Tag Archives: Friendship

Pet Society – Official Trailer

ჟრუანტელმა დამიარა! მაგარი ტრეილერია :love:

Celebrate

Friendship

~

Celebrate

Love

~

Fill

your days

with fun

~

Express

Yourself

~

Celebrate

Your World

In the world of

lens3136122_1236529308logo

Play on Facebook

როგორ ფიქრობთ…

ამას წინათ ერთ ფილმს ვუყურე სადაც ასეთი შეკითხვა დაუსვეს ერთ-ერთ მთავარ გმირს:

რომელს აირჩევდი, საერთოდ არ გყავდეს მეგობრები, თუ გყავდეს ბევრი მეგობარი, რომლებიც სინამდვილეში ვერ გიტანენ?

ფილმი თვითონ დიდად არაფერი (შეგიძლიათ გადმოწეროთ აქედან) მაგრამ ამ ფრაზამ ჩამაფიქრა და დიდხანს, ძალიან დიდხანს ვფიქრობდი…

საერთოდ რას ნიშნავს  ქალისთვის იყო კარგი მეგობარი? Doesn’t it mean, რომ იდგე მუდამ მის გვერდით, რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის მხარი დაუჭირო, თუნდაც დამნაშავე იყოს რამეში, საზოგადოებაში არასდროს დასცინო, პირიქით, უხერხულობას აარიდო,  გაუგო ყველაფერი და როცა საჭიროა, სასარგებლო რჩევები მისცე, გიხაროდეს მისი სიხარული და გაწუხებდეს მისი საწუხარი?

მე ყოველთვის ასე მესმოდა და ჩემს საუკეთესო მეგობრებთანაც ასეთი ურთიერთობები მაქვს. ხანდახან მიკვირს, ამ სამ ადამიანს, ვისაც ჩემს დაქალებს ვუწოდებ, როგორ შეუძლია, ყველაფერი მაპატიონ და ისე ვუყვარდე, როგორც ვუყვარვარ… და ამ სიყვარულს არანაირად არ ვაბრალებ ჩემს ‘იდეალურობას’, არამედ ვუმადლი მათ მეგობრობის უნარს. მე არ ვარ სრულყოფილება, მაგრამ 100%-ით ვთვლი, რომ ისინი ნამდვილი მეგობრები არიან.

ზოგ ქალს მეგობრობა არ შეუძლია. ხო, არსებობენ ეგეთი ქალებიც, რომლებსაც უბრალოდ არ შეუძლიათ სხვა მდედრის გვერდით დგომა და ვერ ვხვდები, რატომ შეიძლება ადამიანი, რომელთანაც მეგობრობა ყოველთვის მინდოდა და ყოველთვის მეგონა, რომ მასაც უნდოდა, და ყოველთვის ჩემზე მაღლა ვაყენებდი და დიდ პატივს ვცემდი, აღმოჩნდეს, რომ სინამდვილეში ვერ მიტანს. Continue reading

Last Three Days

Before

Before...

მაგარი დახუნძლული დღეები მქონდა.

პირველ რიგში ის ამბავი მაქვს რომ ბლოგ.ჯი-ს კეთება წარმატებით მიდის. ყველაფერი რიგზეა, ყველაფერი კარგადაა. თუ იანვრის 20-მდე გამოვიდა WPMU-ს ახალი ვერსია, თებერვალში გავუშვებთ ოფიციალურ ბეტას.

ამ საქმეს მთელი კვირა შევალიე. ბლოგზეც კი არ დამიწერია არაფერი. ნუ კიდევ მეორე მიზეზი ის იყო რატომაც არ ვწერდი რომ ბაზის ბექ-აფი გავაკეთე კომპიუტერში და ველოდებოდი ახალ ჰოსტზე გადასვლას და არ მინდოდა რამე შემეცვალა ბაზაში. მაგრამ არ დაადგა საშველი და ამ პოსტის მერე თავიდან დავაბექაფებ :)

...After

...After

ჯერ-ჯერობით ბლოგ.ჯიზე ყველაზე მეტად ვამაყობ საფორთის ბლოგით. სადაც ტუტორიალებს ვწერთ მთელი სისტემის შესახებ. ნუ ძალიან გვეხმარება ინგლისურენოვანი ვარიანტი მაგრამ შემოკლება გვიწევს და ტერმინოლოგიის მოფიქრება და ა.შ.

თავიდან წერაში შემომიერთდა თინი. გამაოცა ისეთი სიყვარულით მიუდგა ყოველ ტუტორიალს და რაღაც შვილივით უვლიდა, მერე ყვავას ანახა შესაფასებლად და რაღაც… ძაან სითბოთი მოეკიდა მოკლედ საქმეს. მადლობა თინი! :user: :2kiss:

მერე ლოგოზე ვჩალიჩობდით. ყვავამ მოგვაწოდა სამი კუბიკის იდეა. მერე მე დავაფოტოშოპე. ყვავამ ესაო, ისაო, რა არი მრგვალი კუბიკები და პრიალა და ძაან თანამედროვე ვიდი აქვსო :D მაგრამ მე მომწონს ასეთი სტილი… :User:

Continue reading

This and that

ახალი სამუშაო მაქვს. თან ძალიან საინტერესო :)

ისეთ მაგარ პროდუქტს ვყიდით, რომ აღფრთოვანებული ვარ მე თვითონ…

მერე პატარა რეკლამასაც გავაკეთებ ალბათ ბლოგზე. იქნებ ვინმეს დააინტერესოს :)

როდის განვითარდება საქართველოში ბლოგინგი ისე როგორც მაგალითად სინგაპურშია?? :(( ტვინი წავიღე ამ სინგაპურით, მარა ამ გოგოს ბლოგს როცა ვათვალიერებ, სულ მშურს :(

სინგაპურში დიდი კომპანიები (სონი, ჯილეტი, სამსუნგი და სხვები) აწყობენ ბლოგერების შეკრებებს, რეგისტრაციებს, რეკლამებს ანთავსებენ ბლოგებზე, ფულს უხდიან პოსტებში და რავიც რა :(

ნახეთ რამოდენიმე პოსტი:

Gillete Blogger Gathering Party

Sony Reception

Sony Cybershot Media Launch Event

Career Fair

Samsung Invitation

დღეს ლილინის დაბადების დღეა…

გილოცავ მარ <3

ყველაფერი გითხარი უკვე რაც მინდოდა მეთქვა!

ხვალე დავლიოტ მაგის დეეც!

შენს საპატივსაცემოდ ამ სმაილს დავამატებ ბლოგვზე!

სმაილძახილით – : birthday :

:birthday:

უიკენდი

ვიწყებ პირველი და უმთავრესი ამბით რაც ყველას აინტერესებს!

ჰელოვინისთვის ფულის შეგროვება უკვე დავიწყეთ და ვისაც წამოსვლა უნდა კვირის ბოლომდე მოგვაწოდის. ბილეთის ფასი 25 ლარია.

 

კიდე ისა…

ამ ბოლო დროს რაღაც ისტერიულად მემღერება და

ვინმემ ხო არ იცით რამე როკ- ან პანკ- ჯგუფი ქალ-ვოკალისტს რო ეძებდეს?

ან ვაფშე მე თითონ ხო არ ჩამოვაყალიბო თქო მარა ტვინის ბურღია… ჯობს არსებულს შევუერთდე :confused:

ასეთი სტილის მუსიკას რო უკრავდნენ დაახლოებით… :user: 

 

 

 

ხო ახლა შეგიძლიათ აღარ გააგრძელოთ კითხვა :D :user:

 

 

 

გუშინ მთელი დღე სამზარეულოში გავატარე და ლოდინში…

მერე მეღირსა ერთი ადამიანი… მერე გემრიელი ვახშამი… ჩაი…. დებატები და ბრეინშოტრმინგი ჰელოუინის შესახებ… ნანას ფინალური სერია… დილის 7 საათზე ძილი…

შიგადაშიგ გაღვიძება და პანიკით “ხო ისევ აქ არის?!”  და გადამოწმება რო აქ არის :D და მერე ისევ დაძინება…

2 საათზე ადგომა… ნიკოლოდეონი და დილის საუზმე… მერე ვოიაჟი ძველ თბილისში…

გავფრიკე…

მადლობა <3  

 

:happy: