Posts tagged as:

Cosmo

cosmopolitan_bg_logo

კოსმოპოლიტენმა ჩემი ხელშეწყობით დაიწყო სოციალური ქსელების მოცვა.

დაამატეთ თქვენს საყვარელ საიტებზე!!!

Facebook-ზე, Myspace-ზე და Twitter-ზე იხილავთ რეგულარულ განახლებებს, სხვადასხვა ინფორმაციას, კონკურსებს და ფოტოებს!

რაც შეეხება Flickr-ს – აქ დაიდება ჟურნალში გამოუქვეყნებელი ფოტოები (წიპა Uncut-ები :D )

Amazon-ზე კი Cosmopolitan-ის wishlist-ში იხილავთ Cosmo-ს ყოველ ნომერში  Shopping რუბრიკის ქვეშ გამოქვეყნებულ ნივთებს და ყველა კოსმო-გოგონასთვის საჭირო სხვადასხვა აქსესუარებს!

15hbcl3 2qib76e xlgqdj

34zlroz 11lip9f

P.S. სხვა რომელ საიტს მირჩევდით, რომ დავამატო კოსმოს სოციალურ პორტფელში??? ვფიქრობდი ქართულ სოციალურებზე – Face.ge, MyFace.ge და MyClass.ge ???

{ 5 comments }

სტატია მაქვს კოსმოპოლიტენისთვის მოსამზადებელი და ხვალინდელი ბლოგკემპისთვის პრეზენტაცია გასაკეთებელი.
სტატიის ნახევარს გავცდი. პრეზენტაციასაც ახლა შევეჭიდები.
მეხმარებიან: კაპუჩინო – ჩემს საყვარელ ჭიქაში, მარწყვის ბანანისა და ნაყინის ნარევი, თინის მხარდაჭერა (რომელიც ასევე თავის საკუთარ პრეზენტაციას უჩხიკინებს).

სამუშაო პროცესის სიტკბოება

სამუშაო პროცესის სიტკბოება

როგორ მიყვარს ის საქმე რასაც ვაკეთებ!!!

{ 19 comments }

ძალიან მაგარია ფოტოაპარატი. ხანდახან როცა არ მახსოვს რა ხდებოდა წინა დღეებში, კამერაში ვიყურები და გადაღებული ფოტოების მიხედვით ვიღდგენ სიტუაციებს :love:

კოსმოპოლიტენის რედაქციაში

რედაქცია

რედაქცია

სრულად წაკითხვა →

{ 10 comments }

2009 წლის რეზოლუცია რომ დავწერე, მესამე პუნქტად მეწერა “კოსმოში დავიწყებ მუშაობას”.

ჰოდა აღსრულდა ოცნება!

ერთი წლის ნაოცნებარი სამსახური მივიღე! ის რაც ამდენი ხანი მინდოდა, ვგეგმავდი, ვფიქრობდი…

შემიძლია ამაყად ვთქვა ხოლმე: მე ჟურნალ კოსმოპოლიტენში ვმუშაობ!

გუშინ ვიყავი, ასე ვთქვათ, გასაუბრებაზე. სინამდვილეში “გასაუბრება” ერთი წლის მანძილზე რედაქტორთან ვირტუალური მიმოწერით მიმდინარეობდა. პირველი მიმოწერა შარშან ივნისში შედგა და მას შემდეგ ძალიან ბევრმა რამემ შეგვიშალა ხელი ერთმანეთს შევხვედროდით, თუმცა გუშინ როგორც იქნა მივაღწიე კოსმოს ოფისში და ყურებამდე გაღიმებული ვიჯექი და ვუსმენდი staff-ის პოლემიკას უკანასკნელი პოლიტიკური ამბების შესახებ.

სამუშაო გრაფიკი ძაან თავისუფალი მაქვს. მარშუტკა 20 წუთში მიდის ოფისამდე.

ორშაბათიდან ვიწყებ მოკლედ კოსმო-დღიურების წერას და კიდე ძალიან ძალიან საინტერესო პროექტებს. ^_^

ჩემი პოზიცია რედაქტორის თანაშემწეობა იქნება. ზუსტად ისე, როგორც Anne Hathaway-ა ფილმში Devil Wears Prada.

ოღონდ ამ შემთხვევაში რედაქტორში გამიმართლა. :sweet:

Devil Wears Prada

Devil Wears Prada

{ 22 comments }

გაფრთხილება: ეს არის ძალიან გრძელი პოსტი ბევრი სურათებით!

დღეს10$ ჩამერიცხა PayPal-ზე. ხვალ კიდევ 10 უნდა ჩამერიცხოს წესით. :) თვის ბოლოს 20 $-ს ველოდები კიდევ. :) )

Dear Mari ********,
Lang Tech Corp just sent you money with PayPal.


Payment details

Amount: $10.00 USD
Transaction Date: Apr 2, 2009

უკვე შეიძლება ითქვას, რომ პირველი ბლოგერი ვარ, ვინც ბლოგინგიდან რეგულარულად იღებს შემოსავლებს :D

გუშინ Weekend.ge-დანაც ავიღე ჰონორარი (50 GEL). რომელიც საღამოს დაქალებთან ერთად კოსმოპოლიტენის წრუპვაში მივახარჯე. I am happy :user:

satc1პირველად გავსინჯე “კოსმოპოლიტენი”. მოტკბო მომწარო გემო და ვარდისფერი, გლამურნი ვიდი ჰქონდა. :user: გამისწორდა… ოცნებად მქონდა გადაქცეული.
ლოლამ დილით რომ დამირეკა დღეს საღამოს ბარში ვხვდებითო, ცოტა დავიზეთე. დედაჩემს ვიყავი შეპირებული გამოვალ და დავრჩები მეთქი, მაგრამ მერე ლოლა მეუბნება – “კოსმოპოლიტენი უნდა დავლიოთო” და ტვინში Alarm! Alarm! Alarm! სიგნალები ჩამერთო :D სრულად წაკითხვა →

{ 28 comments }

New Year Resolution 2009

by Sweety on 2 იანვარი, 2009 · 14 comments

in დღიური

წინა წლის რეზოლუცია ისეთი წარმატებული გამოდგა (შესრულების მხრივ) რომ წელსაც ვერ ვიკავებ თავს შედგენისგან, ტრადიციულად ბედობა დღეს, 2 იანვარს.

ამ პროცედურას, ანუ რეზოლუციის შედგენას ყოველთვის ატარებდა ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი – ბრიჯიტ ჯონსი, ოღონდ მერე ყოველთვის არღვევდა ყველა პუნქტს :D ვეცდები იგივე არ ჩავიდინო.

რას გავაკეთებ 2009 წელს:

  1. შევქმნი ქართულ ნორმალურ ბლოგ ჰოსტინგს და ბლოგებთან დაკავშირებულ ყველა იდეას განვახორციელებ.
  2. კოტეს დავეხმარები ბიზნესის დაწყებაში.
  3. კოსმოში დავიწყებ მუშაობას.
  4. კოტეს არ გავაბრაზებ! [არც დანარჩენებს :D კაი, ვხუმრობ :mo:]
  5. ვივარჯიშებ დილაობით და წონაში დავიკლებ. მიზანი: 58 კილოგრამი წლის ბოლოს. [ახლა ვარ 65-ის მიდამოებში]
  6. ვიყიდით ციფრულ ფოტოაპარატს!
  7. ვოკალურად გავიზრდები: მინიმუმ ერთი სიმღერის ჩაწერა, მაქსიმუმ ვარსკვალვების აკადემია
  8. სახლისთვის ავეჯს შევუკვეთავ: წიგნების თაროები, გარდერობი და სასტუმრო ოთახის მთელი მოწყობილობა მჭირდება [ფარდებიც].
  9. ბევრ ტანსაცმელებს ვიყიდი! [ეს აუცილებლად. არ მომწონს ის, რომ რაც ხელში მომხვდება იმას ვიცვამ სახლიდან გასვლის წინ თუ სადმე ”ისეთ” ადგილას არ მივდივარ.]
  10. ვიზუალიზაციის დაფას გავაკეთებ და ყოველდღე დავუთმობ 5 წუთს მედიტაციას. :)
  11. აუცილებლად წავალ დასასვენებლად სადმე უცხოეთში. თუ მაგის თავი არ მექნება საერთოდ არ წავლ. ესე იგი არ ვიმხარებ დასვენებას.
  12. ამ ყველაფრის 80% მაინც უნდა შევასრულო! ))))

{ 14 comments }

ამ ბოლო დროს თმის ხარისხი აშკარად გამიუმჯობესდა. ვატყობ რომ ყოველი დაბანის შემდებ უფრო და უფრო დამყოლი დება და პრიალა.

დავასკვენი რომ ეს კოტეს დედის გამოგზავნილი ბალზამის შედეგია. Dove-ს რაღაც ფორმულაა, რომელიც უკვე დაბანილ თმაზე, ნესტიანზე უნდა წაისვა და ასე გაიშრო. შამპუნსაც Dove-ს ვხმარობ და ალბათ ერთმანეთ უხდება. ფოტოებზეც კი აშკარა უკეთესობა მემჩნევა.

ეს არის თებერვალში გადაღებული ფოტო:

tmazv

ეს კიდევ გუშინდელი:

tma

აშკარად მეორე სურათის თმას უკეთესი ფაქტურა აქვს.

თან სრიალა და ბზინვარეა, მოკლედ ძალიან მომწონს…

გუშჳნ ჯენიმ კომპლიმენტი მითხრა, თმა რა მაგრად გაქვსო. არადა, უბრალოდ დავიბანე და გავიშრე… :ravi:

მარის უნდა ვთხოვო, რომ კიდევ გამომიგზავნოს ეგ ბალზამი! ძლივს რაღაც დამეტყო…

01092008473

{ 8 comments }

ვოიაჟი ისი-პარიში

by Sweety on 23 აგვისტო, 2008 · 2 comments

in შოპინგი

გამოცდები რომ ჩავაბარე და სწავლა დავამთავრე, ამის აღსანიშნავად, კოტეს დეიდა შემპირდა რამე საჩუქარს გიყიდიო, ოქროსო. მეთქი ოქრო არ მინდა. აბა რა გინდაო, კოსმეტიკა თქო ^^ კაიო.

კიდე მქონდა კოტეს დედის მოცემული ფული და ნუ მოკლედ…

  • XX by MEXX, Nice – დიდი ხანია მინდოდა ეს სუნამო. ასე 2 თვეა მგონი ვუტრიალებ. რაც გამოვიდა მას შემდეგ. ~ 3X GEL
  • Chanel – ტუჩის საცხი, ტესტერი როგორ კი დავინახე, მაშინვე შემიყვარდა. ვულევუში აღმოჩნდა, რომ არ ჰქონდათ ტესტერის მსგავსი ფერი და მერე მეც ჩემს საყვარელ ისი-პარიში წავედი ჭავჭავაძეზე. ძაან მაგრად ზის ტუჩზე. ~ 6X GEL
  • Estee Lauder-ის ტუში, ძალიან დახვეწილი დიზაინის კორპუსი აქვს ვერაფერს იტყვი, იმედია გამომადგება და თვალს არ გამიღიზიანებს. ~ 5X GEL
  • Lancome-ს კრემ პუდრა. ამის ფასს ნუ მკითხავთ. არასდროს, არასდროს არ ვიტყვი (ლილ, შენც არ გამცე) ახლა ვნანობ, რომ ვიყიდე :( ( იმიტომ რომ ძალიან ძვირი ღირდა :( (

23082008451

230820084522308200845523082008454 23082008456

{ 2 comments }

99% Cosmo

by Sweety on 16 ივლისი, 2008 · 6 comments

in დღიური

I’ve got Mail:

Me ukve vesaubre chvens marketingis samsaxurs shens shesaxeb, Ikneb shezlo zeg moxvide chventan redakciashi? dros damatebit shegatkobineb, shesazloa dagireko kidec. am etapze ubralod is mainteresebs, zeg dgis ganmavlobashi tu gecleba.

{ 6 comments }

მაკა მირცხულავა (იგივე კოსმოპოლიტენის რედაქტორი) არის ქალი დაცემა!
ქალი სუპერ-ბუპერ კოსმო!
ქალი თანამედროვედ ვაზროვნებ და ყველა კარი გამიღეთ!
ქალი დესანტი გადმოსხით – მოვდივარ!

იეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეს!!!!

მოკლედ რომ მოგიყვეთ კოსმოს შევთავაზე რაღაც იდეა და ხალისით მიიღეს და ახლა მარკეტინგის დეპარტამენტში გაარჩევენ და მერე იქნებ აააააააააააააა!

ძალიან დიდი მადლობა მაკას თბილი სიტყვებისთვის და გაგებისთვის!არც კი მოველოდი… განსაკუთრებით ამ სიტყვებისთვის:

gadasarevi gogo xar! namdvili Cosmo-gogona! :) moxibluli var shenit da zustad vici rom ramdenime celicadshi dzalian carmatebuli kali iknebi! da mashin shenze aucileblad davcert statias chvens rubrikashi – kariera! icode excluziuri uflebit unda gvasargeblo!:)

:ნეტა გამოვიდეეეს: :ნეტა: :ნეტა: :ნიჩვრიტები:

{ 11 comments }

</