პოსტები ტეგით ‘Blogger’

5 ოქტ 09

ჰელოუინი 2009

17

ჰელოუინი 2009 Sweet.ge-ს ორგანიზატორობით სამზადისს შეუდგა.

მაშ ასე!

31 ოქტომბერს, შაბათს, საღამოს 7 საათზე, გაიმართება ბლოგოსფეროს ჰელოუინი.

ადგილი ჯერ უცნობია და საჭიროებს განსჯასა და შერჩევას. მაქვს რამდენიმე იდეა და მიმდინარეობს მოლაპარაკებები კლუბების მეპატრონეებთან.

უმთავრესი კრიტერიუმი მისი შერჩევისას იქნება კარაოკე-მუსიკალური-აპარატურის ქონა და დაახლოებით 50-60 ადამიანის დატევის შესაძლებლობა…

(ვინმეს თუ რაიმე იდეა გაგაჩნიათ გადმოყარეთ კომენტარებში)

გაითვალისწინეთ რომ ბლოგოსფეროში 500-ზე მეტი ბლოგერია, ხოლო ადგილები შეზღუდულია, ამიტომ ბილეთები დაიჯავშნება 15 ოქტომბრამდე და გაიყიდება 20  ოქტომბრიდან.

ბილეთების დასაჯავშნად მომწერეთ e-mail-ზე sweet[at]sweet[dot]ge ან ქვევით კომენტარებში.

ბილეთებს ჯავშანი ეხსნება 20 ოქტომბერს და სიაში ავტომატურად  ხვდება მომდევნო დამჯავშნელი.

საკარნავალო კოსტუმი აუცილებელია!

მის გარეშე დღესასწაულზე არ დაიშვებით! ამიტომ აქედანვე იზრუნეთ მასზე.

შეგიძლიათ გადახედოთ ჩემს შარშანდელ პოსტს: სად ვიშოვოთ კარგი საკარნავალო კოსტუმი?

ასევე ძალიან მინდა ტრადიციულად წინა დღეებში ჩავატაროთ ”დიდი გოგრის ჭრა”. ეს საკმაოდ გასაიდუმლოებული და მისტიკური ღონისძიებაა, ამიტომ ვისაც მონაწილეობის მიღება გსურთ, წინასწარ შემითანხმდით.

აქვე გთხოვთ უპასუხოთ გამოკითხვას გასართობების შესახებ:

P.S. ყველა ბლოგერს შეუძლია +1 საწინააღმდეგო სქესის ადამიანის წამოყვანა. (არატრადიციული ორიენტაციის მქონეთ შეუძლიათ წამოიყვანონ თავის სქესის. ამ შემთხვევაში დისკრიმინაციას ადგილი არ ექნება გპირდებით! :D ბოდიში ყველას, ვისაც სიტყვა “საწინააღმდეგო” გულზე მოხვდა!)

P.P.S. ეს ღონისძიება არის მკაცრად მხოლოდ ბლოგერებისთვის! არა-ბლოგერებს ძალიან გთხოვთ, ნუ ეცდებით დეიდა სვითის გადაბირებას. ჯერ ამდენი ბლოგერისთვის ვერ მომივლია და ახლა კიდევ არა ბლოგერები… არამც და არამც! მაგას ჯობია იპოვოთ ვინმე ვინც +1-ად წამოგიყვანთ და ბილეთის ფასის 50% აუნაზღაუროთ! ^_^ ყველა ბლოგერმა მიხედოს თავის არაბლოგერს…

ზემოთ ↑


14 სექ 09

#3: ლისტ-პოსტი

12
ეს პოსტი წარმოადგენს 3 ნაწილს 11 ნაწილიან სერიაში 30 გაკვეთილი ბლოგერებს

ვაგრძელებთ პროექტს 30 პროფესიონალური გაკვეთილი ბლოგერებს და წარმოგიდგენთ მესამე დავალებას – “ლისტ-პოსტი”.

მათ, ვინც დღეს შემოგვიერთდით, გირჩევთ გააკეთოთ წინა დავალებებიც: #1: პრეზენტაცია ლიფტისათვის, #2: დააკვირდით სტატისტიკას.

ახლა კი დღევანდელი გაკვეთილის თემას მივხედოთ, რომელიც ჩვენი სილაბუსის მიხედვით “ბლოგის შინაარსის” ნაწილს ეკუთვნის.

list-posts-1 [მეტი...]

ზემოთ ↑


7 სექ 09

#2: დააკვირდით სტატისტიკას

29
ეს პოსტი წარმოადგენს 2 ნაწილს 11 ნაწილიან სერიაში 30 გაკვეთილი ბლოგერებს

მოგესალმებით ყველას, ვინც ჩემს პროექტში – “30 პროფესიონალური გაკვეთილი ბლოგერებს” – მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა.

პირველი გაკვეთილი შეგიძლიათ ამ ბმულზე იხილოთ: #1: პრეზენტაცია ლიფტისთვის

Clip Art Graphic of a Pink Guy Characterდღეს წარმოგიდგენთ მეორე თემას და დავალებას, რომელიც სტატისტიკას და მის ანალიზს შეეხება.

სანამ პრაქტიკულ დავალებაზე გადავალთ, პირველ რიგში თეორია გავიაროთ და ჩამოვთვალოთ ის ძირითადი მაჩვენებლები, რომლებსაც უნდა მიაქციოთ ყურადღება ბლოგის სტატისტიკურ მონაცემებში:

1. უნიკალური ვიზიტორების რაოდენობა

მნიშვნელობა: ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი. იგი გვიჩვენებს თუ რამდენი განსხვავებული IP დაფიქსირდა ბლოგზე ერთი დღის განმავლობაში.

როგორ გავიგოთ: უნიკალური ვიზიტორების შეტყობა შეგიძლიათ Top.ge-ს მთვლელიდან ან Google Analitycs-დან.

2. გვერდების ნახვების რაოდენობა

მნიშვნელობა: რამდენი გვერდი დაათვალიერეს დღის/კვირის/თვის განმავლობაში.

როგორ გავიგოთ: Google Analitycs და Top.ge [მეტი...]

ზემოთ ↑


31 აგვ 09

#1: “პრეზენტაცია ლიფტისთვის”

94
ეს პოსტი წარმოადგენს 1 ნაწილს 11 ნაწილიან სერიაში 30 გაკვეთილი ბლოგერებს

მოგესალმებით ყველას, ვინც ჩემს ახალ პროექტში – “30 პროფესიონალური გაკვეთილი ბლოგერებს” – მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა.

დღეს წარმოგიდგენთ პირველ თემას და გაკვეთილს, რომელიც შედგება როგორც თეორიული, ისე – პრაქტიკული ნაწილისგან.

წინასწარ გაფრთხილებთ, რომ ეს დავალება უმნიშვნელოვანესია მთელი კურსის მსვლელობისთვის და ყურადღებით და პასუხისმგებლობით მოეკიდეთ მას.

elevator-pitch

თეორია

თქვენი დღევანდელი დავალება იქნება დაწეროთ თქვენივე ბლოგის “პრეზენტაცია ლიფტისათვის” (Elevator Pitch). ეს ტერმინი პირდაპირ იმიტომ ვთარგმნე, რომ მისი ქართული შესატყვისი ჯერ არ შემხვედრია. ერთ-ორ მარკეტინგში გარკვეულ ადამიანსაც ვკითხე და მათაც ვერ გაიხსენეს რაიმე ზუსტი შესატყვისი. ამიტომ იყოს მარტივად – ლიფტის პრეზენტაცია.

ახლავე მოგახსენებთ რას წარმოადგენს იგი.

პრეზენტაცია ლიფტისათვის ეს გახლავთ იდეის, პროდუქტის, მომსახურების ან პროექტის მოკლე აღწერა. სახელიც სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ ეს აღწერა სიტყვიერად უნდა ჩაეტიოს იმ დროში რასაც ადამიანი ლიფტით მგზავრობას ანდომებს (30 წამი ან 100-150 სიტყვა).

განმარტება ინლისურ ენაზე იხილეთ აქElevator’s Pitch

განმარტება რუსულ ენაზე იხილეთ აქПрезентация для лифта

ამ ყველაფრის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ნებისმიერი სიტუაციისთვის წინასწარ მოფიქრებული გქონდეთ იმ საქმის მოკლე, ზუსტი და მკაფიო აღწერილობა, რასაც აკეთებთ.
[მეტი...]

ზემოთ ↑


24 აგვ 09

30 გაკვეთილი

67

ქართულ ბლოგოსფეროში ძალიან ცოტა მომეძევება ისეთი, ვინც ბლოგინგს სერიოზულად უყურებს ან რაიმე სამომავლო შემოსავლის წყაროდ აღიქვამს, მაგრამ მერწმუნეთ გავა სულ ცოტა დრო და ისინი, ვინც თავიდანვე პროფესიონალურად მიუდგნენ საკითხს, აუცილებლად მიაღწევენ წარმატებას.

ამერიკაში სწორედ ასეთი პროფესიონალური მიდგომის თვალსაჩინო მაგალითია დერენ როუზი, მეტსახელად Problogger. იგი ერთ-ერთ იმ ბლოგერთაგანია, ვინც – პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით – ბლოგინგით ცხოვრობს. შეგიძლიათ შეიხედოთ მის არაჩვეულებრივ ბლოგზე და იპოვოთ იქ შთაგონება ან უბრალოდ პრობლემის გადაჭრის მარტივი ხერხი, ბლოგინგის ნებისმიერ ასპექტთან დაკავშირებით.

რამდენიმე თვის წინ დერენმა ახალი პროექტი წამოიწყო სახელად ”31 Days to Build a Better Blog“  (ქართულად ”31 დღე უკეთესი ბლოგის შესაქმნელად”). ყოველ დღე იგი იძლეოდა დავალებებს ბლოგინგის შესახებ, რომელსაც სხვა ბლოგერები ასრულებდნენ და შემდეგ შესრულებულ დავალებებს განიხილავდნენ, ერთმანეთს რჩევებს აძლევდნენ და ა.შ. დასრულებისთანავე, დერენმა ეს პროექტი e-book-ად გამოუშვა და მისი შეძენა ყოველ თქვენგანს შეგიძლიათ $19.95-ად.

დოდკას ეწერა თავის ბლოგზე, რომ ”მინდოდა მონაწილეობა მიმეღო, მაგრამ ჩამოვრჩი და ვეღარ დავეწიეო”. პროექტის თემებს რომ გადავხედე, მივხვდი რომ მეც მომინდა გამეკეთებინა ეს დავალებები.

გთავაზობთ ასეთ რამეს:

[მეტი...]

ზემოთ ↑