Madonna – My Hero

მოწვეული ბლოგერი – Presfish

მსოფლიოში ყოველთვის არსებობდნენ ისეთი ადამიანები რომლებიც “იწყებდნენ” გარკვეულ ეპოქას,მათ გზაზე უამრავი ადამიანი დგებოდა თუმდაც ამიტომაც უნდა ვაღიაროთ ეს ადამიანები.მაგალითად: “The Beatles” რომელმაც რამოდენიმე მუსიკალური სტილი განავითარა და შექმნა, Bill Gates რომელმაც “Microsoft” შექმნა და ინტერნეტ სივრცეს მისცა ფართო გაქანება ამ ადამიანების სიას რაღათქმაუნდა მიუკუთვნება უდიდესი მრავალგზის აღიარებული ყველასათვის ცნობილი სკანადალური მომღერალი,მსახიოი და საზოგადო მოღვაწე, პოპის დედოფალი მადონა!

(მადონა, სრული სახელი: მადონა ლუიზა ჩიკონე დაიბადა 16 აგვისტს, 1958 წელს)

ასეთ ადამინებს ჰქონდათ რთული გზა რომლებიც წარმატებულათ გაიარეს და დღეს ისინი ჩვენთვის მისაბაძნი და სატაყვანო გმირები არიან.

ზოგადად მადონაზე მინდა ვისაუბრო და მისი წარმატების ფორმულები განვიხილო და გარკვეულ სეგმენტებად განვაზოგადო.

მადონა დაიბადა ბეი სითიში(ა.შ.შ). გოგონა კათოლიკურ ოჯახში აღიზარდა. მადონას დედა 1963 წლის 1 დეკემბერს, 30 წლის ასაკში მკერდის კიბოთი გარდაიცვალა. მოგვიანებით,მამამისმა ცოლად ოჯახის მოახლე-ჯოან გუსტაფსონი შეირთო და ერთად მათ კიდევ ორი შვილი შეეძინათ.

მადონამ მკაცრი მამის დაყოლიება მოახერხა და მან ბალეტის გაკვეთილებზე სიარულის ნებართვა მიიღო. მის ბალეტის მასწავლებელს მადონა გეი-დისკოთეკებზე გამოყავდა.პარალელურად,იგი როჩესტერის ადამსის სახელობის სკოლაში სწავლობდა, სადაც იგი სანიმუშო ფრიადოსანი იყო.

პირველივე კურსიდან მადონამ უნივერსიტეტი მიატოვა და 1978 წელს ნიუ იორკში მოცეკვავის კარიერის გასაგრძელებლად გაემგზავრა.

მან თავიდანვე დაისახა მიზნად რომ იგი არტისტის კარიერას შეიქმნიდა,აქედან გამომდინარე ჩანს რომ მიზნის მისაღწევად ბოლო სისხლის წვეთამდე უნდა იბრძოლო,უმთავრესი-ფსიქოლოგიურად უნდა განეწყო იმისთვის რომ შენ ფინიშამდე მიხვალ,რომ შენ აუცილებლად მიაღწევ მიზანს ასეთი განწყობით ძალაუნებურად ყველაფერ საუკეთესოს მოიზიდავ და გზას უფრო ნათლად დაინახავ როგორც შავს ისევე თეთრს რადგან ფერების გარჩევის უნარი ერთი ორად გაგიძლიერდება.

როდესაც მადონა ნიუ იორკში კარიერის გასაგრძელებლად გაემგზავრა მაშინ გაიხსნა მისი გზა მსოფლიო სცენამდე თუმცაღა მსოფლიო სცენაზე ასვლამდე შეხვდა ძალიან ბევრი დაბრკოლება რის მიუხედავაც არ დაცემულა არამედ პირიქითაც მის ცხოვრებაზე ყოველთვის გულღიად საუბრობდა და არასდროს ცხვენოდა თავის წარსულის,ეს მის კომენტარებშიც ნათლად აისახება:

“როცა ნიუ-იორკში აღმოვჩნდი,პირველად ვიმგზავრე თვითმფრინავით,პირველად გავაჩერე ტაქსი, ყველაფერი პირველად ხდებოდა.აქ ჩამოსულს, ჯიბეში მხოლოდ 35 დოლარი მქონდა. ეს ჩემი ყველაზე გაბედული საქციელი იყო.”

მისთვის არ არსებობდა თავის ძირს დახრა ყოველთვის თავ აწეული მიემართებოდა წარმატებისაკენ.

სიღატაკის პერიოდში არ დარიდებია შავ სამუშაოზე მუშაობას,შიშველი პოზიორობას.

მას ასე თუ ისე შეიძლება ითქვას რომ ბინძური ცხოვრება ქონდა,თუმცა მან იცოდა რომ მისი კარიერისთვის ყველაფერზე უნდა წასულიყავი და მიზნისთვის ყველანაირი სიბინძურე ჩაედინა,ეს მისთვის არ იყო ადვილი ისევე როგორც ნებისმიერი ადამიანისთვის. მან იცოდა რომ მისი მიზანი ითვალისწინებდა ყველაფერ ბინძურს თუნდაც რელიგიის შებილწვას- მკრეხელობას,მეძავეობას,შავ სამუშაოს თუ სხვა. Continue reading Madonna – My Hero

დაამარცხე ბლოგერი

გუშინწინ პირველად ვუყურე გადაცემას “დაამარცხე ვარსკვლავი” და თუ გავითვალისწინებთ, რომ ტელევიზორს ძალიან იშვიათად ვუყურებ, შეიძლება ითქვას, რომ ამ შოუმ მართლა ჩამითრია.

მერე უცებ თავში გამიელვა, რა მოხდებოდა მსგავსი შეჯიბრი ქართველ ვარსკვლავებთან “ჩვეულებრივ მოკვდავებს” კი არა, ჩვენს საყვარელ ქართველ ბლოგერებს რომ გაემართათ. ჩემს იდეაზე მე თვითონვე გამეღიმა და უცებ ჩამოვწერე რამოდენიმე წყვილი, თუ რომელი ბლოგერი რომელ ვარსკვლავს შეერკინებოდა.

ხოლო ვინ ვის დაამარცხებდა, ამის გამოვლენა თქვენთვის მომინდვია! Continue reading დაამარცხე ბლოგერი

“ოცნების ქალაქი” – პრემიერა

ამ დღეს ვიყავი ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი. მიყვარს, ბლოგერები რომ იცინიან!

ფილმი იმდენად მომეწონა, რომ არ მეგონა, არ მოველოდი ასე თუ შეიძლებოდა ქართული ფილმი მომწონებოდა…

ერთადერთი შეკითხვა მაქვს:

თქვენ თუ ნახეთ და მოგეწონათ თუ არა?

გაბო და ნასტასია
გაბო და ნასტასია
დიანა
დიანა
გაბო და ლანდიშა
გაბო და ლანდიშა
გაოცებული ნასტასია
გაოცებული ნასტასია
მარო და ზურიუსი
მარო და ზურიუსი
ზურიუსი
ზურიუსი
zur.ge
zur.ge
აჩიკო სოლოღაშვილი და ნანკა კალატოზიშვილი
აჩიკო სოლოღაშვილი და ნანკა კალატოზიშვილი

აჩიკო სოლოღაშვილი და ნანკა კალატოზიშვილი

აჩიკო სოლოღაშვილი და ნანკა კალატოზიშვილი

დე-დააა!
დე-დააა!
გიგი - "მგზავრები"
გიგი - "მგზავრები"

დუეტი "ჯორჯია"
დუეტი "ჯორჯია"
ისევ დუეტი "ჯორჯია"
ისევ დუეტი "ჯორჯია"
დაგცხათ?
დაგცხათ?
შორენა ბეგაშვილი შვილთან ერთად
შორენა ბეგაშვილი შვილთან ერთად
ნანკა
ნანკა
ისევ გიგი
ისევ გიგი
სოფო ხალვაში ჩუმად მიიპარება
სოფო ხალვაში ჩუმად მიიპარება

ბლოგერები
ბლოგერები
ისევ ბლოგერები
ისევ ბლოგერები
რა ლამაზია ეს ოხერი! <3
რა ლამაზია ეს ოხერი! <3
ლილიანი
ლილიანი
ნანკა კალატოზიშვილი & Sweet
ნანკა კალატოზიშვილი & Sweet

ნიჭიერი 2027 – მეჩვიდმეტე სეზონი

ყველა ბლოგერს მოგეხსენებათ, ახალი რეალური შოუ “ნიჭიერი” ბლოგერებს რომ ეძებს. თქვენს შორის ალბათ ბევრმა დაწერა საკონკურსო პოსტი და ზოგიერთი მათგანის წაკითხვაც უკვე მოვასწარი.

საკონკურსო ნაწერებმა საგონებელში ჩამაგდო. ვერ გადავწყვიტე, რომელი შოუ ამერჩია განსახილველად, რადგან ასე მგონია თითქოს უკვე საკითხი მაქსიმალურად ამოიწურა. ამიტომაც შევეცადე სიტუაციისთვის ცოტა იუმორით და ფანტაზიის მოშველიებით შემეხედა.

იმედია, ჟიური ამ პოსტს სარკაზმად არ აღიქვამს და ღირსეულად შეაფასებს, სხვა ბლოგერების ნაშრომების გვერდით.

***

მოგესალმებით ძვირფასო GurjTube-მაყურებლებო! ეთერში ისევ და ისევ თქვენი საყვარელი შოუ – “ნიჭიერია”!

მოგეხსენებათ აგერ უკვე ჩვიდმეტი წელია, სუპერ რეალური და სუპერ გასართობი შოუ “ნიჭიერი” წარმატებით იპყრობს თქვენს ცისფერ GurjTube-ეკრანებს და გულებს.

ამიტომაც, ამ ბლოგზე ჩვენს მეჩვიდმეტე სეზონს გახსნილად ვაცხადებ! არ დაგავიწყდეთ RSS-ის გამოწერა უახლესი კულუარული ინფორმაციის მისაღებად პირდაპირ შოუს კულისებიდან.

წარმოგიდგენთ ჩვენს წლევანდელ მონაწილეებს!

ჯუჯუ ჯიშკარიანი

ჯუჯუ ვ სწილე ქერი ბრედშოუ
ჯუჯუ ვ სწილე ქერი ბრედშოუ

აზიატი ტრანსსექსუალი.

ოსტატურად ასრულებს ძველი თაობის ისეთ ცნობილ ჰიტებს, როგორიცაა “ნასკი გამხადე ქალო”, “ამ სიყვარულში ჩავიწვები” და “სამი დალიე, შეგერგება”. Continue reading ნიჭიერი 2027 – მეჩვიდმეტე სეზონი

სექსუალური რევოლუცია და ღამე შორენასთან

არ ვიცი თქვენ რას ფიქრობთ ამ თემაზე, მაგრამ მე Youtube-ზე ვნახე შორენა ბეგაშვილის გადაცემა (“ღამე შორენასთან”) და უნდა ვთქვა, რომ საკმაოდ მომეწონა!

შორენა ბეგაშვილი
შორენა ბეგაშვილი

ჩემი სიმპათიის ცოტაოდენი მიზეზები:

პირველ რიგში, წამყვანი ძალიან ლამაზი და მიმზიდველი ქალია. მომაჯადოვებელი ღიმილით. რითაც გარანტირებული აქვს უამრავი მამრობითი სქესის მაყურებლის გულის მოგება.

ის ასევე ძალიან კარგად მეტყველებს. არ აქვს არცერთი ლაფსუსი დიქციაში, არც სიტყვები ეშლება, არც ხელებს იქნევს უაზროდ. თავი კარგად უჭირავს. მოძრაობები ისეთი, როგორიც გადაცემას შეეფერება. (გაგეცინებათ და თითქმის არისტოკრატულიც!)

თემა დამუშავებულია. მართალია, პირველ გადაცემას ეს დიდად არ ეტყობოდა (თემა კარგად არ გაშალეს!), მაგრამ იმედია მომავალში შეეტყობა. საიდანღაც ხომ უნდა დაეწყოთ. Continue reading სექსუალური რევოლუცია და ღამე შორენასთან