Start a logo design competition for your business and receive 70 to 900 logos to choose from.
Logomyway.com has over 4000 professional logo designers from all over the world that will be competing to win your contest. Start now and receive logo concepts in just a few hours.
Logo Design Competition
ბლოგის ერთ-ერთი საუკეთესო დიზაინი.
ავტორები არიან ცოლ-ქმარი – რინი და ვენდი.
ძალიან მიყვარს ეს ბლოგი…
Rin-Wendy.com
გუშინ მე და კოტე მარშუტკით ვმგზავრობდით, მუსიკალური ინსტრუმენტების მაღაზიების მიმართულებით. ჩვენს უკან ორი გოგო იჯდა და საუბრობდნენ. ერთი მეორეს ეუბნება, “…ინგლისურ გუგლში ვეძებე და ვერ ვიპოვეო”, მეორემ ურჩია – “შენც ქართულ გუგლში მოძებნეო.”
რა დალევს ნუბებს
but that’s my advantage, right?
მუსიკალურ მაღაზიაში რა გვინდოდა? ჰეჰე, ელექტრონული გიტარა ვიყიდეთ!!! :jump: უძალიან მაგრესი
ანუ ახალი შვილი გვყავს ჩვენი მუსიკალური ინსტრუმენტების კოლექციაში. მაგრამ ეს შვილი განსაკუთრებული რამეა… დაახლოებით, 5 ბიჭი რომ გყავს და მეექვსე გოგო რომ გეყოლება, მაგას გავს

ჩვენს შოპ-ლისტში დარჩენილია: სრულად წაკითხვა →
რამდენი ლოგოები დამიგროვდა…
ახლა უკვე დავიბენი და აღარ ვიცი რომელი ამოვარჩიო…
წუხელ გაკეთებული გამოკითხვაც აზრს კარგავს, რადგან შესაძლო ვარიანტები ძალიან ძალიან ბევრია….
აქ იმიტომ ვპოსტავ შედარებით უკეთეს ვარიანტებს რომ თვალწინ მქონდეს ყველა ერთად და იქნებ რომელიმე ამოვარჩიო…
მოწონების მიხედვით მაქვს დალაგებული… ანუ ყველაზე მეტად 1 ნომერი მომწონს, შემდეგ მეორე და ა.შ. სრულად წაკითხვა →
მოგეხსენებათ, ვაგროვებ ლამაზ ვოლპეიპერებს.
დღეს უმაგრეს საიტს მივაგენი: Vladstudio.com
შესაძლოა ბევრმა უკვე იცის ამ საიტის არსებობა, მაგრამ ვინც არ იცოდით, აუცილებლად შედით და დაათვალიერეთ.
არ არსებობს, რომ მათი რომელიმე პროდუქტი მაინც არ მოგეწონოთ. ვოლპეიპერების გარდა აქვთ დესქტოპის საათები, პოსტკარდები და სხვა რაღაცეები.
ამჯერად ვოლპეიპერებზე შევჩერდები. ჯობს გაადიდოთ სათითაოდ, რომ მთელი სილამაზე და ხარისხი შეიგრძნოთ
[ყველა ფაილი ატვირთულია Sweet.ge-ს სერვერზე. რა მაგარია 150 GB ჰოსტი
]
Art-იდეა
არის!
არტ-იდეამ დღის სინათლე, ახალი დომენი და ახალი დიზაინი იხილა 7 თვიანი პაუზის შემდეგ.
ყველას მოგიწოდებთ სასწრაფოდ შეამოწმოთ http://artidea.ge
ძველ მომხმარებლებს შეუძლიათ პაროლი იმეილით აღადგინონ, თუ არადა თავიდან დარეგდით
ტექნიკური უზრუნველყოფა, დიზაინი, თარგმანი და ყველა ის ”ფინტიკლუშკა”, რაც თვალს მოგტაცებთ ჩემი გაკეთებულია.
დოდკა ყოველ შაბათს ისევ შემოგთავაზებთ ახალ-ახალ თემებს და მოკლედ ყველაფერი ძველებურად იქნება.
ისიამოვნეთ!


ჩვენი ნაძვის ხე
ჯერ დაუმთავრებელია. დეტალები აკლია მაგრამ ძალიან ლამაზია…
2 ფერში მოვრთეთ ჩემი გამოისობით.
არ მევასება საბჭოთა კავშირის დროინდელი წვიმებით და ჭრელი სათამაშოებით მორთული აზერბაიჯანულ ფერებში მორთული ნაძვისხეები.
ევროპულს ვაწვები უფრო.
* * *
ლოლა ისეთ მაგარ საჩუქარს შემპირდა საახალწლოდ :jump: ამაზონიდან წიგნი უნდა გამომიწეროს :jump:
მე რა ვაჩუქო?
რამე განსაკუთრებულს მოვიფიქრებ
უფრო სწორად უკვე მოფიქრებული მაქვს მაგრამ ყველაფერს ხომ არ დავწერ?
* * *
მთელი დღეა ლასტ.ფმ-ის რადიოს ვუსმენ. ძალიან მაგარი რამეა. ჟანრს აირჩევ და მოდის თავისით სიმღერები. იმდენი კაი სიმღერა ვიპოვე
მაგალითად ეს:
Gabriella Cilmi – Sweet About Me
* * *
კოწემ ბლოგვი გააკეთა. კოწეს ბლოგვი
ჩაამატეთ რა ლინკებში. დღეს დაწერს ალბათ პირველ პოსტს.
* * *
დაბადების დღე გავმაზე.
ვერც მივულოცე, საშუალება არ მომეცა… ვწუხვარ მაგის გამო.
არადა 2 კვირის წინ ისეთ გეგმებს ვაწყობდი მის დაბადების დღესთან დაკავშირებით, რომ მახსენდება, მეტირება…
ამას წინათ ახალ ფილმს ვუყურე: Mamma Mia!
მიუზიკლია Abba-ს შემოქმედებაზე. ძალიან მაგრად გადაღებული! მერილ სტრიპი და პირს ბროსნანი მთავარ როლებში.
პირველივე კადრებზე ვიფიქრე რომ მოეწონებოდა და პიემში გავუგზავნე ლინკი. მერე ვუყურებო… ნეტა უყურა ან მოეწონა? :mo:
ბევრს ვლაპარაკობ კოტესთან და ვფიქრობ მის შესახებ. თუ არ ვიფიქრე ვერც გადავხარშავ… კოტემ მითხრა რომ არ მინდა დაივიწყო და დაიკიდოო, მინდა რომ გადალახოო…
მართალია… უნდა გადავლახო. დავიწყება = გაქცევას.
მაგრამ კიდევ ბევრ რამეს ვხვდები… და ბევრ რამესაც ვერ ვხვდები… მიზეზებს ვერ ვპოულობ.
სულ სხვა ადამიანი მეგონა. ასეთი რაღაც დამემართა: ალპინისტი მწევრვალის დასაპყრობად მიდის და ოცნებაში ისე გაერთობა რომ მწვერვალი ქვემოთ დარჩება და ჩამოვარდება…
ლოლას და დოდკას ნათქვამი ცალკეული ფრაზები მახსენდება ამ საკუთარ თავთან დისკუსიაში… არ ვეთანხმები და თავის მართლებას ვცდილობ, მაგრამ მწარედ კი მახსენდება…
Overreacting და Overestimating მქონდა 100%.
შორიდან ყურება ყოველთვის უფრო clear არის. ახლოდან თვალები გიელამდება და ფოკუსს ვეღარ ასწორებ.
არ ვამბობ რომ არ მტკივა, მაგრამ გული არა, უფრო თავი მტკივა ფიქრისგან.
პროსტა პირველ დღეებში ურთიერთობაც არ შემეძლო. დაბადების დღეზეც მაგიტომ ვერ მივედი. :vis:
I am sorry.
გზაჯვარედინი
ისევ გზას ვეძებ. გზის ძებნა მღლის. საით წავიდე?
დედაჩემმა გუშინ ისევ ჩამიკუკა კამპოტში ”შენ ნიჭი არა გაქვს”-ით.
დღეს ვოკალზე წასვლა დამეზარა. ხვალ მივალ დღეის ნაცვლად.
მარჯვენა თვალი მღალატობს. ოფთალმიჯში უნდა გავიდე ანალიზების ასაღებად, თუ თავი მოვაბი.
###-ს თუ არ ვნახავ ხვალ ან ზეგ, იქითა შაბათ-კვირამდე ვეღარ გავძლებ და დავიწყებ ყ^&ბების წერას ისევ. არ მომწონს ასეთი ჩემი თავი. უკვე ”###”-ზე გადავედი. ეს სიმპტომია გა#ლევების
ხოლო თავად გა#ლევება სიმპტომია პმსის ალბათ. ჯობს ისევ ყველაზე ქალურ მიზეზს დავაბრალო. ვოტ.
სამსახურში რაღაც შეხვედრები მაქვს იქითა კვირაში. ძაან მინდა ”იმ პროექტების” ხორცშესხმა, რასაც ვფიქრობ. გიორგი სადღაც მთაში წავიდა. Good Luck, G. სრულად წაკითხვა →
დიდი ხანია მინდა ამ ტუტორიალის დადება და ძლივს მოვიცალე.
ესე იგი, რაშია ახლა საქმე.
ვინც ბლოგსპოტის მომხმარებელია, ხშირად ცვლის დიზაინს, აქედან გამომდინარე ეკარგება ბევრი წვალებით დამატებული ვიჯეტი.
როგორ ავიცილოთ ეს თავიდან?
სრულად წაკითხვა →
რამე ასეთი…:ლოვე:
Jo Key-ს ბლოგზე წავაწყდი… რამე ასეთი მინდოდა კაკ-რაზ. ნეკრომანსული და თან სექსიმაზერფაქერი
Me Likeyyy!!!!
Update:
ამ ფოტოს ერქვა sorceress.jpg დავსერჩე გუგლში. ამოყარა და ამოყარა მაღაზიები.
ყველაზე იაფად იყიდება ამაზონზე. $40.
მამენტ დოლარის კურსი დაბალია და გამოდის ასე 60 ლარამდე. შეიძლება ბარამით ჩამოტანა. სხვა მაღაზიებში პოდ $60 ღირს.
Costume includes dress, hat, eye ball medallion and eye ball hand accessory. (Fishnet pantyhose not included).Dress: 100% Polyester.Hand Wash Cold Separately, Do Not Bleach, Line Dry, Cool Iron If Necessary, Do Not Dry Clean.
კომპლექტში შედის კაბა, ქუდი, გულზე რაც კიდია და ხელში რაც უჭირავს. ფეხსაცმელი და სტოქინგები არ შედის. მარა მე მაინც ჩექმა უნდა ჩავიცვა. ამ ფერის ჩექმა მაქვს მუაგარრი.
ვნახე ძალიან გადიდებული ფოტოც. მაგარი ვეშია…

დღეს პოლსკი გადმოვაბლოგერე. მისი ახალი მისამართი შეგიძლიათ ხილოთ აქ: http://umbabaraumba.blogspot.com/
დიზაინი და ჰედერი მე დავამუშავე როგორც ყოველთვის.
წარმატებული პოსტვა, პოლსკ!!!
პ.ს. ეს დიზაინი ისე მომწონს რომ მე თვითჴნ დავიყენებდი სხვისთვის რომ არ გამეკეთებინა იაია!!