Tag Archives: ეკონომია

ეკონომია

სამსახურის კაფეტერიაში ჩაი ღირს 1 ლარი. ანუ ყოველ დღე რომ დავლიო, თვეში 30 ლარი ჩკა!

ჰოდა, ამას წინათ ♥-მ მიყიდა ლიპტონის earl grey-ს 9 ლარიანი ყუთი, რომელშიც 100 ცალი პაკეტია! მთელი 100 ცალი!!!

ახლა ჩაის დალევისას სინდისი აღარ მქენჯნის. ხანდახან დღეში 2–ჯერაც კი ვსვამ ♥

ამდენი ჩაი რომ კაფეტერიაში დამელია, დამეხარჯებოდა – 100 ლარი. გამოდის, რომ დავზოგე – 91 ლარი.

91 ლარად შემიძლია ვიყიდო ახალი ფეხსაცმელი ან მივამატო ჩემს ვადიან ანაბარს.