დღეს ისე დამაწვიმა, მეგონა წამლეკავდა.
ოცამდე სრულიად უცნობ ადამიანთან ერთად ავტობუსის გაჩერებას ვიყავი შეფარებული. ერთმანეთს ვეკროდით. სუნთქვა გვიჭირდა. გადახურულში ღრიჭოებიდან წვიმა შემოვიდა. გზაზე წყალი დაგუბდა. ტროტუარს მისწვდა, ყოველი ავტობუსის გამოვლაზე დიდდებოდა და ტალღებად გადმოდიოდა ჩემს ფეხსაცმელებზე.
სველ ქვაფენილს გავყურებდი. ღიმილით. კოკისპირულად წვიმდა. ნაბიჯი გადავდგი და წყლის ფარდის ქვეშ აღმოვჩნდი. წვიმამ დამინახა და მშიერი მეცა მშრალს.
თვალები დავხუჭე.
მტკივნეულად ვგრძნობ, როგორ მეხება პირველივე წვეთი, როგორ აღწევს თმის სიღრმეში. მისველებს შუბლს, თვალებს, ტუჩებს. რა საჭიროა ტირილი, როცა წვიმა იტირებს ჩემს მაგივრად.
ვდგავარ გაბრწყინებული და თვალდახუჭული. არაფერი მაწუხებს. სრულად ვენდობი სტიქიას. უფლებას ვაძლევ, დაიპყროს ჩემი სიმშრალე. ხელებს ვადუნებ, ვათავისუფლებ, მორჩილად ვუშვებ.
თქეშია. წვიმამ ჩამიკრა გულში. მხრები გამელუმპა. დაღლილი წვეთები მკლავებს ჩააცოცდნენ, თითებს ჩაუყვნენ, ჩაწანწკარდნენ.
ღრმად ამოჭრილ მაისურში მკერდს წვიმა ასკდება. მე კი მხოლოდ იმას ვგრძნობ, თუ როგორ ვკარგავ წვეთებს თითებით, როგორ მწყდებიან. თითეული წვეთი როგორ იწელება, როგორ მშორდება და სადღაც უფსკრულისკენ მიექანება.
წვიმა კანზე თბილ, სველ და წებოვან ნაკვალევს მიტოვებს. მაგრამ არ ვინძრევი. შენთან წვეთები მაკავშირებს. წვეთები, რომლებსაც ამ წამს ვკარგავ და გაშვება არ მინდა. ყოველი მათგანი მეძვირფასება.
შენ ამას ვერ გაიგებ.
ვერ გივიწყებ, ისევ მეწვეთები.
ნეტავ როდის გადაიღებს…
დესკტოპზე...
რამდენიმე დღის წინ ნანუკას ბლოგზე წვაიკითხე პოსტი რომ სახლი ფენ შუის სტილში უნდა მოვაწყოო და დავინტერესდი რა იყო ფენ შუი. სიტყვა გაგონილი მქონდა მაგრამ ზუსტი მნიშვნელობა არ ვიცოდი.
დღეს ჩავატარე მცირე კვლევა და რაღაც e-წიგნიც გადმოვწერე ფენ შუის შესახებ. ისე ჩამითრია და გამიტაცა მეტი რომ არ შეიძლება.
აქვე: ვინმეს ქართულად თუ გაქვთ ფენ შუის შესახებ რამე წიგნი ან ბროშურა, სიამოვნებით ვითხოვებდი.
მაშ ასე…
რა არის ფენ შუი?
ფენ შუი არის ძველი ჩინური ხელოვნება. სახელი ჩინურად ნიშნავს ”ქარი და წყალი”.
ქარსაც და წყალსაც უდიდესი ენერგია აქვს, რაც ჩვენს ცხოვრებას დადებითი აურით ავსებს. ფენ შუი თავისი ძირეული აზრით ნიშნავს ცხოვრების ძირითადი ელემენტების – ყველაფერი რაც გარს გვაკრავს ყოველდღიურად – მოწესრიგებას ოპტიმალური და ჰარმონიული ენერგიის (წყლისა და ჰაერის მსგავსი) ნაკადის შესაქმნელად.
ფენ შუი ძირითადად საცხოვრებელი და სამუშაო სივრცის მოწყობის ფორმულაა, თუმცა იგი ასევე იძლევა რჩევებს ცხოვრების წესის გასაუმჯობესებლად და სულიერი ჰარმონიის მისაღწევად.
ისე დავინტერესდი, რომ ბლოგზე დავიწყებ სხვადასხვა საინტერესო სტატიების გადმოქართულებას ფენ შუის შესახებ, რასაც ინტერნეტში ძრომიალისას წავაწყდები. მოდით დღეს ზოგადი აურის გასაწმენდი რჩევებით დავკმაყოფილდეთ:
- ღრმად ჩაიხედეთ საკუთარ გულში და არ შეგეშინდეთ ამის! ეს ერთადერთი გზაა განავითაროთ და შეცვალოთ საკუთარი თავი. იყავით საკუთარ თავთან მართალი – თქვენ იმსახურებთ სიმართლეს და დაფასებას.
- გაშალეთ ხელისგულები, დახუჭეთ თვალები და გაიწოდეთ ხელები მაღლა, თითქოს ელით რომ ვიღაცამ უნდა აგწიოთ და გულში ჩაგიკრათ. ეს საჭიროა იმისთვის, რომ სული გააერთიანოთ სამყაროსთან (ჩემს წინა პოსტს მაგონებს ეს ფრაზა)
- წარმოიდგინეთ თქვენი გულიდან, ფილტვებიდან და ხელისგულებიდა გამოსხივებული ენერგია და ეს ენერგია ეხება ყველაფერს რაც გზად შეხვდება.
- განასხივეთ ენერგია თქვენი სხეულიდან, გაგზავნეთ იგი სამყაროს ყველაზე მიუწვდომელ ადგილებში
- ხმამაღლა გაიმეორეთ მანტრა: ”მე მზად ვარ ნებისმიერი სახის დადებითი ცვლილებისკენ”
შემდეგი პოსტი ამ თემაზე იქნება ფერების მნიშვნელობა ფენ შუის მიხედვით.
პ.ს. ხვალ ვაპირებ სახლის კარგად დალაგებას და ფენ შუის პრინციპების განხორცილებას.