Tag Archives: მეგობრები

როგორ ფიქრობთ…

ამას წინათ ერთ ფილმს ვუყურე სადაც ასეთი შეკითხვა დაუსვეს ერთ-ერთ მთავარ გმირს:

რომელს აირჩევდი, საერთოდ არ გყავდეს მეგობრები, თუ გყავდეს ბევრი მეგობარი, რომლებიც სინამდვილეში ვერ გიტანენ?

ფილმი თვითონ დიდად არაფერი (შეგიძლიათ გადმოწეროთ აქედან) მაგრამ ამ ფრაზამ ჩამაფიქრა და დიდხანს, ძალიან დიდხანს ვფიქრობდი…

საერთოდ რას ნიშნავს  ქალისთვის იყო კარგი მეგობარი? Doesn’t it mean, რომ იდგე მუდამ მის გვერდით, რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის მხარი დაუჭირო, თუნდაც დამნაშავე იყოს რამეში, საზოგადოებაში არასდროს დასცინო, პირიქით, უხერხულობას აარიდო,  გაუგო ყველაფერი და როცა საჭიროა, სასარგებლო რჩევები მისცე, გიხაროდეს მისი სიხარული და გაწუხებდეს მისი საწუხარი?

მე ყოველთვის ასე მესმოდა და ჩემს საუკეთესო მეგობრებთანაც ასეთი ურთიერთობები მაქვს. ხანდახან მიკვირს, ამ სამ ადამიანს, ვისაც ჩემს დაქალებს ვუწოდებ, როგორ შეუძლია, ყველაფერი მაპატიონ და ისე ვუყვარდე, როგორც ვუყვარვარ… და ამ სიყვარულს არანაირად არ ვაბრალებ ჩემს ‘იდეალურობას’, არამედ ვუმადლი მათ მეგობრობის უნარს. მე არ ვარ სრულყოფილება, მაგრამ 100%-ით ვთვლი, რომ ისინი ნამდვილი მეგობრები არიან.

ზოგ ქალს მეგობრობა არ შეუძლია. ხო, არსებობენ ეგეთი ქალებიც, რომლებსაც უბრალოდ არ შეუძლიათ სხვა მდედრის გვერდით დგომა და ვერ ვხვდები, რატომ შეიძლება ადამიანი, რომელთანაც მეგობრობა ყოველთვის მინდოდა და ყოველთვის მეგონა, რომ მასაც უნდოდა, და ყოველთვის ჩემზე მაღლა ვაყენებდი და დიდ პატივს ვცემდი, აღმოჩნდეს, რომ სინამდვილეში ვერ მიტანს. Continue reading

Moo.com

ძალიან მაგარი საიტი აღმოვაჩინე გუშინ.

MOO.com | We love to print

რა ხდება ამ საიტზე: შედიხართ და ირჩევთ სურათებს (ან ტვირთავთ ტქვენი კომპიუტერიდან) რომლებსაც მერე გიბეჭდავენ სხვადასხვა პროდუქტებად.

პროდუქტები:

გარდა ამისა ყიდიან აქსესუარებს:

მე ძალიან დავინტერესდი სტიკერების ალბომით.

90 სურათიანი ალბომი მხოლოდ 10$ ღირს. ამას დავუმატებთ ტრანსპორტირებს – 3$.

და მგონი ძალიან იაფია.

ძაან მაგარი საჩუქარია ბავშვებისთვის. :)

მაგალითად თუ ღქვენს პატარა ძმას ძალიან უყვარს სპაიდერ მენი, შეგიძლიათ მოძებნოთ ბევრი სპაიდერმენის სურათი (მაქსიმუმ 90), ატვირთოთ საიტზე და 2 კვრიაში ჩამოგივათ სტიკერების ალბომი. :)

მე პირადად ვაპირებ შევუკვეთო ერთი ცალი ჩემთვის.

და ეს ყველაფერი არ არის!

თუ რომელიმე თქვენგანი კარგად ხატავს ან კარგ ფოტოებს იღებს, შეგიძლიათ მისწეროთ ამ საიტის ადმინისტრაციას და თქვენს ნამუშევრებს დაამატებენ გალერეაში.

რა თქმა უნდა ფულსაც იხდიან როგორც მივხვდი.

P.S. დარწმუნებული ვარ, ამ საიტით ძალიან დაინტერესდება – [ლილიანი].

დაეხმარეთ ბექას!

ბექა ჭეიშვილს გაუხსნეს საბანკო ანგარიში. დახმარების მსურველებს ვთხოვ გადაურიცხოთ რამდენიც შეგიძლიათ.

Continue reading

ბექა

ბექა ცუდად არის.

:(

ასე ჩემი ძმის ცუდად ყოფნაც კი არ განმიცდია. სიკვდილს რომ ებრძოდა. მაშინ ვერ ვაცნობიერებდი რა შეიძლებოდა მომხდარიყო… იმდენად მჯეროდა რომ ჩემი ძმა გადარჩებოდა რომ არც კი მინერვიულია. ვინ იცის, იქნებ სწორედ ამ რწმენამ გადაარჩინა არ ვიცი :( ერთი წამითაც არ დამიშვია რომ მოკვდებოდა.

ახლა ბექაა ცუდად.

და ისე ვნერვიულობ და აფორიაქებული ვარ… აღარ ვიცი რა მოვიქმედო.

და ისეთი უსუსური ვარ. არაფერი არ შემიძლია.

გარდა იმისა რომ სიყვარულის ენერგია გავგზავნო კოსმოსში. რატომღაც მჯერა რომ ეგ ენერგია აუცილებლად მიაღწევს ბექამდე…

დღეს სისხლი დასჭირდა და ეგ ჯგუფიც არ აღმომაჩნდა. :( მერე გამოჩნდა ხალხი და ჩააბარეს.

აუცილებლად კარგად იქნება! აუცილებლად! სხვანაირად არ შეიძლება უბრალოდ. არ შეიძლება სხვანაირად.

P.S. უსათაუროში ორი თემა იყო გახსნილი ამგვარი შინაარსით: ”ბექა ჭეიშვილს სასწრაფოდ ესაჭიროება მეოთხე ჯგუფის უარყოფითი რეზუსის სისხლი” და  ”ბექა ცირეკიძეს სასწრაფოდ ესაჭიროება Adobe Photoshop 7.0″

//

OMG

:(((((((((((((((((((

Girls with Degree

:user: :love: :user:

girlies

Freeeeeeeeeeedoooooooooooooooooom!!!!!

freedooom

მე მახსოვს დედაჩემის წყლიანი თვალები დარბაზიდან! :love:
მერე 2 ჭიქა შამპანური… და ცეკვა ჯაზზე სასტუმროს ფოიეში…

მერე ბანკეტი…
1 ჭიქა ბეილისი…
ბუშტები…

არ დაიკარგოთ ბავშვებო :(