Tag Archives: facebook

We need PayPal in Georgia

მეგობრებო, მოკლედ როგორც იქნა გვეღირსა და სამთავრობო დონეზე დაიწყეს ჩალიჩი ფეიფალზე!

როგორც ცნობილია, ეროვნული ბანკი დაინტერესებულია ამ საკითხით და აგროვებს “ხელმოწერებს” facebook-ის გვერდის საშუალებით. მათ სჭირდებათ 30,000 “ხელმოწერა” (ანუ Like) იმისთვის რომ საქმეს ძვრა ჰქონდეს.

თუ გსურთ საქართველოში ფეიფალის დანერგვა, შეუერთდით ამ გვერდს და გაავრცელეთ ის მეგობრებში.

ამ ლაიკის ჩასმა შეგიძლიათ თქვენს ბლოგზე/ვებ-გვერდზე შემდეგი კოდების საშუალებით:

გარდა ამისა, თუ ხართ აქტიური ინტერნეტ–მომხმარებელი, პოსტავთ სხვადასხვა ფორუმებზე, გაქვთ საკუთარი ვებ–გვერდი/ბლოგი და ერთგვარი ზეგავლენა ინტერნეტ აუდიტორიაზე, შემოუერთდით ამ ჯგუფს სადაც კონკრეტულად განვიხილავთ თუ როგორ შეიძლება დავაჩქაროთ PayPal-ის შემოსვლის პროცესი.

მხოლოდ ერთად თუ მივაღწევთ ამ დიდ მიზანს!

კორპორატიული გვერდი Facebook-ზე

საქართველოში Facebook-ი რომ #1 ვებ-გვერდი გახდა შემსვლელების მიხედვით, ეს ინფორმაცია ცოტა ხნის წინ Alexa-ს პოპულარულ რეიტინგში აისახა.

ქართული კომპანიების და არა მარტო კომპანიების ოფიციალური წარმომადგენლობები Facebook-ზე დიდი ხანია გამოჩნდა, მაგრამ ვინაიდან  ძალიან ბევრი PR-ის, მარკეტინგის და პრეს-სამსახურის მუშაკი ჯერ ჯერობით ისევ ვერ ერკვევა სოციალური მედიის სფეროში, ზოგიერთ ასეთ ოფიციალურ წარმომადგენლობას ძალიან საცოდავი სახე აქვს მიღებული.

სანამ გავრცელებული შეცდომების განხილვას დავიწყებდე, მინდა განვაცხადო:

თუ გსურთ Facebook-ზე პროფესიონალური კორპორატიული გვერდის, ჯგუფის, ღონისძიების ან სხვა მსგავსი წარმომადგენლობის შექმნა მცირე საფასურის ნაცვლად, დამიკავშირდით – sweet@sweet.ge

ახლა კი მივხედოთ იმ გავრცელებულ შეცდომებს, რასაც ძალიან ხშირად ვაწყდები facebook-ზე ძრომიალისას. Continue reading

კომენტარები დავაბრუნე

ხო დავაბრუნე.

არავის არ მოგწონდათ და მარტო საკუთარი თავისთვის კი არ მინდოდა. ვიზუალურად და ფუნქციონალურად ძალიან მომწონდა IntenseDebate, თავისი Facebook Connect-ით და Twitter Sign-in-ით, მაგრამ რამდენიმე პრობლემა ჰქონდა:

  • ქართული კლავიატურის უქონლობა
  • ბლოგს ანელებდა
  • გვიან იტვირთებოდა თვითონაც
  • ზოგ კომენტარს სპამში უშვებდა და ზოგს მოდერაციაზე. ვერ გავიგე რის მიხედვით აკეთებდა ამას.

სმაილები კი ჰქონდა საყვარელი ისე…

ჩემი დებილ-სახიანი კიკინებიანი სმაილიკებიც დავაბრუნე და მოკლედ ამ ბლოგის ცხოვრება ისევ ძველებურად გრძელდება.

როგორ მოვაშორეთ მარაზმი Facebook-ის პროფილებს?

ყბა!

დამადეთ ყბა!

საოცარი რამეები ჩითავს Facebook-ზე ამ ბოლო დროს :lol:

თუ გსურთ მსგავსი მარაზმისგან გაათავისუფლოთ თქვენი პროფილი, დაბლოკეთ ისინი.

როგორ?

1. აჭერთ აპლიკაციას აქ:

დააკლიკეთ აპლიკაციის სახელს

დააკლიკეთ აპლიკაციის სახელს

2. გადადიხართ აპლიკაციის გვერდზე და ბლოკავთ მას:

დაბლოკვა

დაბლოკვა

თუ გაწუხებთ სხვადასხვა აპლიკაციების request-ები…

შესაბამის აპლიკაციას ბლოკავთ აქედან:

Untitled-3

Block this application

წარმატებულ Facebook-ობანას გისურვებთ!

P.S. დამამატეთ – Facebook/SweetBabyGirl და Facebook/Sweet.ge

#9: გადაჭერი მკითხველის პრობლემა

ეს გახლავთ რიგით მეცხრე გაკვეთილი პოსტების სერიაში 30 გაკვეთილი პროფესიონალური ბლოგინგისთვის.

magicbox

თეორია

დღევანდელი თქვენი გაკვეთილი ეხება, მკითხველისთვის პრობლემის გადაჭრას.

ამ ‘დავალებას’ ბევრი წარმატებული ბლოგერი ყოველდღიურად თავისი სურვილით ასრულებს.

მათი მოტივაციაა:

  1. მკითხველებზე შთაბეჭდილების მოხდენა
  2. მკითხველების მოტივირება მეორედაც დაბრუნდნენ ბლოგზე
  3. მკითხველების მოტივირება გაავრცელონ ბლოგი მეგობრებში

პრობლემების აღმოჩენის 6 მეთოდი

1. გადაჭერით საკუთარი პრობლემები

მშვენივრად მოახერხა ეს ჩვენმა მეგობარმა ბლოგერმა – კიკიტომ, როდესაც დაწერა პოსტი Email Me from Blogger.

კიკიტოს გაუჩნდა სურვილი გაეკეთებინა ბლოგის sidebar-ში ისეთი ბმული რომელზე დაწკაპუნებითაც მკითხველი პირდაპირ მისწერდა მას იმეილს. Continue reading