პოსტები ტეგით ‘ძაღლი’

22 ნოე 09

Random Cuteness

28

ერთმა ჩემმა მკითხველმა სამსახურში მომაკითხა და ეს სტიკერი მაჩუქა. ზოგიერთს Sweet აწერია. რა საყვარლობაა!!! :love: მადლობა! :2kiss:

სტიკერები რომელიც მკითხველმა მაჩუქა

სტიკერები რომელიც მკითხველმა მაჩუქა

როგორც იქნა ჩამოაღწია ჩემი და კოტეს ვიზიტკებმა. ვგიჟდები ამ კომპანიაზე! ყველაფრის დაბეჭდვა ძაან იაფი ჯდება და უსაყვარლესი დიზაინების კატალოგი აქვთ. [მეტი...]

ზემოთ ↑


27 ივნ 09

New Friend

11

კოტეს ძალიან უნდოდა ბავშვი ერთი პერიოდი, მაგრამ სასტიკი უარი განვუცხადე, თან საკმაოდ დასაბუთებულიც და ახლა ისე დაჟინებით აღარ მოითხოვს. სამაგიეროდ…

ჯერ განუწყვეტლივ მთხოვდა ძაღლი ვიყოლიოთო.

მერე – კატა მაინცო.

მერე – ერთო ჩიტი მაინცო.

მერე – კაი თევზი მაინც რა გახდაო.

მერე – ჯანდაბას, რამე ყვავილი მაინც გავზარდოთო.

ხოდა გადავწყვიტე ყვავილიდან დავიწყო. :D დედაჩემმა მაჩუქა.

წეღან კინაღამ კოკა კოლა დავუსხი წყლის მაგიერ და კიდევ კარგი დროზე გამახსენდა, რომ მცენარე – არ არის ადამიანი და ის ვერ სვამს კოკა-კოლას. ძაან ადამიანივით ვეპყრობი :(

ჩაფიქრებული მაქვს, რომ ეს თუ არ გამიხმა სექტემბრამდე და მოვუარე წესიერად, მერე ძაღლზე ან კატაზე დავაფგრეიდდები. ^_^

მცენარის სახელი არ ვიცი. ვინმემ?

მცენარის სახელი არ ვიცი. ვინმემ?

ზემოთ ↑


1