რატომ მიყვარს ისეთი საქმეების წამოწყება, რითაც მგონია, რომ სამყაროს ცოტათი მაინც შევცვლი?
იჯექი რა შენს ადგილზე…
სულ, სულ, სულ რაღაცის შეცვლას ვცდილობ…
არაფერს არასდროს ვეგუები…
ეტყობა არსებული გარემო ძალიან მზღუდავს და მინდა ყველაფერი სხვანაირად იყოს…
აი, თუნდაც ამ პოსტში რაც დავწერე, ქორწილების ბიზნესის დაწყება გვინდოდა მე და ჩემს დაქალებს. სხვა იდეებიც გვქონდა, უფრო ბანალურები, მაგრამ მე ამაზე ჩავიციკლე (და კიდევ ერთზე, რომელსაც ბევრი ფული რომ გვექნება, მაშინ განვახორციელებთ).
არადა, საქართველოში ასეთი ბიზნესის წარმატება მთელი რიგი აზროვნები, მენტალიტეტის და წეს ჩვეულებების შეცვლას გულისხმობს.
მე კიდევ არ მინდა გავხსნა რესტორანი (სიტყვაზე) და ვუყურო ქართველი ღიპიანი ბიძების გრიალს, ანუ იმას რაც მეზიზღება, თუნდაც ამაში ბევრი ფული გადამიხადონ. მირჩევნია ნაკლები ფული მქონდეს და რაღაც ისეთი გავაკეთო, რაც სიამოვნებასაც მომანიჭებს და ცოტათი მაინც შეცვლის გარემოს. ისეთად გარდაქმნის, როგორშიც მე ვისურვებდი ყოფნას.
აი, ასეთი ვარ რა…
და თქვენ როგორ ფიქრობთ?
რას აირჩევდით? საქმეს, რომელიც შეცვლიდა სამყაროს თუ ბანალურ ერთფეროვნებას?
P.S. აჰათ, სიმღერა განწობის შესაბამისად
{ 7 comments }






