Tag Archives: blings

Blinged Camera

მე-1000 პოსტი!

როგორც იქნა ჩამოვიდა ჩემი კრისტალები!

5 თვის ლოდინის შემდეგ ჩამოაღწია მალაიზიიდან. თუმცა მე უკვე იმედი სრულიად გადაწურული მქონდა და გამყიდველს ფული უკან დავაბრუნებინე.

ამის გამო თავს ცოტა დამნაშავედ ვგრძნობ, მაგრამ 5 თვე ლოდინი ძალიან ბევრია… თან ათასჯერ შეცვალა ჩემი შეკვეთა, ზოგი რაღაც გაუთავდა იქიდან რაც მინდოდა და სხვა რაღაცეები შემომტენა…

ყოველ შემთხვევაში…

გუშინ გამეთიშა მაგთიფიქსის 48 საათიანი საცდელი პაკეტი და გააქტიურება დამავიწყდა. სახლში ადრე მივედი იმ იმედით რომ ვიდეო პოსტს ჩავწერდი ონლაინ-შოპინგზე, მაგრამ ინტერნეტი არ მქონდა და არ ვიცოდი რა მექნა.

გადავწყვიტე ფოტოაპარატი მომერთო ჩემი ახალი კრისტალებით და ეს გადამეღო ვიდეოზე.

ამის გაფიქრება და შესრულება ერთი იყო!

ვიდეო გამოვიდა 2 საათიანი, ბევრი უაზრო კადრებით, ამიტომ გადავწყვიტე მკაცრად დავამონტაჟო, თანაც ზოგადად ჩემი პირველი ვიდეო პოსტია, სადაც გავბედე რამე თემაზე ლაპარაკი და ცოტა უცნაურად მეჩვენება საკუთარ თავს რომ ვუყურებ…

როგორც კი მონტაჟს მოვრჩები, ვიდეოს დავდებ Show-ს გვერდზე.

დოდკას ეწერა სადღაც რა პროგრამით ამონტაჟებდა, ადვილიაო, და არ მახსოვს, adobe premiere იყო ვითომ?

P.S. მირჩიეთ რამე ადვილი სამონტაჟო პროგრამა!

ესეც ჩემი ფოტოაპარატი:

blinged camera

Sweety's blinged camera

ყველაზე ლამაზი კამერა მსოფლიოში

ყველაზე ლამაზი კამერა მსოფლიოში

blings

სტიკერები ვიყიდე ჩემი ლეპტოპისთვის და ფოტოაპარატისთვის. ვენდიმ მასწავლა რაღაც ხერხები ამასთან მუშაობის :P

რა ლამაზებია… OMG

მალე ჩამოვიდეს რააა!!!!

ეს კოლაჟი მე გავაკეთე ფოტოშოპში. ბლოგ-შოპის მისამართი სათაურზე აწერია…  <3

blings

blings