოდიოდა.

ხოდა ეგეთი რაღაცის გაკეთება შეგვიძლია ტვიტერში ერთი ძაან მაგარი აპლიკაციის საშუალებით: twitdraw.com

პირველ რიგში ავხსნი რას აკეთებს ეს twitdraw და მერე დავწერ თამაშის წესებს. მგონი ძაან სახალისო იქნება!

twitdraw-ზე შეგიძლია დახატო რაც გინდა. ეს არის ტვიტერის ფეინთი. გარდა იმისა რომ ხატავ, ნებისმიერ  მსურველს შეუძლია ნახოს თუ რა ეტაპები გაიარე ხატვის დროს. აი მაგალითად ერთ ჩემი ნახატი:

ქვემოდან შეგიძლიათ დაარეგულიროთ replay-ს სისწრაფე. და ასევე ამავე ნახატზე გააგრძელოთ ხატვა ლურჯ კნოპკაზე დაჭერით, რომელსაც აწერია –Draw on this Graffiti

გარდა ამისა, ყოველი ნახატის დატვიტვა და შეფასება შეგიძლიათ.

ამ თამაშისთვის დაგჭირდებათ მხოლოდ ტვიტერის ექაუნთი და პაროლი!

მე გთავაზობთ თამაშს ამგვარი წესებით:

1. დავდებ ნახატს და გავავრცელებ ტვიტერში ტექსტით: დავიწყე #tamashi

2.ვისაც თამაშში მონაწილეობა გინდათ შეგიძლიათ რეგულარულად ამოწმოთ ჰაშტაგის განახლებები ტვიტერის ჩატის ოთახიდან:

ტვიტერის ჩატის ოთახი – #tamashi – შედით აქედან

3. ვინც პირველი ნახავს ამ ნახატს გადავა ბმულზე და ნახატის ქვეშ არსებულ ფანჯარაში მიაწერს: @Sweet ავიტაცე #tamashi

(არ დაგავიწყდეთ #tamashi ს მიწერა იმიტომ რომ ჩატის ოთახში გამოჩნდეს. თუ დაგავიწყდებათ – თქვენი ”ატაცება არ ითვლება და ყველა დანარჩენ მონაწილეებს ექნებათ საშუალება ხელახლა აიტაცონ!)

3. იგივე ადამიანი ამ ნახატზე გააგრძელებს ხატვას და გამოაქვეყნებს ტექსტთან ერთად: გავაგრძელე #tamashi

4. ვინც პირველი ნახავს ამ გამგრძელებლის ტვიტს და ნახატს უპასუხებს ტექსტით: @[username] ავიტაცე #tamashi იმას ექნება უფლება გააგრძელოს ხატვა

5. მესამე და მეოთხე პუნქტი გრძელდება კვირის ბოლომდე. უფრო ზუსტად,  16 აგვისტოს ღამის 12 საათამდე!

6. შევთანხმდეთ რომ კვირაში ერთი ნახატი დავდოთ.

7. კვირის ბოლოს ვისაც ბოლოს მოუწევს ნახატის დადება იმან დაიწყოს ახალი კვირის ნახატი!

8. კვირის ბოლოს მე დავდებ ბლოგზე ნახატის პროგრესს. იქითა კვირის დამწყებმა კი შემდეგი კვირის ბოლოს დადოს თავის ბლოგზე.

ამ კვირის ნახატი: http://twitdraw.com/wfigm5

ძალიან პრიმიტიულია მაგრამ დასაწყისისთვის სწორედ შესაფერისია :)

რამე გაუგებრად თუ წერია შემეკითხეთ და ჩავამატებ!

როგორ ვიშოვოთ ფული Pet Society-ში

განახლება: ეს მეთოდი აღარ მუშაობს!

ამ წესის გამოსაყენებლად ქვემოთ ჩამოთვლილი ნაბიჯები ზედმიწევნით ზუსტად უნდა განახორციელოთ!

საჭირო რამეები:

  • ბრაუზერი – Mozilla Firefox ან Internet Explorer
  • საწყისი ინვესტიცია 10 ან მეტი მისტერი ბოქსი (რაც მეტ მისტერი ბოქსს ჩადებთ თავიდან, მით მეტ ფულს იშოვით მერე)
  • მეორე ექაუნთი ფეისბუქზე, რომელიც უნდა იყოს დამატებული შენი მეგობრების სიაში და ჰქონდეს დაინსტალირებული Pet Society

ტუტორიალი ნაბიჯ-ნაბიჯ:

  1. ჩატვირთავ თამაშს
  2. იყიდი 10 (ან მეტ) ყვითელ Mystery Box-ს რომელიც 500 მონეტა ღირს
  3. დააჭერ Save Game-ს და თავიდან ჩატვირთავ თამაშს
  4. ჩატვირთვისთანავე ბრაუზერში დააჭერ File → Work Offline
  5. ჩანთიდან ერთმანეთის მიყოლებით ამოალაგებ ყუთებს და თანმიმდევრობით განალაგებ
  6. იმავე თანმიმდევრობით დაიწყებ გახსნას
  7. ფურცელზე იწერ რომელი ყუთიდან რა ამოდის და ბეჯითად იმახსოვრებ იმ ყუთების განლაგებას რომლიდანაც ამოვა 999 მონეტად შეფასებული ნივთები (ანუ რაც მაღაზიაში შეგიძლია 999-ად გაყიდო)
  8. ბოლო ყუთის ნახვისთანავე ხურავ ბრაუზერს და თავიდან ხსნი თამაშს
  9. ამ ეტაპზე Work Offline უნდა გათიშო
  10. თამაში რომ ჩაიტვირთება თავდაპირველი თანმიმდევრობით ამოალაგებ ყუთებს
  11. ამ შემთხვევაში ხსნი მხოლოდ იმ ყუთებს რომლებიც ჩანიშნული გაქვს როგორც 999
  12. დანარჩენ გაუხსნელ ყუთებს ალაგებ ისევ ჩანთაში და აგზავნი მეორე ექაუნთზე
  13. ამოსულ 999 ნივთებს ყიდი მაღაზიაში და აღებული ფულის ნახევრით ყიდულობ იგივე მისტერი ბოქსებს და აგზავნი იმ მეორე ექაუნთზე
  14. მეორე ნახევარს ხარჯავ შენი სურვილისამებრ რაშიც გინდა
  15. შედიხარ მეორე ექაუნთზე სადაც მიღებული გაქვს 10 მისტერი ბოქსი
  16. აბა გამოიცანი რა უნდა ქნა? :D

მერე სკრინებს დავამატებ…

ახლაც დავამატებდი, უბრალოდ თამაშში ვერ შევდივარ… :(

Pet Society – აღშფრთოვანებული პოსტი

cash_traditional-wood-fire-ovenმთელი  ღამე Pet Society-ს ფორუმს ვყარაულობდი. თან რაღაც საქმეს ვაკეთებდი და თან ვარეფრეშებდი პერიოდულად.

უძველისძველესი, ვალენტინობის დროინდელი ვარდები გავყიდე და დაახლოებით 125 ათასი ქოინი მიდევს ჩანთაში. ერთი-ორი თვე მეყოფა ეს ფული.

pink-electric-ironმერე კიდე გავყიდი რამეს :D

კიდევ წინის წინა კვირაში ვარდისფერი უთო იყიდებოდა და გამომრჩა შემთხვევით. ეგეც მოვიგდე ხელში.

და კიდევ ეს 3 ძვირფასი ნივთი, რომელიც მარტო ფეიფალით ნაღდ ფულზე იყიდება.

cash_pink-imperial-sofa cash_pink-imperial-bed

ა ხო და კიდევ ნერგი დავრგე ბაღჩაში და ხე ამოვიდა რომელიც ვარდისფერ Cupcake-ებს ისხამს :D მეგობართან ვნახე რომ ესხა, ჩემსას ჯერ არ მოუსხამს, ამიტომ მეგობრის ხის სურათს დავდებ :D

6136_1194211854561_1206373371_30549546_3450061_n

PrtScr

თამაშების მოყვარულთათვის ”სკრინშოტების” გადაღება – ფოტოგრაფიასავითაა.

ზოგი gamer-ი უბრალოდ შეპყრობილია [PrtScr] ღილაკით.

მე ეგრე შეპრყობილიც არა ვარ, მაგრამ მიყვარს განსაკუთრებულად ლამაზი კადრების დაფიქსირება.

ერთი კვირის წინ გადაღებული ერთ-ერთი ულამაზესი სკრინი, რისი გადაღებაც შეიძლება ზოგადად კომპიუტერულ თამაშში.

არავითარი ფოტოშოპი.

მე და გრიფონი

მე და გრიფონი

ბალახის ეფექტი მომწონს… Pure Beauty…