რა უნდა აკეთო აგვისტოს ჩამკვდარ თვეში, როდესაც ყველა შენი ნაცნობ-მეგობარი გაკრეფილია ქალაქიდან?
უნდა დაელოდო სექტემბერს!
ხოდა მეც ველოდები.
ყოველ დღე ვდგები, ხელპირს ვიბან, ვსაუზმობ, კომპთან ვჯდები და მერე ველოდები და ველოდები.
მოსალოდნელი კი ბევრია. სრულად წაკითხვა →
გუშინ საღამოს ერთ ძალიან საინტერესო ჟურნალისტს შევხვდი.
ერთ საათიანი ინტერვიუ ჩავწერეთ
Famous Sweet.ge Coming Soon…
სწავლა, სწავლა და სწავლაო, ამბობდა ბილ კლინტონი!
ხვალიდან პიარისა და ბრენდინგის სტუდენტი ვხდები და 4 თვის განმავლობაში ვისტუდენტებ.
ცოტა რამ ჩემი სკოლის შესახებ:
LSPR 1992 წელს დაფუძნდა ლონდონში და მას შემდეგ მზარდი პოპულარობით სარგებლობს, როგორც დიდ ბრიტანეთში, ისე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. საქართველო მეთვრამეტე ქვეყანაა, სადაც London school of Public relation-ის წარმომადგენლობა გაიხსნა.
London School of Public Relations-ის თბილისის ოფისი მსმენელებს სთავაზობს კურსს:
An Integrated Approach to Public Relations for the 21st Century
კურსი მოიცავს კომპლექსურ მიდგომას ისეთი ტრადიციული თუ ინოვაციური საკითხების მიმართ, როგორებიცაა:
- ბრენდინგი [ეს საგანი იესემში გავლილი მაქვს და საშინაო დავალებების დაწერა მეზარებოდა ხოლმე. საბოლოოდ გამოცდა კი ჩავაბარე მაგრამ ნიშანი არ გამომივიდა და Fail-ზე დამსვეს. მაგრამ კრედიტი ჩამეთვალა. ხოდა ახლა კარგად უნდა ვისწავლო რომ გადავფარო ის Faili-ი. ერთადერთი მახინჯი Fail-ი მყავს ჩემს გაზინზილებულ დიპლომში. რა სირცხვილია...]
- ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები
- მიზნობრივი აუდიტორიის კვლევა
- კორპორატიული იდენტობა და იმიჯი
- ვირტუალური მარკეტინგი [რა საინტერესოა, ბლოგისთვის თუ გამოვიყენებ :user: ]
- მედიასთან ურთიერთობა
- სტრატეგიული ანალიზი და დაგეგმვა
- სპონსორობა და ივენთ-მენეჯმენტი
- ბიზნეს ეთიკა
- მედია ანალიზი, ბაზრის კვლევა
- e-PR და m-Commerce
- კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა
- ინვესტორებთან ურთიერთობა
- რისკების და კრიზისების მართვა
- რეპუტაციის მენეჯმენტი [წიპა "როგორ დავიცვათ თავი ანტი-სვითებისგან?"
]
50%-იანი დაფინანსება მოვიგე კომოპოლიტენის SMS კონკურსში!!!
ჭკუაზე არ ვარ!!! თანაც როგორც ხმები მოვიდა, ჩემთან ერთად თვითონ კოსმოს რედაქტორი გაივლის ამ კურსს. რა პატივია :user:
ხვალ საღამოს შვიდის ნახევარზე მაქვს პირველი ლექცია.
ბედის ნებიერი ვარ ნამდვილად… ალბათ იმიტომ რომ ჩემს აქტიურობას, ენთუზიაზმს და თავდაჯერებულობას საზღვარი არ აქვს
ლირიული გადახვევა: ერთი მეუბნებოდა, რომ ზედმეტად თავდაჯერებული და აქტიური ხარო, და ითრგუნებოდა ჩემგან. ხოდა აბა კარგად მიყუროს, ვინ არი ეხლა მაგარ პონტში აა?…
თქვენ რას ფიქრობთ, რატომ მიმართლებს ასე?
[ეს რიტორიკული შეკითხვაა და პასუხის გაცემა საჭირო არ არის
]
Princess in Bed
როგორ მიღიმის ცხოვრება…
დილით კოტემ გადამიღო ჯერ კიდევ მეძინა და საუზმე მომართვა საწოლში. საუზმესაც ხედავთ ფოტოზე და მძინარე მესაც
თვალი ძლივს გავახილე მაგრამ ბედნიერმა….
მთელი დღეც ეგრევე გაგრძელდა. კარგი ამინდიც იყო. მე და კოტე რაღაც კომერციულ პროექტს ჩავუჯექით და კარგა ხანს ვუჩიჩხინებდით.
მერე უცებ თინის მესიჯი მომივიდა:
მააარ, ნახე?! ჯეიდენმა დააკომენტა შენთაააან… ვაინმე გული ამიჩქარდა
ეგრევე შევვარდი ბლოგზე და გულის აჩქარება მაშინ უნდოდა. წინ და უკან დავხტოდი მთელს სახლში და ხმამაღლა ვყვიროდი: სრულად წაკითხვა →

ძალიან სპონტანურად გადავწყვიტე დავესწრო 2009 წლის ბარკემპს ბაქოში და ავიყოლიე ჩემი ქმარიც. :jump:
მარტო ჩემი ქმარი კი არა მგონი ყვავა და პიკოლინაც ავიყოლიე… თუ გამოვიდა ყველაფერი, რასაც ვგეგმავთ, ძალიან მხიარული მოგზაურობა გამოგვივა.
რაც მთავარია, ყველა ბლოგერს შეუძლია დაესწროს ბარკემპს ანუ შემოგვიერთდეს და ჩვენთან ერთად წამოვიდეს.
რა არის ბარკემპი?
იხილეთ სტატია ვიკიპედიაში – BarCamp
BarCamp Caspian is an International conference for Information Technologies, Internet and New Media specialists.
It is a part of global ‘BarCamp’ conference movement that is known for its’ open and constructive structure where everybody helps to organize and bring new ideas that make the context always new, interesting, helping and teaching.
The main idea of the BarCamp Caspian’09 is to promote and exchange the current developments that are driving the global Internet industry, new media projects and the working life of those who are scientifically or professionally occupied in this field of activity.
The conference will consist of simultaneous 4 sessions which include presentations, workshops, messages and discussions, will be held at once, each of them being 30 minutes long. More than 50 presentations will be held during the day. Participants are free to choose any sessions and topics to visit and make presentations about.
სრულად წაკითხვა →
Transition Online – მედიის განვითარების საერთაშორისო, არა-სამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ოპერაციებს აწარმოებს 29 პოსტ-საბჭოთა ქვეყანაში. სათაო ოფისი მდებარეობს პრაღაში (ჩეხეთი).
მათი მიზანია ამ ქვეყნებში ახალი მედიის პროფესიონალიზმის, დამოუკიდებლობისა და გავლენის გაუმჯობესება.
Transition Online Georgia კი არის მათი წარმომადგენლობა საქართველოში, რომელიც ორიენტირებულია საქართველოში ბლოგოსფეროს განვითარებაზე.
3 დღის წინ დამიკავშირდა Transition Online Georgia-ს წარმომადგენელი ჟურნალისტი და ინტერვიუ მთხოვა, როგორც Blog.ge-ს წარმომადგენელს და ბლოგინგის ექსპერტს (
).
ჩემი ინტერვიუ:
1. თქვენი აზრით როგორ არის საქარველოში ბლოგოსფერო განვითარებული?
- როგორც არ უნდა იყოს, სულ მალე უკეთესად იქნება.
სულ ასამდე აქტიური ბლოგის ჩამოთვლა შემიძლია და 90%-ს ე.წ. პირადი დღიურის კატეგორიაშია. თუმცა ზოგადად, მთელს მსოფლიოში ასეა, პირადი ბლოგები ძირითადი ბლოგოსფეროს 80-%-ს შეადგენს, რადგან ასეთი ტიპის ბლოგებს უფრო მეტი მკითხველი ჰყავს. დანარჩენი თემატური ბლოგების სეგმენტია.
თუმცა ერთი-ორი წლის წინანდელთან შედარებით ბლოგოსფერო ნამდვილად განვითარებულია. მაშინ სულ ათიოდე ბლოგერი არსებობდა, ვინც აქტიურად წერდა, თუნდაც კვირაში ერთხელ. ახლა კი დღეში დაახლოებით 50-70 ახალი პოსტი იწერება.
ამის მისაღწევად ბევრი ვიშრომეთ მე და ჩემმა მეგობრებმა. ვცდილობდით ფართო მასებისთვის აგვეხსნა, რას წარმოადგენდა ბლოგინგი და რამხელა პერსპექტივები ჰქონდა მას, როგორც მედიის საშუალებას.
სრულად წაკითხვა →
კორპორატიული ბლოგინგი ან პროფესიონალი, გამოცდილი ბლოგერის დაქირავება კომპანიის ოფიციალური ბლოგისთვის უცხოეთში ერთგვარ ტენდენციად არის ქცეული. საქართველოში კი ბლოგის რაობის შესახებ რაღაც მითები დადის, რომ ეს იგივეა რაც პიკზო.ქომი ან მაისფეისი და ა.შ.
სამი წლის წინ როცა ჩემი ბლოგის გავხსენი blogger.com-ზე, ნამდვილად ვერ წამოვიდგენდი თუ ეს საქმიანობა ჩემს ერთგვარ მეორე პროფესიად გადაიქცეოდა, თუმცა დღეს უკვე ყველაფრის წარმოდგენა შემიძლია.
ერთი კვირის წინ შემოთავაზება მივიღე კორპორატიული ბლოგერის პოზიციაზე.
გამოჩნდა ადამიანი ვისაც დიდი ხანია აწუხებდა ბლოგის იდეა, მაგრამ არ ჰყავდა შესაბამისი კონტენტ-მეიქერი. შენ იტყვი “ამის გაკეთებას რა უნდაო”, მაგრამ გაითვალისწინე, რომ თუ შენც ჩემსავით დიდი ხნის ბლოგერი ხართ და წერა ასე თუ ისე გეხერხება, შესაბამისად მარტივი, ყველასათვის გასაგებ ენაზე დაწერილი ტექსტის შექმნაც პრობლემას არ წარმოადგენს შენთვის (ყოველ შემთხვევაში ბლოგერების უმრავლესობისთვის). სრულად წაკითხვა →
დღეს იმ შეხვედრაზე ვიყავით მე, დოდკა და მროველი გუშინდელ პოსტში რომ ვახსენე.
ძალიან კმაყოფილი დავრჩი დამსწრეთა დაინტერესებით და პატარა იმედიც გამიჩნდა, რომ რაღაც შეიცვლება ბლოგოსფეროში.
მართალია, დღევანდელი შეხვედრა და იქ გამოთქმული მავანთა იდეებით ჩემი გაბედნიერება დეკემბერში ჩვენს (ანუ ბლოგერების) კინოსეანსზე დაპატიჟებას მაინც ვერ გადაფარავს, რადგან მაშინდელი კინოში მიპატიჟება პირველი სიყვარულივითაა, პირველი მერცხალია და მაინც განსაკუთრებულად მიყვარს, მაგრამ დღევანდლის შემდეგ ყველაფერი უკეთესობისკენ რომ შეიცვლება, ეგეც ფაქტია.
პირველ რიგში გეტყვით, რომ დეტალების დიდად გახმაურება არ მინდა/გვინდა, მაგრამ თუ პირობას მომცემთ, რომ ჩვენს შორის დარჩება “საიდუმლოდ გავამხელ”: საქმე ეხება ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტების გაბლოგერებას. იმ მომავალ ჟურნალისტებს, რომლებიც ხვალ და ზეგ წამყავნი ტელევიზიების ეკრანებზე გაიბრწყინებენ ან პოპულარული ჟურნალ-გაზეთების რედაქტორები და წარმომადგენლები გახდებიან.
დღევანდელი შეხვედრა სწორედ ამ ბავშვებთან იყო, დაახლოებით 10-მდე სტუდენტი დიდი ყურადღებით მოეკიდა ბლოგინგის არსს, დაინტერესდა და შეხვედრამაც მშვენივრად ჩაიარა.
შეხვედრას 2 ცნობილი სახეც ესწრებოდა… ^_^
მაგრამ ამაზე მერე ვისაუბროთ…
ხო?
წინა წლის რეზოლუცია ისეთი წარმატებული გამოდგა (შესრულების მხრივ) რომ წელსაც ვერ ვიკავებ თავს შედგენისგან, ტრადიციულად ბედობა დღეს, 2 იანვარს.
ამ პროცედურას, ანუ რეზოლუციის შედგენას ყოველთვის ატარებდა ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი – ბრიჯიტ ჯონსი, ოღონდ მერე ყოველთვის არღვევდა ყველა პუნქტს
ვეცდები იგივე არ ჩავიდინო.
რას გავაკეთებ 2009 წელს:
- შევქმნი ქართულ ნორმალურ ბლოგ ჰოსტინგს და ბლოგებთან დაკავშირებულ ყველა იდეას განვახორციელებ.
- კოტეს დავეხმარები ბიზნესის დაწყებაში.
- კოსმოში დავიწყებ მუშაობას.
- კოტეს არ გავაბრაზებ! [არც დანარჩენებს
კაი, ვხუმრობ :mo:]
- ვივარჯიშებ დილაობით და წონაში დავიკლებ. მიზანი: 58 კილოგრამი წლის ბოლოს. [ახლა ვარ 65-ის მიდამოებში]
- ვიყიდით ციფრულ ფოტოაპარატს!
- ვოკალურად გავიზრდები: მინიმუმ ერთი სიმღერის ჩაწერა, მაქსიმუმ ვარსკვალვების აკადემია
- სახლისთვის ავეჯს შევუკვეთავ: წიგნების თაროები, გარდერობი და სასტუმრო ოთახის მთელი მოწყობილობა მჭირდება [ფარდებიც].
- ბევრ ტანსაცმელებს ვიყიდი! [ეს აუცილებლად. არ მომწონს ის, რომ რაც ხელში მომხვდება იმას ვიცვამ სახლიდან გასვლის წინ თუ სადმე ”ისეთ” ადგილას არ მივდივარ.]
- ვიზუალიზაციის დაფას გავაკეთებ და ყოველდღე დავუთმობ 5 წუთს მედიტაციას.
- აუცილებლად წავალ დასასვენებლად სადმე უცხოეთში. თუ მაგის თავი არ მექნება საერთოდ არ წავლ. ესე იგი არ ვიმხარებ დასვენებას.
- ამ ყველაფრის 80% მაინც უნდა შევასრულო! ))))
რამდენიმე დღის წინ ნანუკას ბლოგზე წვაიკითხე პოსტი რომ სახლი ფენ შუის სტილში უნდა მოვაწყოო და დავინტერესდი რა იყო ფენ შუი. სიტყვა გაგონილი მქონდა მაგრამ ზუსტი მნიშვნელობა არ ვიცოდი.
დღეს ჩავატარე მცირე კვლევა და რაღაც e-წიგნიც გადმოვწერე ფენ შუის შესახებ. ისე ჩამითრია და გამიტაცა მეტი რომ არ შეიძლება.
აქვე: ვინმეს ქართულად თუ გაქვთ ფენ შუის შესახებ რამე წიგნი ან ბროშურა, სიამოვნებით ვითხოვებდი. :user:
მაშ ასე…
რა არის ფენ შუი?
ფენ შუი არის ძველი ჩინური ხელოვნება. სახელი ჩინურად ნიშნავს ”ქარი და წყალი”.
ქარსაც და წყალსაც უდიდესი ენერგია აქვს, რაც ჩვენს ცხოვრებას დადებითი აურით ავსებს. ფენ შუი თავისი ძირეული აზრით ნიშნავს ცხოვრების ძირითადი ელემენტების – ყველაფერი რაც გარს გვაკრავს ყოველდღიურად – მოწესრიგებას ოპტიმალური და ჰარმონიული ენერგიის (წყლისა და ჰაერის მსგავსი) ნაკადის შესაქმნელად.
ფენ შუი ძირითადად საცხოვრებელი და სამუშაო სივრცის მოწყობის ფორმულაა, თუმცა იგი ასევე იძლევა რჩევებს ცხოვრების წესის გასაუმჯობესებლად და სულიერი ჰარმონიის მისაღწევად.
ისე დავინტერესდი, რომ ბლოგზე დავიწყებ სხვადასხვა საინტერესო სტატიების გადმოქართულებას ფენ შუის შესახებ, რასაც ინტერნეტში ძრომიალისას წავაწყდები. მოდით დღეს ზოგადი აურის გასაწმენდი რჩევებით დავკმაყოფილდეთ:
- ღრმად ჩაიხედეთ საკუთარ გულში და არ შეგეშინდეთ ამის! ეს ერთადერთი გზაა განავითაროთ და შეცვალოთ საკუთარი თავი. იყავით საკუთარ თავთან მართალი – თქვენ იმსახურებთ სიმართლეს და დაფასებას.
- გაშალეთ ხელისგულები, დახუჭეთ თვალები და გაიწოდეთ ხელები მაღლა, თითქოს ელით რომ ვიღაცამ უნდა აგწიოთ და გულში ჩაგიკრათ. ეს საჭიროა იმისთვის, რომ სული გააერთიანოთ სამყაროსთან (ჩემს წინა პოსტს მაგონებს ეს ფრაზა)
- წარმოიდგინეთ თქვენი გულიდან, ფილტვებიდან და ხელისგულებიდა გამოსხივებული ენერგია და ეს ენერგია ეხება ყველაფერს რაც გზად შეხვდება.
- განასხივეთ ენერგია თქვენი სხეულიდან, გაგზავნეთ იგი სამყაროს ყველაზე მიუწვდომელ ადგილებში
- ხმამაღლა გაიმეორეთ მანტრა: ”მე მზად ვარ ნებისმიერი სახის დადებითი ცვლილებისკენ”
შემდეგი პოსტი ამ თემაზე იქნება ფერების მნიშვნელობა ფენ შუის მიხედვით.
პ.ს. ხვალ ვაპირებ სახლის კარგად დალაგებას და ფენ შუის პრინციპების განხორცილებას.
by Sweety on 2 ნოემბერი, 2008 · 3 comments
in უკატეგორიო
ახალი ვორდპრესი დაიდო!
ჩამოვტვირთე და დავაინტალირე! პრელესწ!
ინტერფეისი აქვს სასტაული :Jump:

წინა ინტერფეისი დიდად არ მომწონდა სიმართლე რომ ვთქვა!
მოკლედ ვორდპრესის მომხმარებლებს ვურჩევ ამ ბეტას.
ბაგები ჯერ არ აღმომიჩენია
10 ნოემბერს გამოვა სრული ვერსია!
> ჩამოტვირთვა <