Tag Archives: blogroll.ge

ფილმის სპეციალური ჩვენება – ბლოგერებისთვის!

კვირას, 27 დეკემბერს გაიმართება ახალი ფილმის “რაც ყველაზე ძალიან გიყვარს 2” სპეციალური ჩვენება ბლოგერებისთვის. კინოთეატრ ამირანში ონლაინ-ჟურნალისტის სტატუსით მიწვეული იქნებიან ქართველი ბლოგერები.

ჩვენებაზე დასასწრებად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია 26 დეკემბრის ჩათვლით, ამ ფორმის საშუალებით.

თუ თქვენ მოხვდებით მიწვეულთა შორის, ჩვენების წინა დღეს ელფოსტაზე მიიღებთ შეტყობინებას და დამატებით ინსტრუქციებს.

მონაწილეობის მისაღებად თქვენი ბლოგი დარეგისტრირებული უნდა იყოს blogroll.ge-ზე 2009 წლის 23 დეკემბრამდე!

კელტროპებთან…

ბოლო დროს ბევრი რაღაც მოხდა:

blogroll.ge გაეშვა და წარმატებით მუშაობს.

ჩემი ბლოგის დღიური უნიკალური ვიზიტორების რაოდენობამ 500-ს გადააჭარბა.

უკვე მესამედ, აზიური ბლოგოსფეროს საუკეთესო ბლოგის ჯილდო სიაშუემ მიიღო.

ახალი სამსახური მაქვს – სხვათაშორის ძალიან საინტერესო (თუ მოვიცალე დავწერ მაგაზეც მერე). ორშაბათიდან ვიწყებ სიარულს.

ერთ ჩემს თანამშრომელს თურმე „ჩემთან კონტაქტი არ შეუძლია“ და საშინელ რაღაცეებს ლაპარაკობს ჩემზე. თუ თმით თრევას გადამირჩა, ღვთის რისხვას მაინც ვერ გადაურჩება.

რუსთავი 2-დან დამიკავშირდნენ, რაღაც რეალითი შოუში სჭირდებათ ხალხი. იმედია აქედან რაღაც გამოვა. (მომწერეს, ნუ ნერვიულობ, მარინა ბერიძე მანდ არ იქნებაო… :D )

თუთბერიძემ პატრიარქის მიმდევრები გაანაწყენა. პატრიარქის მიმდევრებმა კი თუთბერიძე კოცონზე დაწვეს.

ჩემს ერთ ნაცნობს თურმე ქმარი ღალატობს. არადა რა შეხმატკბილებული წყვილი მეგონა… მძაგს თვალთმაქცი და მოღალატე ხალხი!

მე კი კელტროპებმა მომიტაცეს… :D

ამის შესახებ წინა პოსტში ზურიუსმა და თინიმ უკვე დაწერეს.

მე კი ჩემის მხრივ დამავატებ იმას, რომ კელტროპები კარგად მკვებავდნენ და არც ნასკებ მახდევინებდნენ სიმთვრალეში. მათ მიერ ჩემი გატაცების მიზანი და მიზეზი უცნობია.

ერთი ეს იყო, ტუალეტი ჰქონდათ ჭალის გადაღმა და ღამით გასვლა ძალიან მეზარებოდა…

იქ ყოფნისას მივხვდი სამ რამეს:

  • ინტერნეტის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია – ამიტომ გადავწყვიტე ლეპტოპისთვის “ყველგანმავალი” ინტერნეტის მოდემი ვიყიდო. თუმცა, ვაღიარებ, 5 დღის განმავლობაში უინტერნეტოდ, უტელეფონოდ და უტელევიზოროდ ყოფნისას დავწერე უამრავი პროექტის გეგმა – ამ სამი კომპონენტიდან ერთ-ერთის არსებობის შემთხვევაში არცერთ პროექტს დღის სინათლე არ ეღირსებოდა.
  • ლეპტოპში ყოველთვის უნდა გქონდეს რამე გასართობი – მაგალითად რამდენიმე დღის სამყოფი ფილმები, სერიალი ან უკიდურეს შემთხვევაში დაინსტალირებული ფოტოშოპი. იქ ყოფნისას გადავიღე უამრავი ფოტოსურათი, მაგრამ რომ მახსენდება მათი გადატანა კომპიუტერში, ვნატრობ, ნეტა არ გადამეღო. ფოტოშოპი რომ მქონოდა, ლეპტოპშივე გავამზადებდი საბლოგედ…
  • ძალიან მომენატრა ბლოგი – პოსტების წერა და კითხვა, ბლოგოსფეროზე დაკვირვება, ახალი ბლოგების აღმოჩენა, კომენტარების დატოვება, და რაც მთავარია, თქვენი – მკითხველების მიერ გამოთქმული აზრები ჩემს თითოეულ პოსტზე. ეს ყველაფერი იმაზე მეტად მყვარებია, ვიდრე ოდესმე ვიფიქრებდი!

P.S. Facebook-ზე ბლოგის გვერდის მისამართი გავაოფიციალურე და ამიერიდან შეგიძლიათ შემომიერთდეთ აქ: facebook.com/sweet.ge

ერთი საინტერესო feature-ც დაემატა თუ მობილურიდან გააგზავნით SMS-ს ნომერზე 32665 ტექსტით “fan Sweet.ge” ავტომატურად შემოუერთდებით ამ გვერდს :D

Blogroll.ge – ბეტა

გილოცავთ ყველას! ეს დღეც დადგა.

ჩვენმა შრომამ უკვალოდ არ ჩაიარა. ბლოგროლ.გე-ს ბეტა ვერსია გაშვებულია და ჯერ-ჯერობით მყარად მუშაობს!

შეგიძლიათ ყველა დარეგისტრირდეთ და დაამატოთ თქვენი ბლოგები.

უკვე შეგიძლიათ ჩემი ბლოგის დაფავორიტება/შეფასება/კომენტირება: Sweet Blog

ასევე ნებისმიერი სხვა ბლოგის მოძებნა, რომელსაც აქტიურად კითხულობთ და გსურთ განახლებები ავტომატურად მოგივიდეთ.

მოგიწოდებთ ისარგებლოთ შეფასების სისტემით.

მე უკვე ჩამოვიარე ჩემი საყვარელი ბლოგები.

დანარჩენებსაც გელოდებით!

დახმარების ფორუმი & დისკუსიები

თვით – Blogroll.ge

blogroll.ge

ფოტოაპარატში არცერთი ახალი სურათი არ მაქვს. ნეტავ რას ვაკეთებდი? o_O

ახ გამახსენდა.

blogroll.ge-სთვის ტუტორიალებს ვამუშავებდი.

25-ში უნდა გაგვეშვა მაგრამ საიტი მზად არ იყო. wtf? დედლაინები ამხანაგებო :(

წუთი-წუთზე ველოდები როდის შემატყობინებენ რომ ვუშვებთ.

გიჟივით ვარეფრეშებ ყოველდღე იქნებ გამოჩნდეს :(

4-5 ტუტორიალი მოვამზადე. ახლა კიდევ ვმუშაობ…

ბლოგსპოტის მომხმარებლებო!

იქნებ დამეხმაროთ და მითხრათ რის შესახებ გსურთ ტუტორიალები იხილოთ blogroll.ge-ზე.

გაიხსენეთ როდესაც ახლები იყავით რა შეკითხვები გებადებოდათ და მომწერეთ კომენტარებში.

ძირითადი ტუტორიალები გავაკეთე და ახლა ისევ ვფიქრობ თემებზე.

ასევე შეგიძლიათ მომაწოდოთ თქვენი დაწერილი ტუტორიალები (კიკიტო! სად ხარ?) და მათაც გადავამუშავებ და დავდებ.

blogroll.ge-ს ტუტორიალების ბანკი ყველაზე დიდი იქნება ბლოგოსფეროში.

* * *

პარიკის გამყიდველმა ფული დამიბრუნა. ვაშა!