პოსტები ტეგით ‘წერილი’

22 ნოე 09

როდესაც ზომა მნიშვნელოვანია

14

ვინმემ ამიხსენით, რატომ არიან საქართველოს ფოსტის თანამშრომლები ასეთი უხეშები და უზრდელები?

სამი დღის წინ, დილის 10 საათზე მომადგა ერთი ფოსტალიონი. კარი როგორც კი გავუღე, იმ წამსვე მომაჩეჩა ხელში რაღაც ჟურნალი (რომელიც 6 თვის წინ გამოწერილი ამერიკული კოსმოპოლიტენი აღმოჩნდა) და თან მიბრძანა – გვარი შეამოწმეო.

სანამ გამოფხიზლებას ან რაიმეს შეკითხვას მოვასწრებდი, თვალსა და ხელს შუა გაუჩინარდა.

* * *

როდესაც რამე ისეთ ამანათს ველოდები, რაც პირდაპირ სახლში უნდა მომივიდეს და გადამზიდის სერვისს არ ვიყენებ, მაშინ იწყება ხოლმე ჩემი ნერვების წყვეტა.

საქართველოს ფოსტას აქვს სამი საშინელი ნაკლოვანება: [მეტი...]

ზემოთ ↑


16 მარ 09

Rehab

10
Princess in Bed

Princess in Bed

როგორ მიღიმის ცხოვრება… :)

დილით კოტემ გადამიღო ჯერ კიდევ მეძინა და საუზმე მომართვა საწოლში. საუზმესაც ხედავთ ფოტოზე და მძინარე მესაც :D

თვალი ძლივს გავახილე მაგრამ ბედნიერმა….

მთელი დღეც ეგრევე გაგრძელდა. კარგი ამინდიც იყო. მე და კოტე რაღაც კომერციულ პროექტს ჩავუჯექით და კარგა ხანს ვუჩიჩხინებდით.

მერე უცებ  თინის მესიჯი მომივიდა:

მააარ, ნახე?! ჯეიდენმა დააკომენტა შენთაააან… ვაინმე გული ამიჩქარდა :D

ეგრევე შევვარდი ბლოგზე და გულის აჩქარება მაშინ უნდოდა. წინ და უკან დავხტოდი მთელს სახლში და ხმამაღლა ვყვიროდი: [მეტი...]

ზემოთ ↑


1