Tag Archives: Art

Polyvore.com

Polyvore.com-ერთი საინტერესო საიტია… აგებულებით ძალიან ჰგავს Flickr-ს მაგრამ აქ ხალხი სულ სხვა რაღაცის გამო იკრიბება.  ეს რაღაცა – მოდის და სილამაზის სიყვარულია.

მას შემდეგ რაც ამ საიტის არსებობის შესახებ გავიგე, ვიცოდი რომ ერთხელაც დავრეგისტრირდებოდი და არაჩვეულებრივ, ჯადოსნურ სეტებს შევქმნიდი, მაგრამ მას შემდეგ დაახლოებით 2 წელი გავიდა.

ის მშვენიერი დღე – დარეგისტრირებისა კი გუშინ დადგა!

მაშ ასე წარმოგიდგენთ ჩემს პირველ კოლექციას Polyvore.com-ზე: Continue reading

შეხსენება

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დღეს ბლოგერები ვიკრიბებით 5 საათზე, ხინკალ ცენტრში!

ოფიციალურად ვაცილებთ ზამთარს! წამოიღეთ ფოტოაპარატები!!!

რატომ ვწერ ამ პოსტს არც კი ვიცი, მაგრამ მინდა, რომ რაღაცნაირად დავიცალო და ისე წავიდე ბლოგერების შეკრებაზე… არ მინდა რამე მაწუხებდეს ან ნერვებს მიშლიდეს.

პირველად ხდება, რომ ჩემსავე დაგეგმილ და მოწყობილ ბლოგერების სხოდკზე წასვლისას ფეხები უკან მრჩებოდეს და დიდად არ მიხაროდეს…

ნელ-ნელა ვეგუები იმ ფაქტს [და ყველას მოუწევს შეგუება], რომ ბლოგოსფერო გაიზარდა.

ვიღაცასთან მე მაქვს კონფლიქტი, ვიღაცასთან – სხვას. ზუსტად ისევე ფორმირდება ჩვენი ბლოგოსფერო, როგორიც გლობალური ბლოგოსფეროა. მალე ბანაკებიც ჩამოყალიბდება. I can clearly see it! :D

შეკრებაზე კი ყველა ერთად მოიყრის თავს. ამის გამო, შესაძლოა რაიმე გართულებებიც კი წამოიჭრას.

პირველი გართულება გუშინწინ ისევ მე მქონდა.  სულ დამავიწყდა, რამდენიმე სუბიექტის არსებობა ბლოგოსფეროში, რომლებთან შეხვედრა და მითუმეტეს ხინკლის ერთად ‘წოვა’ დიდად არ მესიამოვნებოდა დღეს, და ვთქვი, რომ აუჰ, ვსიო, მე აღარ მოვდივარ.

მაგრამ ისიც კარგად მესმის, რომ ვერც ერთ ბლოგერს ვერ აუკრძალავ ისეთ ტოტალურ [ :D ] ივენტზე მოსვლას, როგორსაც “ბლოგერების შეკრება” ჰქვია. Everyone is welcome to the show! ;)

ასე რომ გადავიფიქრე.

what the fuck? სხოდკა ჩემი დაგეგმილია, ყველა ჩემს იმედზეა, და მე კიდევ ვიღაცების გამო არ უნდა წავიდე. noway! აბრძანდნენ და თვითონ ნუ წამოვლენ თუ ძალიან უნდათ. ანდაც წამოვიდნენ რას მიშლიან რო? თუ რამეა და ვალში არავის დავრჩები. [ამ ბოლო დროს გატაცებული ვარ VooDoo ხელოვნებით :D ]

ნუ მოკლედ, ამ წარმტაცი ფიქრებით მტკიცედ გადავწყვიტე, რომ აუცილებლად, აუცილებლად წავალ სხოდკაზე!!!

თუ რამე კონფლიქტს, სკანდალს, ინტრიგას ან/და ემოციების მოზღვავებას ექნება ადგილი, ეს აუცილებლად დაიწერება.

თანაც დღეს ჩემი პირველი ბლოგერული ჰონორარი უნდა ავიღო! It will make my day! :)

უი, ხო ყველამ იცით, რომელი ბლოგი უნდა შეამოწმოთ ხოლმე ხშირად? :spy:

ოჰოჰო

რამდენი ლოგოები დამიგროვდა…

ახლა უკვე დავიბენი და აღარ ვიცი რომელი ამოვარჩიო…

წუხელ გაკეთებული გამოკითხვაც აზრს კარგავს, რადგან შესაძლო ვარიანტები ძალიან ძალიან ბევრია….

აქ იმიტომ ვპოსტავ შედარებით უკეთეს ვარიანტებს რომ თვალწინ მქონდეს ყველა ერთად და იქნებ რომელიმე ამოვარჩიო…

მოწონების მიხედვით მაქვს დალაგებული… ანუ ყველაზე მეტად 1 ნომერი მომწონს, შემდეგ მეორე და ა.შ. Continue reading

Best Wallpapers Ever

მოგეხსენებათ, ვაგროვებ ლამაზ ვოლპეიპერებს.

დღეს უმაგრეს საიტს მივაგენი: Vladstudio.com

შესაძლოა ბევრმა უკვე იცის ამ საიტის არსებობა, მაგრამ ვინც არ იცოდით, აუცილებლად შედით და დაათვალიერეთ.
არ არსებობს, რომ მათი რომელიმე პროდუქტი მაინც არ მოგეწონოთ. ვოლპეიპერების გარდა აქვთ დესქტოპის საათები, პოსტკარდები და სხვა რაღაცეები.

ამჯერად ვოლპეიპერებზე შევჩერდები. ჯობს გაადიდოთ სათითაოდ, რომ მთელი სილამაზე და ხარისხი შეიგრძნოთ ;)

[ყველა ფაილი ატვირთულია Sweet.ge-ს სერვერზე. რა მაგარია 150 GB ჰოსტი :love:]

Art-იდეა

Art-იდეა

Art-იდეა

არის!

არტ-იდეამ დღის სინათლე, ახალი დომენი და ახალი დიზაინი იხილა 7 თვიანი პაუზის შემდეგ.

ყველას მოგიწოდებთ სასწრაფოდ შეამოწმოთ http://artidea.ge

ძველ მომხმარებლებს შეუძლიათ პაროლი იმეილით აღადგინონ, თუ არადა თავიდან დარეგდით ;)

ტექნიკური უზრუნველყოფა, დიზაინი, თარგმანი და ყველა ის ”ფინტიკლუშკა”, რაც თვალს მოგტაცებთ ჩემი გაკეთებულია.

დოდკა ყოველ შაბათს ისევ შემოგთავაზებთ ახალ-ახალ თემებს და მოკლედ ყველაფერი ძველებურად იქნება.

ისიამოვნეთ!