Posts tagged as:

ჩხუბი

წინა პოსტზე კომენტარებში მკითხველმა მომწერა ვინმე თუ გაწუხებს შენი ქმარი რატო არ უნგრევს თავ-ყბასო რაზეც სახტად დავრჩი.

გადავწყვიტე ჩემი უკმაყოფილება/გაოცება/პროტესტი ცალკე პოსტში გამომეხატა.

უკაცრავად, მაგრამ რომელი საუკუნეა? ნუთუ ჯერ ისევ იმ დროში ვცხოვრობთ როდესაც კაცები ერთმანეთს მუშტიკრივში იწვევდნენ და ერთმანეთს მუშტების ენაზე ელაპარაკებოდნენ?

ან რომელ ქუჩაში ვდგავართ რომ საქმეები ვარჩიოთ და მტყუან-მართალი ვეძებოთ?

მსოფლიოში ფემინისტური მოძრაობები მძვინვარებს და თქვენ კიდევ მიგაჩნიათ, რომ პატარა პრობლემა როგორც შეიქმნება იმ წამსვე ქმრს უნდა შევატყობინოთ რათა მან გამნაწყენებელს ცხვირ-პირი მიუნაყოს?

და ვისაც ქმარი არ ყავს? აჰ! იმან ძმას უნდა მიმართოს! და ვისაც ძმა არ ყავს, მაშ რისთვის არიან ე.წ. “ძმაკაცები” ხო? რომ ”დაქალებს” გაჭირვების ჟამს მიხედონ? მერე სიტუაციაში მამები, ბიძები, ბიძაშვილები და მთელი მამრობითი სქესის ნათესაობა ერთვება…

აჰ, ბლოგზე ვიღაცამ ცუდი კომენტარი მომწერა, ჩქარა კოტე, იარაღი აისხი და საომრად გაეშურე! და-approve-ება არც მაცადო!

აჰ, სკაიპში ვიღაცამ გამაბრაზა! ჩქარა ცხვირ-პირის მინგრევის სტრატეგია გვჭირდება!

ღმერთო ჩემო Facebook-ზე როკომ კიდევ ერთი სწერვული კომენტარი დამიწერა! სასტავი დააყენე და გაიგდეთ ფეხქვეშ!

ა ხო კიდევ მახსოვს დოდკაც მაბრაზებდა შიგადაშიგ! შეგიძლია კიბორგას სტრელკა დაუნიშნო? დოდი მაინც გოგოა და თან ფეხი აქვს მოტეხილი…

რისთვის მიაღწია კაცობრიობამ ცივილიზაციის განვითარებას, რომ ადამიანი კვლავ პირველყოფილივით იქცეოდეს?

საერთოდ:

  1. ვერ ვიტან, როდესაც ადამიანები ხელჩართვით ჩხუბობენ.
  2. ვერ ვიტან, როდესაც კაცები ქალის გამო ჩხუბობენ
  3. ვერ ვიტან ქალებს, რომლებიც თავის პრობლემებს თვითონ ვერ აგვარებენ

მითუმეტეს როდესაც საქმე იმდენად ლუზერულ შემთხვევას ეხება, რომ აბსოლუტურად არავის დახმარება/რჩევები არ მჭირდება სიტუაციის მოსაგვარებლად.

ძალის გამოყენება თუ დამჭირდება, ბოლოსდაბოლოს კარატეზე დავდიოდი და ძალიან ბევრ ჩემს ნაცნობ ბიჭს/გოგოს სრულიად წარმატებით მივუნგრევ ცხვირ-პირს!

Yeah, keep in mind ;)

{ 19 comments }

წუხელ დოდკამ მომწერა, ძალიან დავიღალე ამ დაძაბულობით და მოდი ვილაპარაკოთო.

დაახლოებით 3 საათი ვლაპარაკობდით.

მითხრა, ბევრ რამეში ხარ მართალიო… გავარკვიეთ ყველა ბუნდოვანი საკითხი, რაც გვქონდა ერთმანეთთან და დავასკვენით, რომ არაფერი არ გვაქვს გასაყოფი და საჩხუბარი.

პირიქით, საქმეში საუკეთესო გუნდი ვართ და ერთად იმდენი რაღაცის გაკეთება შეგვიძლია… ჩვენ კიდევ ამ დროს კონფლიქტში ვფლანგავთ, ნერვებს ვისახიჩრებთ, გარშემო ცუდ აურას ვქმნით…

ამოვისუნთქე ამ ლაპარაკის შემდეგ… ბოლო დღეები ისე ცუდად ვიყავი, ვერაფერს ვაკეთებდი დაძაბულობისგან, ათასი იდეა და საქმე მქონდა მოწოლიილ და გიჟივით F5-ს ვაჭერდი, აბა ვინ რა მომწერა და ვინ რა მიპასუხა.

რა ვისწავლე ამ კონფლიქტიდან:

  • არ უნდა ვენდო ადამიანებს ვინც ორმაგ თამაშს თამაშობს
  • სანამ სხვას რამეზე აგრესიულ პასუხს მივწერ უნდა ავდგე კომპიუტერიდან, გავიარ-გამოვიარო, კარაქიანი პური შევჭამო, ცივი წყალი დავაყოლო და თუ მაინც შემრჩება აგრესია, მაშინ ვუთხრა ის, რასაც მართლა ვფიქრობ…
  • რამდენიმე ადამიანზე რადიკალურად შემეცვალა წარმოდგენა

განმიმტკიცდა რწმენა რომ: სრულად წაკითხვა →

{ 29 comments }

წუხელ ძალიან ვიჩხუბეთ.

იმდენ ნალექს ტოვებს ეს ჩხუბები რომ დედამიწიდან მოწყვეტილი ვხდები. არაფერი აღარ მინდა. არც ცხოვრება, არც ძილი, არც ჭამა არც სახლიდან გასვლა.

მიზეზები? მისი მხრიდან 24 საათი ლ2-ის თამაში, სამსახურის დაკიდება, სისკოს დაკიდება, დიპლომის დაკიდება, სახლში რაღაცეების კეთება=0, გატრაკება სახლში დაგვიანებაზე და ასეთი წვრილმანები.

ჩემი მხრიდან? ალბათ ის, რომ არ ვმუშაობ ისე, როგორც წესი და რიგია. მინდა აქედან წასვლა. ჯერ არ მინდა ბავშვის გაჩენა. არ ვალაგებ სახლს ყოველდღე. ხანდახან მეზარება საჭმლის გაკეთება. მობილურზე ყოველ 2 საათში ერთხელ არ ვურეკავ. ბლოგს ვუთმობ ამდენ დროს.

და მერე ყველაფერი იზრდება ერთ დიდ დავიდარაბაში.

წუხელ დილის 8 საათამდე ვლაპარაკობდით, ვჩხუბობდით, ვტიროდი.

საბოლოოდ მგონი გავუგე. იმანაც გამიგო მგონი.

შევთავაზე, რომ რახან ასე მობეზრდა სამსახური, დაანებოს თავი ცოტა ხანი. ახალი წლიდან ახალი ფიქრებით და აზრებით დავიწყოთ ცხოვრება. მე კიდევ ვეცდები, რომ უკეთესი დიასახლისი გავხდე. ხელი შევუწყო დასვენებაში.

ოღონდ ლინიჯის თამაშს თუ დაიწყებს ისევ, ყველაფერი დამთავრდება. :(

საბერძნეთში წასვლას ვერ ვახერხებთ მაგრამ იქნებ ბაკურიანში წავიდეთ… თაფლობის თვეც კი არ გვქონია თავის დროზე. რაღაც საშინელი ტემპით ვიცხოვრეთ ბოლო 8 თვე.

ასე თუ გაგრძელდება, ჩვენი ქორწეინებიდან არაფერი დარჩება.

არ მინდა ეს მოხდეს.

ჯერ კიდევ მიყვარს, იმასაც ვუყვარვარ.

ვეცდებით გადავარჩინოთ…

 

ყველაფერს დავიკიდებ რაც საჭირო გახდება, რომ ბედნიერად ვიყოთ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ საკუთარ პიროვნებას ხაზს გადავუსვამ და ოჯახს შევწირავ. ჩემთვის მთავარი სიყვარულია და არა ”ოჯახის შენარჩუნება”.

თუ დავინახავ, რომ არაფერი გამოდის…

ჯერ ხომ ახალგაზრდა ვარ?…

divorce1

{ 6 comments }

</