Posts tagged as:

flight

airport cafeteria

airport cafeteria

ყველაზე მეტად ამ ქვეყნად ხასიათს მიფუჭებს სამი რამ:

  • შიმშილი,
  • უძილობა,
  • ცუდი ამინდი.

მე კი წუხელ ყველაფერი ერთად დამატყდა თავს.

შიმშილმა ჯერ კიდევ აეროპორტში შემაწუხა. და რადგან კოტეს დაეზარა დილით მაღაზიაში ჩასვლა მე კი სასტიკად არ მეცალა – ბარგს ვალაგებდი, საგზლის გამზადებისთვის ვერ მოვიცალე და უბუტერბროდებოდ მომიხდა მგზავრობა.

dsc00644

9 ლარიანი სენდვიჩი

მართალია აეროპორტის კაფეტერიაში ვიგემე 9 ლარიანი (ნეტა ყელში როგორ გადამივიდა!) სენდვიჩი მაგრამ ერთი სენდვიჩი რას უშველის ჩემნაირ ფერ–ხორციან მანდილოსანს? ხოდა ასე უსაგზლოდ დარჩენილს ნელ–ნელა მაკლდებოდა HP – რაც მერე ჩემს უხასიათობაში ნათლად იკვეთება ხოლმე.

თვითმფრინავში რომ ავედით და ავფრინდით, ერთადერთი დისკომფორტი რაც მქონდა ეს იყო პატარა ილუმინატორი და კოტეს ნერვიულობა ჩემზე. ეგონა რომ ძალიან ვნერვიულობდი და ყოველ წუთას მამშვიდებდა. მე კი უფრო ვღელავდი ამ დამშვიდებებზე. სრულად წაკითხვა →

{ 16 comments }

</