Tag Archives: cosmopolitan

Pyjama party! That’s what i like

სვითისგან შემოთავაზების მიღების შემდეგ, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე, ჩემს ერთ-ერთ საყვარელ event-ზე დავწერო :)

Pyjama Party!

ვინც ვერ მიხვდა,ეს  არის მეგობრების შეკრება (ძირითადად გოგოების ;) )
და მთელი ღამის ერთად გატარება.  ერთხელ მაინც, ცხოვრებაში ყველა
ჩვენგანი იქნება ნამყოფი მსგავს “დევიშნიკზე”. თქვენი არ ვიცი,
და მე ძალიან მიყვარს ასეთი რაღაცეები. ამ დროს მე და მეგობრები, ვიკრიბებით,ვაკეთებთ საჭმელს, ვსვამთ(რადგან უკვე დიდი გოგოები ვართ:)),  ბევრს ვცეკვავთ(მეზობლების გულის გასახეთქად), ვჭორაობთ და რაც მთავარია, ვუყურებთ რომანტიულ მელოდრამებს!:)

ჩემი აზრით, ეს ელემენტი  მნიშვნელოვანია. ის დევიშნიკი,
რის დევიშნიკია, ყველამ ერთად თუ არ იტირეთ, ყველაზე
სენტიმენტალურ მომენტში?ძალიან ბევრი სასაცილო მომენტი მახსენდება, ამასთან დაკავშირებით. გქონიათ სიტუაცია, როდესაც აცრემლებული, მეგობრებს გადახედავთ
და უცებ ყველას სიცილი გიტყდებათ?ხო მაგარი გრძნობაა?)) ამ დროს, მახსენდება, ყბადაღებული “დოგმა”, რომ ბიჭები არ ტირიან.. რატომ მახსენდება? იმიტომ რომ, მეცოდებიან ხოლმე მამრები, ისინი ვერასოდეს გაიგებენ, რა მაგარია, რაღაც სულელურ ფილმებზე დაქალებთან ერთად ტირილი )) it’s so fun!..

კიდევ რამდენიმე დეტალი, რამაც შეიძლება გაახალისოს ასეთი ფართი. სხვა და სხვა სახის snack-ები:ჩიპსები,კრეკერები,პოპკორნი,მზესუმზირა + ბევრი უალკოჰოლო და ალკოჰოლური სასმელი:კოლა,წვენი,ნემიროვი და ა.შ. ))..

რით შეიძლება გაერთო ამ დროს? პირველ რიგში,ერთმანეთთან ყოფნით და ჭორაობით ),ფილმები,make up შეჯიბრება,dressing contest და სურათების გადაღება,Cosmopolitan-ის ახალი ნომრის წაკითხვა, კარაოკე :), სხვა და სხვა თამაშები.. ბოლოს, გამთენიისას ჩაძინება, ადამიანებთან, რომლებიც ასე ძალიან გიყვარს ))

მოკლედ, ძალიან მიყვარს Pyjama Party-ები.. ))

ესეც, ერთ-ერთი რომანტიული და სევდიანი ანიმე, რომელსაც გირჩევთ მე პირადად: 5 centimeters per second

p.s. ესეც, სვითის, სულ ახლახანს დაწერილი პოსტი, რომელიც წერისას გამახსენდა: If we wanna rock – we rock!

3 გლამურნი სიახლე

ამას ქვია, ბედი მომეცი და თუ გინდა, სანაგვეზე დამაგდეო (თუ როგორაა ეგა?)

1. კიდევ ერთი ახალი სამსახური მაქვს :love:2908_74192234930_706119930_1543895_5955203_n

Tbilisi Open Air-ის ოფისმა დამიქირავა Community Manager-ად.

ვებსაიტის განახლება და კოორდინაცია, ბლოგის განახლება, სოციალური ქსელებში აქტივობები და ფორუმის მოდერაცია მევალება.

ამ ზაფხულში კიდევ რაღაც ფესტივალს გეგმავენ და იმაშიც ვიქნები ჩართული.

რაც ყველაზე მთავარია, შესაძლებლობა მექნება გავიცნო ისეთი კეთილი და ტკბილი ადამიანები, როგორიცაა მაგალითად აჩიკო გულედანი. :love:

2. კოსმოპოლიტენის ახალი ნომერი გამოვიდა!

დღეიდან ყველას შეგიძლიათ შეიძინოთ გაზეთების ჯიხურებში და წიგნის მაღაზიებში კოსმოპოლიტენის ამ თვის ნომერი, სადაც ჩემს მიერ მომზადებული 4 სტატიის წაკითხვას შეძლებთ.

გარდა ამისა, თქვენც გეძლევათ საშუალება, შემდეგ ნომერში საკუთარი სვეტი გქონდეთ!

განსაკუთრებით ბლოგერებს და მომავალ ჟურნალისტებს მინდა მივმართო:

თუ ოდესმე გიოცნებიათ კოსმოპოლიტენში ან მსგავს პრიალა ჟურნალში საკუთარი სვეტის ქონაზე, დღეიდან გეძლევათ ამის საშუალება. თემატიკა ამოუწურავი და შეუზღუდავია!

კონკურსის დაწვრილებითი პირობები ამ თვის ნომერში, რედაქტორის სვეტის გვერდით წერია!!!

3. ქართული კოსმოპოლიტენი 3 წლის გახდა!

ამ მოვლენასთან დაკავშირებით ხვალ (25 ივნისს) აკვაპარკში დიდი ივენტია დაგეგმილი, სადაც ყველა მსურველს შეუძლია დასწრება!

მოსაწვევის ფასი – 25 ლარია. სასურველია წამოიღოთ საცურაო კოსტუმები! ;)

ივენტი დაიწყება საღამოს 9 საათზე. იქნება ხილის ფურშეტი, ქართველი სელებრითები და ჯაან ტაკოი სიტუაციები :D

მოკლეეედ, ქალი სელებრითებში ვტრიალებ რაააა!!! :მიხარია და რა ვქნა:

cosmopolitan_bg_logo

Tweet-ers and more

ძაან დატვირთული დღეებია. 3 ახალი პროექტი დამემატა. სოციალურ მედია მარკეტინგში კონსულტაციებს ვუწევ. საქმეები კარგად მიდის. მაგრამ გამოვიფიტესავით. თან ძალიან მცხელა…

მაზეგ, 25-ში,  “ცხელი შოკოლადის” ახალი ნომერი უნდა გამოსულიყო, სადაც ჩვენზე (ბლოგერებზე) სპეც-პროექტი დაიბეჭდებოდა. წეღან გადავურეკე ერთ-ერთ ფოტოგრაფს და შემატყობინა, რომ ამ ნომერში ვერ ესწრება და იქითაში დაბეჭდავენო. გული დამწყდა :( ძაან ველოდებოდი ამ ნომერს :(((

მაგრამ იქითაში ხო დაიბეჭდება და მთავარია დაბეჭდონ რა!

კოსმოპოლიტენის ახალ ნომერში, ახლა რომელიც გამოვა დღე-დღეზე ჩემი 4 სტატია იქნება. შემდეგ ნომერში კი საერთოდ Cover Story მაქვს ჩაბარებული და თუ გამოიცნობთ ვისზე??? Continue reading

Social Cosmo

cosmopolitan_bg_logo

კოსმოპოლიტენმა ჩემი ხელშეწყობით დაიწყო სოციალური ქსელების მოცვა.

დაამატეთ თქვენს საყვარელ საიტებზე!!!

Facebook-ზე, Myspace-ზე და Twitter-ზე იხილავთ რეგულარულ განახლებებს, სხვადასხვა ინფორმაციას, კონკურსებს და ფოტოებს!

რაც შეეხება Flickr-ს – აქ დაიდება ჟურნალში გამოუქვეყნებელი ფოტოები (წიპა Uncut-ები :D )

Amazon-ზე კი Cosmopolitan-ის wishlist-ში იხილავთ Cosmo-ს ყოველ ნომერში  Shopping რუბრიკის ქვეშ გამოქვეყნებულ ნივთებს და ყველა კოსმო-გოგონასთვის საჭირო სხვადასხვა აქსესუარებს!

15hbcl3 2qib76e xlgqdj

34zlroz 11lip9f

P.S. სხვა რომელ საიტს მირჩევდით, რომ დავამატო კოსმოს სოციალურ პორტფელში??? ვფიქრობდი ქართულ სოციალურებზე – Face.ge, MyFace.ge და MyClass.ge ???

სამუშაო პროცესი

სტატია მაქვს კოსმოპოლიტენისთვის მოსამზადებელი და ხვალინდელი ბლოგკემპისთვის პრეზენტაცია გასაკეთებელი.
სტატიის ნახევარს გავცდი. პრეზენტაციასაც ახლა შევეჭიდები.
მეხმარებიან: კაპუჩინო – ჩემს საყვარელ ჭიქაში, მარწყვის ბანანისა და ნაყინის ნარევი, თინის მხარდაჭერა (რომელიც ასევე თავის საკუთარ პრეზენტაციას უჩხიკინებს).

სამუშაო პროცესის სიტკბოება

სამუშაო პროცესის სიტკბოება

როგორ მიყვარს ის საქმე რასაც ვაკეთებ!!!