Tag Archives: Events

ბლოგერების შეკრება კვირას

კვირას შევიკრიბოთ ვისაც გეცლებათ. 5-ზე.

ხინკალი ვჭამოთ. ინტელექტუალური ბლოგკემპები კარგია და სექტემბერში ეგეც იქნება დიიიიდი და ძალიან მაგარი! მაგაზე მერე დავწერ.

რაც შეეხება კვირას, შევხვდეთ და დავლიოთ და ვსჭამოთ!

მართალია ბლოგერების უმეტესობა ქალაქიდან გასულია, მაგრამ რაც ცოტანი ვიქნებით მით უკეთესი, ბევრ ხალხში ყოველთვის ბარდაგი იქმნება. სამაგიეროდ საბუნია ჩამოვიდა და ყველას მოგვენატრა.

რამოდენიმე ახალი ბლოგერი ნამდვილად ვიცი რომ მოვა – ვისაც გაინტერესებთ… ;)

და კიდევ…

ჩამოყარეთ სახინკლის იდეები.

ჩემი სიტყვა – ხინკალ-ცენტრს – ყველაზე გემრიელი ხინკალი მანდ აქვთ და წინაზე კაი იყო.

:love:

Update: განსაკუთრებით და დაჟინებით მოვითხოვ წამოვიდეს ქენდი :yes:

ბლოგერების შეკრება

შაბათს, 2 მაისს, 5 საათზე შარაგულში იქნება ბლოგერების შეკრება!

ყველა ბლოგერს შეუძლია მობრძანდეს!!! უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი!!! :)
კარგი იქნება, თუ წინასწარ დაწერთ, რომ მოდიხართ… გელოდებით ყველას :love: [Event-ი Facebook-ზე]

პ.ს. შარაგული მდებარეობს ალ.ყაზბეგის ქ. 42-ში.

ვიხინკლაოთ?

ჰაა, სანამ გაგვეპარა ზამთარი, ჩავსხდეთ სითბოში სადმე და ხინკლით ვიწუწაოთ :D

დავთქვეთ ბიძა კაცებივით და მერე ქუჩაში გამოვვარდეთ და ასფალტზე ვიხოხიალოთ…

:user:

კიარადა

შაბათს, 5 საათზე, ხინკალ-ცენტრთან გელოდებით ყველა ბლოგერს.

ფოტოაპარატები წამოიღეთ!

ბიცოლაჩემი არ მიშვებს ან/და მაგ დროს ბაბუაჩემის მესამე ცოლის პირველი შვილიშვილი უნდა გავასეირნო-ს მსგავსი excuse-ები არ მიიღება!!! :braz:

Update: ხალხის მოთხოვნით ვამატებ მისამართს ფოტომასალის სახით :D გუშინ მე და ლედიქრაუმ გავიარეთ მაგ ზავიძენიის წინ და ეს ბუკლეტი მომაჩეჩეს:

260220098992602200989726022009898

შეკითხვები და დისკუსია კომენტარებში.

აღარ შევიკრიბოთ კაცო?

ახალი წელი კარს მოგვდგომია!

კვირას ვის გცალიათ? 6 საათზე მაჭახელაში.

შევიკრიბოთ რა :spy:

ნუ გეზარებათ.

სია:

პ.ს. ქართულად არ შეგვყავს სახელები ;)

შაბათს 6-ზე შევიკრიბოთ

მოკლედ ბავშვებო ვისაც უნდა და სცალია შაბათს, 6 დეკემბერს, 6 საათზე შევიკრიბოთ.

ბოლო სხოდკა სადაც გვქონდა ვისაც ახსოვს მაკდონალდსიდან რომ გადავედით კოსტავაზე (მაჭახელა ერქვა მგონი იმ სახაჭაპურეს).

გეპეის ახლოს არის.

თუ გინდათ გეპეის მეექვსე კორპუსთან შევიკრიბოთ და ერთად მივიდეთ.

ვინც დანამდვილებით მოდის, ქვევითა ფორმაში ჩაწერეთ თქვენი სახელი და ბლოგის ლინკი, რომ სია აღარ ვწერო ;)

უნიკოდით არ ჩაწეროთ – ვერ ცნობს.

მადლობა. ;)