Posts tagged as:

საზოგადოება

მოწვეული ბლოგერის პოსტი: Yob

“დაგვიბრუნეთ გაყინული ანაბრები ! “

„ბენდუქიძე იუდა!“

„სოროსის მონები!“ „იაღოველები!“ „მიშისტები!“ „ნაცისტები!“

„გვშიაააა!“ „მეც მშიააა!“ „ჩვენც გვშიაა!“

„ლილიპუტინი!“

ან კიდე….

„ჰელოუინი! – სატანისტები!“ „ღმერთი არ გწამთ?!“ „თუთბერიძისნაირებო!“ „იაღოველებო!“

„ღმერთი არ გწამს, შენი დედ ********** ! “

„გადაგვჭამეს ჩინელებმა!“

ან კიდე….

„ოდნოებში ხაარ?“  „+5 დამიწერეეე…“ „გოგო ოდნოები ჩაბანძდა, ფეისბუქზე ხო არ გადავიდეთ?“ სრულად წაკითხვა →

{ 35 comments }

ყველა ბლოგერს მოგეხსენებათ, ახალი რეალური შოუ “ნიჭიერი” ბლოგერებს რომ ეძებს. თქვენს შორის ალბათ ბევრმა დაწერა საკონკურსო პოსტი და ზოგიერთი მათგანის წაკითხვაც უკვე მოვასწარი.

საკონკურსო ნაწერებმა საგონებელში ჩამაგდო. ვერ გადავწყვიტე, რომელი შოუ ამერჩია განსახილველად, რადგან ასე მგონია თითქოს უკვე საკითხი მაქსიმალურად ამოიწურა. ამიტომაც შევეცადე სიტუაციისთვის ცოტა იუმორით და ფანტაზიის მოშველიებით შემეხედა.

იმედია, ჟიური ამ პოსტს სარკაზმად არ აღიქვამს და ღირსეულად შეაფასებს, სხვა ბლოგერების ნაშრომების გვერდით.

***

მოგესალმებით ძვირფასო GurjTube-მაყურებლებო! ეთერში ისევ და ისევ თქვენი საყვარელი შოუ – “ნიჭიერია”!

მოგეხსენებათ აგერ უკვე ჩვიდმეტი წელია, სუპერ რეალური და სუპერ გასართობი შოუ “ნიჭიერი” წარმატებით იპყრობს თქვენს ცისფერ GurjTube-ეკრანებს და გულებს.

ამიტომაც, ამ ბლოგზე ჩვენს მეჩვიდმეტე სეზონს გახსნილად ვაცხადებ! არ დაგავიწყდეთ RSS-ის გამოწერა უახლესი კულუარული ინფორმაციის მისაღებად პირდაპირ შოუს კულისებიდან.

წარმოგიდგენთ ჩვენს წლევანდელ მონაწილეებს!

ჯუჯუ ჯიშკარიანი

ჯუჯუ ვ სწილე ქერი ბრედშოუ

ჯუჯუ ვ სწილე ქერი ბრედშოუ

აზიატი ტრანსსექსუალი.

ოსტატურად ასრულებს ძველი თაობის ისეთ ცნობილ ჰიტებს, როგორიცაა “ნასკი გამხადე ქალო”, “ამ სიყვარულში ჩავიწვები” და “სამი დალიე, შეგერგება”. სრულად წაკითხვა →

{ 19 comments }

ბაქოში რაც ვერ წავედით, მას შემდეგ კოტე სულ მეუბნებოდა, ‘გული მიგრძნობს, რაღაც ძალიან კარგი მოხდება და სულ დაგავიწყდება ეგ ბაქო, ნუღარ ნერვიულობო’. არაფრით არ ვუჯერებდი, მეგონა უბრალოდ მამშვიდებდა და ჩემსაზე ვიდექი:

“ბაქოში წასვლაზე უკეთესი რაღა უნდა მოხდეს აწი, შენ შარშან ხომ უკვე გამოგყევი ცოლად-მეთქი…” ასე იყო თუ ისე, თავს სასტიკად ვითრგუნავდი და ვიჩაგრავდი…

მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს თურმე ცხოვრებაში კარგი და ბედნიერი წუთები.

მოხდა სასწაული. ))

DSC00461

Fund Open Society Georgia - Office

სოროსი ბიძიამ მოწყალე თვალი მომაპყრო და მითხრა, შენ ძალიან კარგი გოგო ხარ, მთელი წელი კარგად იქცეოდი და რა გინდა, რას ისურვებდი, რა გაჩუქოო (აა, თუ მაგას თოვლის ბაბუები ამბობენ?).

მე თავში გამიელვა ჩემმა ვარდისფერმა wishlist-მა, ფერადმა ბაფთებმა, მანოლო ბლანიკის მაღალქუსლიანებმა, ნოუთბუქებმა, ფენდიმ და პრადამ, ჰარი პოტერის წიგნებმა, ათასგვარმა ფინტიკლუშკებმა და კინაღამ ავმჩატდი, მაგრამ შემდეგ გამახსენდა ჩემი ბედკრული ბლოგოსფერო და აღარც ვაციე და აღარც ვაცხელე…

სრულად წაკითხვა →

{ 16 comments }

</