Posts tagged as:

ფოტოაპარატი

მე-1000 პოსტი!

როგორც იქნა ჩამოვიდა ჩემი კრისტალები!

5 თვის ლოდინის შემდეგ ჩამოაღწია მალაიზიიდან. თუმცა მე უკვე იმედი სრულიად გადაწურული მქონდა და გამყიდველს ფული უკან დავაბრუნებინე.

ამის გამო თავს ცოტა დამნაშავედ ვგრძნობ, მაგრამ 5 თვე ლოდინი ძალიან ბევრია… თან ათასჯერ შეცვალა ჩემი შეკვეთა, ზოგი რაღაც გაუთავდა იქიდან რაც მინდოდა და სხვა რაღაცეები შემომტენა…

ყოველ შემთხვევაში…

გუშინ გამეთიშა მაგთიფიქსის 48 საათიანი საცდელი პაკეტი და გააქტიურება დამავიწყდა. სახლში ადრე მივედი იმ იმედით რომ ვიდეო პოსტს ჩავწერდი ონლაინ-შოპინგზე, მაგრამ ინტერნეტი არ მქონდა და არ ვიცოდი რა მექნა.

გადავწყვიტე ფოტოაპარატი მომერთო ჩემი ახალი კრისტალებით და ეს გადამეღო ვიდეოზე.

ამის გაფიქრება და შესრულება ერთი იყო!

ვიდეო გამოვიდა 2 საათიანი, ბევრი უაზრო კადრებით, ამიტომ გადავწყვიტე მკაცრად დავამონტაჟო, თანაც ზოგადად ჩემი პირველი ვიდეო პოსტია, სადაც გავბედე რამე თემაზე ლაპარაკი და ცოტა უცნაურად მეჩვენება საკუთარ თავს რომ ვუყურებ…

როგორც კი მონტაჟს მოვრჩები, ვიდეოს დავდებ Show-ს გვერდზე.

დოდკას ეწერა სადღაც რა პროგრამით ამონტაჟებდა, ადვილიაო, და არ მახსოვს, adobe premiere იყო ვითომ?

P.S. მირჩიეთ რამე ადვილი სამონტაჟო პროგრამა!

ესეც ჩემი ფოტოაპარატი:

blinged camera

Sweety's blinged camera

ყველაზე ლამაზი კამერა მსოფლიოში

ყველაზე ლამაზი კამერა მსოფლიოში

{ 24 comments }

ეს პოსტი წარმოადგენს 1 ნაწილს 4 ნაწილიან სერიაში PhotoSeries

ეს ფოტოები 31 იანვარსაა გადაღებული აკაკის მიერ. გიორგი იმ ღამეს ჩამოვიდა ლონდონიდან და ეს სწორედ პირველი შეხვედრის ფოტოებია.

ამ დღეს აღიბეჭდა შეხვედრა, ცრემლები (მე არ შევსწრებივარ :D ), სიცილი, საჩუქრების გადაცემა და ერთი სიტყვით აკას ფოტოაპარატი ხელიდან არ გაუგდია.

ელვისში ვიყავით, ფილარმონისს ქვეშ. ამ ბოლო დროს მანდ ხშირად დავდივარ და ბევრმა მითხრა უკვე, “ელვისში დაგინახეო”. ეტყობა თქვენც ხშირად დადიხართ. კარგი ადგილია ძალიან!

მერე ბოულინგის სათამაშოდ წავედით წყნეთში.

ბოულინგის სურათები შეგიძლიათ Singular-ის facebook-ზე ნახოთ.

აქ მხოლოდ ჩემები მიდევს, თან არა დარბაზში, არამედ – ბართან გადაღებული და თან მხოლოდ სამი ცალი.

დანარჩენი კონფიდენციალურია :D

აკამ მითხრა ემოცია დამანახეო, ა, ბატონო, ემოცია!

აკამ მითხრა ემოცია დამანახეო, ა, ბატონო, ემოცია!

სრულად წაკითხვა →

{ 43 comments }

blings

by Sweety on 1 ოქტომბერი, 2009 · 10 comments

in სვითის ვნებანი,შოპინგი

სტიკერები ვიყიდე ჩემი ლეპტოპისთვის და ფოტოაპარატისთვის. ვენდიმ მასწავლა რაღაც ხერხები ამასთან მუშაობის :P

რა ლამაზებია… OMG

მალე ჩამოვიდეს რააა!!!!

ეს კოლაჟი მე გავაკეთე ფოტოშოპში. ბლოგ-შოპის მისამართი სათაურზე აწერია…  <3

blings

blings

{ 10 comments }

dsc01497

asd

ოთხშაბათს, დილის 11 საათზე სასტუმროში – “ძველი თბილისი”- LSPR-ის დამფუძნებელი პროფესორი ჯონ დალტონი მასტერკლასს ატარებდა Leadership-ში.

საღამოს კი წინა ჯგუფების დიპლომების გადაცემის ცერემონიალი იყო დაგეგმილი.

ჩვენი ჯგუფიდან ყველა მიიწვიეს ორივე ივენტზე.

მასტერკლასი ძაან საინტერესო აღმოჩნდა. დაახლოებით 100-მდე ადამიანი დაესწრო. დიდი საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა.

ჩვენი ჯგუფი ჯონ დალტონთან ერთად

ჩვენი ჯგუფი ჯონ დალტონთან ერთად

ზოგი LSPR-ის კურსდამთავრებული იყო, ზოგმა კი jobs.ge-ზე ნახა მასტერკლასის შესახებ განცხადება.

ორი 15 წუთიანი coffe-break-ი გვქონდა, ბევრი ყავა, ნაღები, ჩაი, ნამცხვრები… აივანი, კარგი ამინდი, ძალიან მაგარი ხედი…

5 საათზე, იგივე დარბაზში Dalal Nageh-მ (LSPR-ის course Director, რომელიც ჯონ დალტონთან ჩამოვიდა ლონდონიდან) ჩაგვიტარა ტრენინგი Events Management და Sponsorship-ში. სრულად წაკითხვა →

{ 7 comments }

Anna

Anna

[ვაგრძელებ ერევნის ამბების დეტალურ აღწერას. sorry ეს ჩანაწერი უფრო უინტერესო გამოვიდა ვიდრე წინები. ეტყობა ძაან მეძინება...]

კვირა დღესაც პრეზენტაციები უნდა ყოფილიყო. დილით იას ჰქონდა დაგეგმილი თავისი პრეზენტაცია და ადრე გავედით სასტუმროდან.

გოგოებმა წამოიღეს პასკა რომ ერთი იქაური-ქართველი გოგოსთვის ეჩუქებინათ.
ამ გოგოს ანა ჰქვია. სომხეთში ცხოვრობს და დედა ჰყავს ქართველი. გამართულად საუბრობს ქართულად. ძალიან გაუხარდა, რომ გვიპოვა. ასე თქვა, ‘ინტერნეტში 25 საათი ვზივარო’. ყველანი დაგვამატა ფეისბუქზე. ძალიან საყვარელი გოგოა.

Google It!

Google It!

პრეზენტაციები ძალიან არაოფიციალური იყო. დაბაზში ხალხი მიმოდიოდა. მე სცენის კიბეზე ვიჯექი და ლეპტოპში ვიჩხრიკებოდი. ძალიან გვინდოდა ყველას ჩვენ-ჩვენ ბლოგებზე დაპოსტვა მაგრამ ერთი კომპიუტერი გვქონდა 5 ბლოგერს და იყო ერთი წეწვა-გლეჯვა.

როცა ელემენტს დასვამდნენ სხვები მე მოვიტაცებდი ლეპტოპს და სადმე შტეფსელიან ბნელ კუთხეში მივიკუნტებოდი და ისე ვწერდი.

კვირას პრეზენტაციები უკვე დამთავრებული იყო რომ გასპარმა კიდევ ერთი თემის შესახებ ისაუბრა: სრულად წაკითხვა →

{ 3 comments }

სანამ რამეს ვიტყვი, მინდა ვისაც არ ეზარება ყველას მოგიწოდოთ Verve.com-ზე დარეგისტრირებისკენ. ეს არის ბლოგოსფეროს გეოგრაფიული მოდელი და შეგვეძლება ქართული ბლოგების თავმოყრა. უფრო დაწვრილებით მის რაობაზე მომავალ პოსტებში დავწერ.

დღეს გრძელი დღე მქონდა. ჯერ თინის შევხვდით მე და კოტე მაკდონალდსში. მერე ბოკელების შეკრებაზე ვიყავი და ნინისთვის საჩუქრები მივუტანე. თუ არ იცით ნინის შესახებ, გთხოვთ გაეცნოთ და ყურად იღოთ ლილიანის ეს პოსტი.

მერე რაგბზე წავედი სადაც კოტე და თინი უკვე მისულები იყვნენ რამდენიმე ფორუმელთან ერთად. კიდევ კარგი ფოტოაპარატი წავიღე. გადავწყვტე სულ თან ვატარო იმიტომ, რომ საკმაოდ უდაჩნი ფოტოები გადავიღე.

ერთადერთი საკუთარ ფოტოაპარატს ის ნაკლი გააჩნია, რომ სურათებში იშვიათად ხვდები (თუ კაქტუსასნაირმა ღვთისნიერმა არ შემოგთავაზა გადაღება :D ).

P.S. ერთი-ორი სურათის ხარისხი ძალიან გაფუჭდა. ჯერ ვერ დავამუღამე კამერის ფუნქციები და მგრძნობელობას ვუმატებდი ძალიან, მაგრამ უმეტესობა ძალიან კარგია. :love: სრულად წაკითხვა →

{ 22 comments }

ხვალ კოტეს სამუშაო კვირა ეწყება. ბოლო დღეები ვიბაირამეთ. ღამე გვეღვიძა და დღისით გვეძინა.

2-ში ძეგვში უნდა წავსულიყავით მეგობრებთან ერთად, მაგრამ არ მოხერხდა და ყველანი 1 იანვარს შეიკრიბნენ ერთ-ერთთან. ჩვენ ძალიან გვიან გავიგეთ და ვაფშემც ახალი გაღვიძებულები ვიყავით. საღამოს 10 საათი იყო [ :D ] და ვერ წავედით. მთელი დღეებია Ugly Betty-ს ვუყურებ. მეორე სეზონს მოვრჩები დღეს. ძალიან შევიჭერი შიგნით და ღამე მესიზმრება პერსონაჟები.

კიდევ, FLYFF-s დავუბრუნდი რამდენიმე დღეა.

ცხოველები FLYFF-ში

ცხოველები FLYFF-ში

ძირითადად კვესტებს ვაკეთებ. 50 ლეველის ჩარი მყავს უკვე. საშინლად მინდა პეტი მყავდეს, რომელიც დაყრილ ნივთებს აკრიფავს ჩემს მაგივრად, მაგრამ ძვირი ღირს – 120 მილიონი პენია. მე კი ჩანთაში 3 მილიონი მქონდა, თამაში რომ განვაახლე.

ახლა უკვე 8 მილიონამდე დამიგროვდა. მაგრამ 120-ს როდის შევაგროვებ :( (

Kitty

Kitty

კიდევ სხვა გზა არსებობს – 20 დოლარი ჩავრიცხო FLYFF -ის ანგარიშზე და იმ პეტსაც მომცემენ და ფულიც დამრჩება. მაგრამ არ მინდა ფული დავხარჯო მაგაში. მენანება :D

ხოდა მირჩევნია ისევ 120 მილიონი შევაგროვო წვალებით. მაგას უფრო მუღამი აქვს. ის პეტი კატაა.

კიდევ არსებობს სხვანაირი პეტები, რომლებიც ძვირი არ ღირს – 3-5 მილიონი. ეგენი შეგიძლია შენ თვითონაც გამოჩეკო კვერცხიდან [კვერცხები იყიდება 300-500 ათასად ან მონსტრები ყრიან].

< აი, ასეთები არსებობს. მე მელია მინდა, ან უნიკორნი [ლომიც შეიძლება მამენტ] :( კვერცხიდან რანდომად იჩეკება, რაც შეგხვდება – ის შეგხვდება. ყველა პეტი სხვადასხვა რაღაცას გიმატებს. მე ჯადოქარი ვარ და მელია შემეფერება, მაგიურ ძალას[M.ATK] უმატებს და მანას[MP]. უნიკორნი – სიცოცხლეს [HP]. ლომი – სტამინას.

სრულად წაკითხვა →

{ 17 comments }

</