Tag Archives: Blog

როგორ ფიქრობთ, ღირს ამ ბლოგის გაგრძელება?

მართალია დაახლოებით 6 თვეზე მეტია აქ არაფერი დამიწერია, მაგრამ სტატისტიკას სულ ვამოწმებ და ვიცი, ზოგიერთი თქვენგანი ისევ შემოდის ახალი პოსტების მოლოდინში.

არ ვიცი ამ ბლოგს რა ვუყო. მართალია აღარ ვმუშაობ (უკვე ერთი თვეა “მეცხრე არხიდან” წამოვედი), მაგრამ ჩემს დროს და ენერგიას მეორე ბლოგი – Pink.ge ისრუტავს. მიუხედავად ამ “ლეგიტიმური” მიზეზისა, ეს ბლოგი ისე მენატრება, რომ ხანდახან შემოვდივარ და ჩემს ძველ პოსტებსა და კომენტარებს საათობით ვკითხულობ.

ვგრძნობ, რომ რაღაც უნდა მოვიმოქმედო.

იმდენი რამ დამიგროვდა მოსაყოლი: განსაკუთრებით ევროპაში მოგზაურობა მაწუხებს. დღემდე ვერსად ამოვთქვი.

მე თოვლიან რიგაში

ვხვდები, რომ წერა არ უნდა შემეწყვიტა. ეს ერთადერთი რამ იყო, რაც გონებას მიმშვიდებდა და მილაგებდა.

ეს ბლოგი მჭირდება.

მაგრამ ერთადერთი, რაც მაჩერებს იმისგან, რომ ისევ წერას მივუბრუნდე, არის შეკითხვა: ვინმე წაიკითხავს იმას, რასაც დავწერ?

ასე მგონია, იმდენი წელი გავიდა, რომ ჩემთან ერთად ყველა ჩემი ბლოგის მკითხველი გაიზარდა და არავის აღარ დააინტერესებს ჩემი ახალი პოსტები.

ვფიქრობდი უამრავ რამეს:

  1. შემეცვალა ბლოგისთვის პროფილი და პროფესიულ ბლოგად გადამეკეთებინა;
  2. ახლანდელი ბლოგი არქივის სახით შემენახა, ხოლო პირველი გვერდი ჩემი CV-ს და პორტფოლიოსთვის დამეთმო
  3. გამეკეთებინა Food-ბლოგი, სადაც ადგილობრივ კაფეებს და დესერტის წერტილებს მიმოვიხილავდი – ამ იდეისკენ დომენის სპეციფიურობამ მიბიძგა.
  4. უბრალოდ გამეგრძელებინა წერა როგორც ადრე…

არ ვიცი ამ ბლოგს რა ვუყო.

არ ვიცი შემომრჩა თუ არა მკითხველები.

და თუკი შემორჩნენ, არ ვიცი რაც სათქმელი მაქვს იმას როგორ მიიღებენ.

ეს ბლოგი მჭირდება, მაგრამ თქვენ თუ გჭირდებათ?

ბლოგის დიზაინის ცვლილება

გუშინ თინი შემხვდა და ბევრი მისმინა.

ბოლოს ღრმად ჩაისუნთქა და თქვა:

“ერთი შეკითხვა მაქვს, აი, ამდენს ერთად როგორ უძლებ?”

მანდ მივხვდი, რომ სასწრაფოდ მჭირდება ახალი თეთრი ფურცელი ცხოვრებაში.

ჯერ ბლოგის დიზაინს მოვიყვან ჭკუაზე, მერე ჩემს ოთახს ჩემებურად მოვაწყობ, მერე გარდერობს განვაახლებ და მერე დასასვენებლად წავალ ერთი კვირით სადმე მიკარგულ სოფელში. ბევრს დავწერ, ბევრს ვისეირნებ, საღამოობით წითელ ღვინოს დავლევ.

დღეს დიზაინით დავიწყე – ეს რამოდენიმე თვის წინ უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ვერაფრით თავი ვერ მოვაბი.

ახლა რასაც ხედავთ, საბოლოო არ არის. ერთ-ორ დღეში დავასრულებ.

შეიძლება არ მოგეწონოთ, მაგრამ შეეჩვევით. წინა დიზაინი უკვე ძალიან ბევრ რაღაცას მახსენებდა და ვერაფრით ვერ ვწერდი ბლოგზე.

დიზაინთან დაკავშირებული შენიშვნები და რეკომენდაციები კომენტარებში მომწერეთ.

მადლობა!

ნაძვი

აუ და კიდე თუ არც მოგწონთ ჩემი ჰედერი რა! : )))

მეზარება გამოცვლა და თანაც უკეთესის იდეა ჯერ არ მომსვლია. ნათლისღება და ჩიჩილაკები არ ვიცი მე!

ძველს არ დავაბრუნებ. : p

კომენტარები დავაბრუნე

ხო დავაბრუნე.

არავის არ მოგწონდათ და მარტო საკუთარი თავისთვის კი არ მინდოდა. ვიზუალურად და ფუნქციონალურად ძალიან მომწონდა IntenseDebate, თავისი Facebook Connect-ით და Twitter Sign-in-ით, მაგრამ რამდენიმე პრობლემა ჰქონდა:

  • ქართული კლავიატურის უქონლობა
  • ბლოგს ანელებდა
  • გვიან იტვირთებოდა თვითონაც
  • ზოგ კომენტარს სპამში უშვებდა და ზოგს მოდერაციაზე. ვერ გავიგე რის მიხედვით აკეთებდა ამას.

სმაილები კი ჰქონდა საყვარელი ისე…

ჩემი დებილ-სახიანი კიკინებიანი სმაილიკებიც დავაბრუნე და მოკლედ ამ ბლოგის ცხოვრება ისევ ძველებურად გრძელდება.