Tag Archives: blogging

Too much love will kill me

Awww, ძალიან მინდოდა გრძელი პოსტის დაწერა. უფრო სწორად დაწერილი მაქვს ნახევარი და ხვალ დღისით ალბათ დავასრულებ.

კიდე მაქვს რაღაც დიდი პრობლემები, მაგრამ ყველაფერი როცა მოგვარდება, მერე დავწერ… ახლა არ მინდა არაფრის წერა, არც თქვენი დაგრუზვა. მინდა რომ მხოლოდ პოზიტივზე ვიყო ორიენტირებული. ყველაფერი მოგვარდება! :)

რაღაც random stuff-ს ვყრი პოსტში draft-ებიდან და facebook-იდან. სორრი…

* * *

გუშინ Too much love will kill you-ს ვმღეროდი კარაოკეზე, ცოტა სხვა ინტერპრეტაცია გამოვიდა, ჩავწერე საუნდ-რეკორდერით და დავდე ფეისბუქზე.

:user:     :user:     :user: Continue reading

მოგზაურობა ერევანში II

dsc00622

შესასვლელი

აეროპორტში ვარ ახლა. რეგისტრაცია გავიარე და ველოდები ჩასხდომა როდის დაიწყება. ტაქსი გამოვიძახეთ და იმით წამოვედით აეროპორტში. რაღაც ბედად ტაქსისტმა თბილისის ზღვიდან წასვლა არჩია და ისეთი გზებით იარა სადაც არასდროს ვყოფილვარ. თავი უკვე სხვა მხარეში მეგონა. ძალიან ლამაზი იყო თბილისის ზღვა. გზაში სურათებსაც ვიღებდი. ახალი გზა დაუგიათ მაგ მხარეს და 20 წუთში ვარკეთილის მეტროსთან მიგვაფრინა ტაქსმა. Continue reading

Blogging Humour

ძაან მაგარი პრიკოლები ინტერნეტის და ბლოგინგის შესახებ :D

ბევრი მაქვს გადმოწერილი მომავალში ნაწილნაწილ დავპოსტავ. :))

p.s. ორ გევრდადაა და გადართეთ ქვემოდან…

Modern Day Bully Continue reading

Interviewed

Transition Online – მედიის განვითარების საერთაშორისო, არა-სამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ოპერაციებს აწარმოებს 29 პოსტ-საბჭოთა ქვეყანაში. სათაო ოფისი მდებარეობს პრაღაში (ჩეხეთი).

მათი მიზანია ამ ქვეყნებში ახალი მედიის პროფესიონალიზმის, დამოუკიდებლობისა და გავლენის გაუმჯობესება.

Transition Online Georgia კი არის მათი წარმომადგენლობა საქართველოში, რომელიც ორიენტირებულია საქართველოში ბლოგოსფეროს განვითარებაზე.

3 დღის წინ დამიკავშირდა Transition Online Georgia-ს წარმომადგენელი ჟურნალისტი და ინტერვიუ მთხოვა, როგორც Blog.ge-ს წარმომადგენელს და ბლოგინგის ექსპერტს ( :D ).

ჩემი ინტერვიუ:

1. თქვენი აზრით როგორ არის საქარველოში ბლოგოსფერო განვითარებული?

– როგორც არ უნდა იყოს, სულ მალე უკეთესად იქნება. :)

სულ ასამდე აქტიური ბლოგის ჩამოთვლა შემიძლია და 90%-ს ე.წ. პირადი დღიურის კატეგორიაშია. თუმცა ზოგადად, მთელს მსოფლიოში ასეა, პირადი ბლოგები ძირითადი ბლოგოსფეროს 80-%-ს შეადგენს, რადგან ასეთი ტიპის ბლოგებს უფრო მეტი მკითხველი ჰყავს. დანარჩენი თემატური ბლოგების სეგმენტია.

თუმცა ერთი-ორი წლის წინანდელთან შედარებით ბლოგოსფერო ნამდვილად განვითარებულია.  მაშინ სულ ათიოდე ბლოგერი არსებობდა, ვინც აქტიურად წერდა, თუნდაც კვირაში ერთხელ. ახლა კი დღეში დაახლოებით 50-70 ახალი პოსტი იწერება.

ამის მისაღწევად ბევრი ვიშრომეთ მე და ჩემმა მეგობრებმა. ვცდილობდით ფართო მასებისთვის აგვეხსნა, რას წარმოადგენდა ბლოგინგი და რამხელა პერსპექტივები ჰქონდა მას, როგორც მედიის საშუალებას.

Continue reading