Posts tagged as:

DeviantArt

World of our Own

by Sweety on 14 თებერვალი, 2009 · 4 comments

in უკატეგორიო

კოწიკ, გილოცავ ვალენტინობას!!! :love:


.L.O.V.E. by =LimpidD on deviantART

P.S. Girl it’s you-ს მაგივრად boy it’s you იგულისხმება ^_^ :D

{ 4 comments }

  1. ნაძვის ხე – გპირდებით, რომ 31 დეკემბერს ნაძვის ხეს ვერსად იყიდით. წინასწარ იზრუნეთ ხალხო! მე 1 თვით ადრე დავიწყე მზადება.
  2. შამპანური – ქორწილიდან მორჩენილი შამპანური მგონი არ გამოგვადგება. მართალია 5 ბოთლი მიწყვია სამზარეულოში, მაგრამ ისეთ ზაფხულის სიცხეებს გაუძლო, არა მგონია ის სასმელი რაც შიგ ასხია შამპანური იყოს. Χ
  3. სადღესასწაულო სუფრა – ვგულისხმობ ნაჭრის სუფრა-გადასაფარებელს და არა ხორაგით დატვირთულ მაგიდას. მაგიდის სუფრა ისეთი რაღაცაა, რაც ყველაზე მეტად ქმნის სადღესასწაულო განწყობას. ასევე უფრო მეტი ბრწყინვალებისთვის ბევრი ბევრი ბროლის ჭიქა დაგვჭირდება. ან ბროლის თუ არა უბრალო შუშის მაინც აუცილებლად ;) მე სუფრა უკვე მაქვს. 
  4. საჩუქრები უახლოესი ადამიანებისთვის – სად ვიყიდოთ საჩუქრები? ვინმეს გაქვთ რამე იდეა? Χ
  5. გოზინაყი – დედაჩემი შემპირდა გაგიკეთებ და გამოგიტანო. Χ
  6. თავის მოწესრიგება – როგორც დედაჩემმა მითხრა, 31-ში სალონები ჯერ ერთი ადრე იკეტება და მეორეც გადაჭედილია. თუ წინასწარ ჩაეწერებით, მანიკურს, თმის შეღებვას და შეჭრას ნუ დააპირებთ! მხოლოდ დავარცხნა. ყველა სტილისტი ცდილობს 15 წუთში ჩაატიოს ერთი ადამიანის გალამაზება. მე პირადად ამ კვირაში ვაპირებ შეღებვას, წინა დღეებში მანიკურს და 31-ში დილით ჩავეწერები დავარცხნაზე. Χ
  7. დანარჩენი ყველაფერი უმნიშვნელოა! – თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან ყველაფერი უბადლოდ შეასრულეთ, სხვა დანარჩენის გაკეთება კი ვერ მოასწარით ან სახსრები არ გეყოთ, დაიმახსოვრეთ, რომ ეგ არ არის მთავარი, არამედ ბედნიერების თვითშეგრძნება და ძვირფასი ადამიანების გვერდით ყოფნა!


under the tree by *tifachan on deviantART

{ 3 comments }

free from you

by Sweety on 4 დეკემბერი, 2008 · 1 comment

in დღიური,ურთიერთობები

I had two loves.

One was blessed, and another was cursed.

From the moment of now I am absolutely free from the cursed love.

Totally concentrating on the blessed one…


Erotic by ~hnedoocko on deviantART

{ 1 comment }

აი, ისე ცუდად ვიყავი მთელი დღე ვერ აგიღწერთ.
გავცივდი საშინლად.
დილით 9-ზე დარეკა მობილურის მაღვიძარამ, ანგარიშმიუცემლად გამოვრთე,
ჩამეძინა რა თქმა უნდა და დამესიზმრა ძალიან უროდი სიზმარი:

ვითომ ჩემ სოფელში ვიყავით მე და კოტე რთველში წასულები, დასაძინებლად ვწვებოდით და შუქი რომ ჩავაქრეთ, სად იყო და სად არა, გაიჩითა აივერსონი (არ ჩამქოლოთ, ხალხო, რა ვქნა, თუ მესიზმრება :D ძილს ხო არ ავიკრძალავ…) ხოდა ეგეც რთველში მყავდა წაყვანილი მოსახმარებლად. შუქები ჩავაქრეთ ჩვენ ოთახს და და ჯენის ოთახს ფანჯარა ყოფდა და ღამე ძაან შეგვცივდა მე და კოტეს და გამეღვიძა და ვიფიქრე ჯენის შესცივდება თქო და გადავძვერი ამ ფანჯარაში და რაღაცას ვაფარებ და ამ დროს კოტეც გადმოძვრა და დაიწყო ხელების დაბანა (ჩემს სოფელში არის ძაან უბადრუკი ხელის საბანი, ისეთი ხმა აქვს, გრგვინავს სახლი) და ჯენი ლუღლუღებს გააჩუმეო და მე წამოვხტი და კოტეს დავუძახე – კოტე! და თურმე მართლა წამოვჯექი ლოგინზე და წამოვიყვირე ”კოტე!” და ამ ძახილზე მეც გამეღვიძა და კოტესაც.
10-ს აკლდა 15 წუთი. :D
11-ის ნახევარზე სამსახურში უნდა ვყოფილიყავი და ისე წამოვხტი დამაგვიანდააააააააა!!!!!-ს ძახილით.

რა თქმა უნდა ტაქსით წავედი, რა თქმა უნდა პრობკაში მოვყევი და რა თქმა უნდა დამაგვიანდა. 11-ზე მივედი ოფისში.
უფროსი არ იყო მოსული ბედად. რომ მოვიდა რაღაც ორიოდე სიტყვა მითხრა ზოგადად ჩემი სამომავლო საქმიანობის შესახებ და ამ დროს წავიდა შუქი. კომპიუტერები ლია! ჩემი კომპიუტერიც არ იყო მოტანილი და ქსელში ჩართული. თავს ძაან ცუდად ვგრძნობდი ფიზიკურად და გამომიშვა უფროსმა. ამ კვირაში საქმე მაინც არ გექნებაო და ისე იარე გასაცნობადო. გგგ ისე მაგარი საინტერესო სამუშაო ჩანს. რაღაც ჟურნალს უშვებენ ”ახალი ბინა” ჰქვია. ინტერიერის დიზაინზეა და იმ ჟურნალის სტატიების ნაწილიც მე უნდა ვთარგმნო და საერთოდაც, რედაქტორი ვიქნები, სად შემიძლიააა!!!

მეც გამოვედი ოფისიდან ასე 1 საათი იქნებოდა. მერე ვარდი ვიყიდე მაგრამ დამიჭკნა და გადავაგდე 2 საათში. წავედი ბაზრობაზე, ფინტიკლუშკების საყიდლად :D ggg
რაღაც ბლოკნოტები ვიყიდე გასაგიჟებელი :D
მერე დავიღალე… ჯენის ველოდებოდი მთელი დღე და მაკდონალდში ვიჯქი საათნახევარი და ბოლოს მოაღწია როგორც იქნა. ჰელოუინის ამბები განვიხილეთ. ;)

მერე კოტეც მოვიდა და მგონი დილანდელი სიზმარიც ამიხდა :D სამივე ერთად შევიკრიბეთ გგგგ

{ 7 comments }

Jenny-ს ველაპარაკებოდი ემესენში წუხელ რაღაც შეკრებაზე და მოუვიდა არაჩვეულებრივი იდეა: მოვაწყოთ კარნავალი!!!

ბლოგერების ვიწრო წრეში. დავიქირავოთ დარბაზი, კოსტუმები, და ა.შ.

მერე მე მომივიდა იდეა, რომ კარნავალი დავამთხვიოთ 31 ოქტომბერს ჰელოვინს. თავის ჰელოვინური პროგრამით, დეკორაციებით და მთელი ამბებით.

იდეები ყველას მოეწონა. კარნავალში მონაწილეობის მსურველიც უკვე 15-მდე ადამიანი აღმოჩნდა. ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება!!!

ეს სურათი მე და ჯენის გვგავს ^_^

დღეიდან მიდის მზადება და იდეების დამუშავება ჰელოვინისთვის. წინ გვაქვს თვენახევარი. მე პირადად ვარ ნამყოფი, ჩისტა ამერიკულ ჰელოვინზე და შემიძლია ორგანიზებაში ჩავერთო. ძალიან ბევრი იდეა მაქვს ამ წუთას. ამ პოსტში დავწერ ყველა იმ იდეას რაც მომივა და განვიხილოთ.

დეკორაციის აუცილებელი ატრიბუტები:

  • გოგრები  ვიყიდით ცოცხალ გოგრებს და ჩვენით გამოვჭრით, შიგთავსს გამოვიყენებთ სხვა დეკორაციებისთვის. ;)
  • ობობას ქსელები - ქსელები იყიდება მზა, შეგვიძლია ჩვენითაც გავაკეთოთ, ან ვუთხრათ დარბაზის პატრონს რომ 1 თვე არ დაალაგოს დარბაზი და გაჩნდება ბუნებრივად :D
  • ერთი-ორი კუბო  ეს ცოტა ძნელი საშოვარია :) ) თუმცა შეგვიძლია მუყაოსგან გავაკეთოთ და შევღებოთ. ჯენიმ ფურლონგი გააკეთა და ჩვენ კუბოს რავა ვერ შევკრავთ კაცო :D
  • ბევრი ჩონჩხის და ღამურის ფიგურა - შეგვიძლია დავბეჭდოთ A4 ზომის ქაღალდებზე, გამოვჭრათ და მივაკრათ კედლებზე, ფანჯრებზე, ფარდებზე.
  • აუცილებელია: სცენა, მიკროფონი, კარგი აკუსტიკა.

პროგრამა:

  • პროგრამა უნდა დავწეროთ წინასწარ და თან კარგად დავგეგმოთ. ამისთვის სადმე უნდა შეიკრიბოს რამოდენიმე ორგანიზატორი და მოაწყონ ბრეინშტორმინგი. ჩემი აზრით პროგრამა უნდა იცოდეს რამოდენიმე ორგანიზატორმა, რათა მოულოდნელობის ეფექტი არ დაიკარგოს. ^_^ ამიტომ ყველა იდეას არ გავახმოვანებ. :ჵ
  • კომენტარებში ყველამ გამოთქვას თავისი აზრი: რა შეიძლება ვაკეთოთ ჰელოვინზე. 1006241
    • ტრადიციული ჰელოვინური თამაშები. რომლებიც ძირითადად ადრენალინის გამოყოფას უწყობს ხელს. მაგალითად, საშიში ლაბირინთი. ნუ დარბაზის შესასვლელში კეთდება ლაბირინთი და შიგ გავლა არის ძააალიან საშიში. დეტალებს არ გავამხელ. 
    • უბრალოდ ვიცეკვოთ და ვსვათ და ვჭამოთ მთელი საღამო
    • კონკურსები: კარაოკე, კოსტუმების, წყვილების, ცეკვის, მოჭრილი თითების სწრაფად ჭამა
    • გავათამაშოთ საინტერესო სამახსოვრო საჩუქრები…

[დანარჩენს თანდათან დავამატებ]

 halloween2004_1280

{ 25 comments }

მოვედი გამოცდიდან და მემგონი ჩავაბარე კიდეც :) )

დაულაგებლად ვლაპრაკობ…

ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა. ტაკს!

Exam_by_Brubruja

4 საათი ვიჯექი გრილ აუდიტორიაში, რედ ბული და წყალი გვქონდა უხვად. იესემმა იკისრა. კიდე ვისაც მოშივდა პეჩენიებს აჭმევდნენ. ^^

2-ჯერ გასვლა შეიძლებოდა გარეთ, ერთხელ მოსაწევად და ერთხელ მოსაფსმელად (კხმ ^^) რა თქმა უნდა ვინც მოსაფსმელად გადიოდა ყველა იწერდა ტრუსიკში ჩატენილი შპარგალკებიდან.

მეც ზოგი შპარგალკაში ვნახე, ზოგი თათია ბროლაძემ დამაწერინა და ზოგი ქეთი რატიანმა ^^ ხო რაც მთავარია 40% მე თვითონ ამოვხსენი ^^

სავარაუდოდ 90-%ზე ჩაბარებული მაქვს!

სამშაბათს იქნება ნიშანი.

 

დღეიდან იწყება ჩემი თავისუფლება!!!

Lineage rules!!!

Sex and the City Rules!!!

Karaoke Singing Rules!!!

Blogging Rules!!!

Resting Rules!!!

 

EVERYTHING RULES BUT STUDYING!!!

{ 4 comments }

EXAM!!!

by Sweety on 24 ივლისი, 2008 · 3 comments

in დღიური

!

Lola, Maro, Gvantsa, Me

{ 3 comments }

Sick

by Sweety on 21 ივლისი, 2008 · 1 comment

in დღიური

ისევ ცუდად ვარ :(

40-მდე მქონდა

 

მერე 39-მდე

 

მერე 38 სტაბილური…

 

ახლა 37-იდან ვერ ჩამომყავს…

გავგიჟდი… :( სამეცადინო მაქვს თან რამდენი :(

 

P.S. ნეტა კომენტარები რატომ არ მომდის მეილზე… oO

_Sick_

{ 1 comment }

სიცხე

by Sweety on 19 ივლისი, 2008 · 4 comments

in ოჯახი

სიცხემ ამიწია…

38 :(

 

Being_sick___by_ZLynn 

{ 4 comments }

მასონი

by Sweety on 17 მაისი, 2008 · 17 comments

in დღიური

ერთხელ ინსტიტუტში მასონობა დამწამეს.
ჩემი გამოთქმული იდეა იყო მხოლოდ ის რომ რელიგია და ტრადიციები ხელს უშლის კაცობრიობის განვითარებას მეთქი.
მხარს ვუჭერ საზღვრების წაშლას და დედამიწის ერთ ქვეყანად გარდაქმნას, რათა ყვ ელამ ერთი მიზნისთვის – გადარჩენისთვის და განვითარებისთვის იღვაწოს და არა სულელური ტრადიციების და ადგილობრივი კულტურის შენარჩუნებისთვის და საკუთარ ნაჭუჭში შეკეტვისთვის-მეთქი.

ამაზე დამაყარეს, სატანისტი მიწოდეს და მასონთა ლოჟაში გამისტუმრეს.

თქვენ როგორ ფიქრობთ, განა რელიგია და ტრადიციები არ ამუხრუჭებს ტექნოლოგიურ განვითარებას, მეცნიერების განვითარებას, თუნდაც მარსზე ახალი საცხოვრებელი მიკროსამყაროს შექმნას დედამიწელების მიერ, ანდაც რაღაც ისეთი პროექტის განვითარებას რაც მე არ ვიცი.
განა არ მეთანხმებით რომ საქართველოს ისტორიაშიც მეფენი ჩვენნი მხოლოდ იმიტომ აღიარებდნენ ქრისტიანულ მრწამსს, რომ იგი გლეხს ბატონის მორჩილებისკენ მოუწოდებდა, ხოლო ტრადიციების შენარჩუნება თავისუფალ აზრს კლავდა ერში.

განა ცუდი იქნება რომ ამჟამინდელი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში შეგეძლოს უვიზოდ და უპასპორტოდ მოგზაურობა, ცხოვრება, მუშაობა და ა.შ.? განა ცუდი იქნება რომ თქვა: ”მე დედამიწის მოქალაქე ვარ” და არა ”მე ზიმბაბვეს მოქალაქე ვარ”…
განა ცუდი იქნება რომ ყველა ადამიანმა იგრძნოს არა ადგილობრივი პასუხისმგებლობა დედამიწის მიმართ არამედ გლობალური.
განა ცუდი იქნება რომ ყველამ ხელი მოჰკიდოს ბუნების დაცვას და მეტი იფიქროს ოზონის ხვრელებზე. და არა ისე, როგორც ახლა ხდება, ყველა ფიქრობს: ”ამას ამერიკელები მოაგვარებენ”.
ამერიკელები არაფერსაც არ მოაგვარებენ!!! სჯობს ყველაფერი ერთად მოვაგვაროთ!

ვიცი, რომ დედამიწა მაინც აქეთკენ მიდის, და ხალხი მხოლოდ ხელს უშლის ამას.
ისიც ვიცი, რომ სანამ ეს მოხდება ძალიან ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი. მაგალითად განვითარებად და განვითარებულ ქვეყნებში ცხორების დონის გათანაბრება, რაც ტითქმის შეუძლებელია მაგრამ სანამ არ მოგვარდება საზღვრების გახსნას უამრავი გაუნათლებელი და არაკვალიფიციური სამუშაო ძალის და კრიმინალური ჯგუფების გადადინება მოჰყვება განვითარებულ ქვეყნებში.
გარდა ამისა წარმოიქმნება ენობრივი ბარიერები…
და იმასაც ვეთანხმები, რომ ყველაფერი ეტაპობრივად უნდა განვითარდეს… მაგრამ როგორ მოხდება ეს, როცა ყველა ხელის შეშლისკენაა მომართული და არა დახმარებისკენ…

ერთადერთი გზა იმისკენაა რომ ყველამ ერთი მიზნით იმუშაოს.. სამყარო დაყოფილია 193 განსხვავებულ ნაწილაკად… ხომ შეიძლება ეს გაერთიანდეს და უზარმაზარი ძალა წარმოიქმენა სამყაროში, რომელსაც უკვე ყველაფერი შეეძლება.

ამ ყველაფერთან ერთად, იმასაც ვგრძნობ, რომ მე მეტად პატარა და განუვითარებელი ქვეყნიდან ვარ იმისთვის, რომ ამ საკითხზე რაიმე აზრი მქონდეს საერთოდ…
წუხილი ჩემი ამაოა…


Dream of a Red Baloon by *AdoC

{ 17 comments }

დასასრული

by Sweety on 16 მაისი, 2008 · 1 comment

in დღიური

შთაგონება: პოსტზე

წარმოვიდგინე რომ ბოლო წამია.
ეს არ არის მხოლოდ ფიზიკური დასასრული. ეს არის ადამიანის გონის გაუჩინარება.

წამით ადრე არსებობს სიცოცხლე, სითბო, რომელიც მოძრაობს და საკუთარი თავისგან საოცრებას ქმნის.
და წამის შემდეგ არსებობს მხოლოდ შავი ხვრელი, არაფერი, სიცარიელე, სიცივე.

უილ სმიტის ახალი ფილმი გამახსენდა. იქ მხოლოდ ადამიანების ნაწილი დაიღუპება, მაგრამ ცივილიზაცია არსებობს. გარესამყარო არსებობს. სუპერმარკეტები და კინოთეატრები არსებობს. და ეს არ არის გონის სიკვდილი. ეს უბრალოდ ახალი რაღაცის დასაწყისია. კაცობრიობას შანსი ეძლევა რომ თავიდან დაიწყოს. კიდევ ერთხელ სცადოს.

შავი ხვრელი კი საშინელებაა. იმდენად საშინელი საშინელება, რომ სისხლი მეყინება შიშისგან.
ანუ ნადგურდება ყველა ადამიანის ფიზიკური სხეული, მთელი ბუნება, ადამიანის ხელით შექმნილი უზარმაზარი მეგაპოლისები და ცივილიზაცია. წლების განმავლობაში ნაფერები და ნალოლიავები ცოდნა, გამოცდილება, ტექნოლოგია.
უფრო მარტივად რომ ავხსნა ნადგურდება ის კომპიუტერული სერვერი სადაც ეს ბლოგია განთავსებული და მეც აღარ ვარ, ან ვარ, მაგრამ შავ ხვრელში ვარ.

და თუნდაც სხვა გალაქტიკიდან მოვიდეს ვინმე ჩვენი საცოდავი გალაქტიკის გამოსაკვლევად, იფიქრებს, რომ აქ არასდროს არაფერი ყოფილა.
და ვერავინ გაიგებს, როგორ იშრომა კაცობრიობამ ათასობით წლის განმავლობაში.
ეს ყველაფერი წავა ”არსად” და სიცოცხლის არსებობა დასაბამითგან უმიზნო გახდება.
რა საჭიროა ადამიანის არსებობა თუ შავ ხვრელში უნდა ჩაინთქას ბოლოს?

სანამ ვარსებობ, ვმადლობ ძალას, რომელიც მასულდგმულებს იმისთვის, რომ ხვალ მზე ისევ ამოვა…
თუკი ამოვა…

Dressed in pink by `gilad

{ 1 comment }

მალწკვი

by Sweety on 15 მაისი, 2008 · 2 comments

in დღიური

შთაგონება: პოსტზე

მარწყვი მომინდა!!!
თან 2 დღეა ყველგან ვჭამ და ყველასთან მაგრამ მომინდა რომ ვიყიდო და სახლში მქონდეს.
გუშინ დოდკამ მაჭამა მარწყვი ვანილის ნაყინში ჩალაგებული :) )
მერე საღამოს კოტეს დეიდასთან ავედით და იქ რაღაც ველური მარწყვი ვჭამე ბევრი.
კიდევ კარგი ალერგია არ მომცა თორემ ვივლიდი აფოთლილი.

მოკლედ დღეს აუცილებლად ვიყიდი!!!

მმმმ!!!! მიყვარს მარწყვიიი!!!!


Strawberry by ~ garrit

{ 2 comments }

</