როგორც იქნა გადავწყვიტე რომ ჩემი ამ ხნის მანძილზე ბლოგინგიდან მიღებული და დაგროვილი შემოსავლები რაღაცეებში დავხარჯო.
როცა დავიწყე ბიუჯეტის დათვლა, აღმოჩნდა, რომ ნაწილი უკვე დამიხარჯავს, მაგრამ შემომრჩა რაღაც 300-მდე დოლარი, რომელსაც ლეკვის საყიდლად მქონდა შენახული.
თუმცა, რომ დავფიქრდი, მივხვდი რომ ტყუილად ვინახავდი:
ჯერ ერთი ისეთი ლეკვი, როგორიც მე მინდა თბილისში არ იშოვება.
რომც ვიშოვო, 300 დოლარი არ მეყოფა.
რომც ვიშოვო და რომც მეყოს, სამსახურის გამო ვერ მოვუვლი.
ამიტომაც გადავდე ძაღლის ყიდვა უახლოესი მომავლისთვის და ჩავიძირე ონლაინ შოპინგის მაცდურ ტალღებში.
საერთოდ ყიდვისას ძალიან დიდი ხანი ვარჩევ რაღაცას.
ჯერ ყველაფერს რაც ოდნავ მაინც მომეწონება ვყრი სავაჭრო კალათაში, მერე დღეების განმავლობაში ვცხრილავ და ვზომავ, ნამდვილად მინდა თუ არა, მემეტება ფული თუ არა, იგივეს თბილისში უფრო იაფად ვიშოვი თუ არა და ა.შ.
მაქვს რამდენიმე საყვარელი ონლაინ მაღაზია, რომლებსაც ძალიან ხშირად ვათვალიერებ: სრულად წაკითხვა →
ვინმემ ამიხსენით, რატომ არიან საქართველოს ფოსტის თანამშრომლები ასეთი უხეშები და უზრდელები?
სამი დღის წინ, დილის 10 საათზე მომადგა ერთი ფოსტალიონი. კარი როგორც კი გავუღე, იმ წამსვე მომაჩეჩა ხელში რაღაც ჟურნალი (რომელიც 6 თვის წინ გამოწერილი ამერიკული კოსმოპოლიტენი აღმოჩნდა) და თან მიბრძანა – გვარი შეამოწმეო.
სანამ გამოფხიზლებას ან რაიმეს შეკითხვას მოვასწრებდი, თვალსა და ხელს შუა გაუჩინარდა.
* * *
როდესაც რამე ისეთ ამანათს ველოდები, რაც პირდაპირ სახლში უნდა მომივიდეს და გადამზიდის სერვისს არ ვიყენებ, მაშინ იწყება ხოლმე ჩემი ნერვების წყვეტა.
საქართველოს ფოსტას აქვს სამი საშინელი ნაკლოვანება: სრულად წაკითხვა →
ამ კვირაში დავალებები არ იქნება! ზარმაცმა მოსწავლეებმა შეგიძლიათ გაიხაროთ, ბეჯითებმა კი ეს პოსტი თავიდან ბოლომდე გულდასმით წაიკითხოთ.
ეს რჩევები გუშინდელ ფორუმზე პრეზენტაციის სახით ჩავატარე, რომელსაც უჩვეულო წრიული ფორმა ჰქონდა და ანონიმურ ალკოჰოლიკების ჯგუფს უფრო ჰგავდა, ვიდრე ბლოგინგისადმი მიძღვნილ სემინარს. რჩევები ამობეჭდილი დავარიგე და ყველას სახლში გავატანე, ზოგსაც ფლეშკაზე ჩავუწერე, თუმცა ამობეჭდილი – მხოლოდ 20 ცალი მქონდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე დღევანდელ დავალებაში იგი ყველასთვის ხელმისაწვდომი გამეხადა.
80 დავალება, რომელსაც ყველა ბლოგერს ვურჩევ შეასრულოს.
ისინი ამოკრებილია სხვადასხვა წარმატებული ბლოგებიდან, სტატიებიდან, ზოგიც მე დავამატე.
თუ ფული არ გაქვთ ან გეზარებათ, გამოიყენეთ Blogger-ი. იგი ადვილია, უფასოა და Google-ისაა. ამიტომაც ძიებისას თქვენი ბლოგი უფრო ზედა რეზულტატებში გამოჩნდება.
მოიფიქრეთ ბლოგის მახვილგონივრული აღწერა (tagline)
ფოკუსირება მოახდინეთ ნიშურ თემაზე
გაუღიმეთ საძიებო სისტემებს – გამოიყენეთ ტეგები
მოფიქრეთ სხარტი სათაურები პოსტებისთვის
პოსტებში აუცილებლად დალინკეთ შიდა გვერდები და ძველი პოსტები
პოსტების ბოლოს განათავსეთ ”მსგავსი პოსტების” ჩანართი.
ებრძოლეთ სპამს!
იყავით ფოკუსირებული ბლოგის განვითარებაზე
დაიცავით ბლოგი უცხო პირთა შეჭრისგან – დააყენეტ ძნელად გამოსაცნობი პაროლები
მკითხველის რომელიმე საინტერესო კომენტარს ახალ პოსტში ციტირება გაუკეთეთ და განავრცეთ
არ შეიქმნათ ზედმეტი წარმოდგენები მკითხველის შესახებ, თქვენ მათ ჯერ კიდევ არ იცნობთ. – ამიტომ ნუ დაიწყებთ პოსტებს შემდეგი ფრაზით – “როგორც უკვე იცით, …” აუხსენით მათ ყოველი დეტალი.
დაილაგეთ სამუშაო მაგიდა
სპონსორი გჭირდებათ? მოიძიეთ!
გამორთეთ კომენტარების მოდერაცია
არ მოიხადოთ ბოდიში იმის გამო, რომ ვერ პოსტავდით. ეს არავის აინტერესებს. უბრალოდ დაწერეთ ახალი პოსტი. პაუზას ვერავინ შეამჩნევს.
დარეგისტრირდით Twitter-ზე. (აქვე არ დაგავიწყდეთ ჩემი ჩამატება – Sweet)
წაიკითხეთ წიგნი
გაყიდეთ ან გააჩუქეთ ტელევიზორი
იკითხეთ პრო-ბლოგერების ბლოგები და ისწავლეთ მათგან
მეტი კომენტარების მოსაპოვებლად პოსტებში დასვით შეკითხვები
დაწერეთ ელექტრონული წიგნი და გაყიდეთ
შეწყვიტეთ დაგეგმვა, დაიწყეთ წერა!
წერეთ ყოველ დღე
თუ ფიქრობთ, რომ კარგად წერთ, წერეთ დღეში ორჯერ
არ უთხრათ თქვენი ბლოგის შესახებ ოჯახის წევრებს, მეგობრებს, შეყვარებულს, თანამშრომლებს.
თუ ისინი მაინც აღმოაჩენენ მას, სთხოვეთ დაივიწყონ თქვენი ბლოგის მისამართი.
გალინკეთ სხვები. გალინკეთ ყველა ვინც გაგლინკავთ. ლინკებით განსხვავდება ბლოგერი მაიმუნისგან.
დაწერეთ რამე რეალური თქვენს შესახებ!
თუკი კვირაზე მეტია არ დაგიწერიათ სექსზე, პოლიტიკაზე და რელიგიაზე ესე იგი ”სუფთა თამაშს” თამაშობთ, რაც იმას ნიშნავს რომ #55 რჩევის შესრულებისას ჩაიჭერით. გააკეთეთ ახალი ბლოგი და ამჯერად ენას კბილი დააჭირეთ.
დააყენეთ მთვლელი და მიეცით საშუალება ყველას ნახოს თქვენი სტატისტიკა.
თუ არ იცით როგორ კეთდება ეს – ისწავლეთ. იმ წუთიდან რაც ბლოგს გააკეთებთ კარგი რაღაცეები მოხდება, მათ შორის ის, რომ ახალ რამეებს ისწავლით.
სანამ ”გამოქვეყნებას დააჭერთ. მონიშნეთ მთელი პოსტი და დააჭირეთ CTRL+C-ს. ეშმაკს არ სძინავს!
წერეთ გულწრფელად. ყოველი პოსტი წინაზე გულწრფელი უნდა იყოს.
ცვალეთ წერის სტილი. წერეთ ლამაზი ზღაპრები. იოცნებეთ სახალხოდ. გამოფინეთ ყველაზე ჭუჭყიანი თეთრეული. სახელებით მოიხსენიეთ კონკრეტული პიროვნებები. იტირეთ, იჩხუბეთ, იმღერეთ, არ მოგერიდოთ, რომ ვინმე დაგცინებთ.
კვირაში ერთხელ მაინც ჩაწერეთ აუდიო პოსტები.
არ იზარმაცოთ!
დასასვენებლად მიდიხართ? არ მოკლათ ბლოგი! – დაუტოვეთ იგი ალიანსელს (იხ. #32) ან წინასწარ დაწერეთ სამომავლო პოსტები და გადაანაწილეთ თქვენს შვებულებაზე.
დაწერეთ ღია წერილები. გააკეთეთ სიები. წერეთ სხვის შეცდომებზე.
გამოიგონეთ საკუთარი თავი.
წერა დაიწყეთ იმ ამბით, რაც დღეს გადაგხდათ.
როცა არ იცით რა დაწეროთ, დაწერეთ მიმოხილვები, მაგალითად მიმოიხილეთ გუშინ ნანახი ფილმი.
ხშირად წერეთ იმ ქალაქზე, სადაც ცხოვრობთ.
გამოააშკარავეთ საკუთარი თავი. მოყევით თქვენი საიდუმლოებები. ამ პოსტების წაშლა შემდგომში ყოველთვის შეიძლება.
არ გამოაქვეყნოთ თქვენი ნამდვილი სახელი. არ ილაპარაკოთ სამსახურზე თუ გაწუხებთ სამსახურიდან გამოგდების საკითხი.
არ გამოაქვეყნოთ თქვენი ლექსები, მათ არავინ წაიკითხავს. განსაკუთრებით – თუ ისინი გენიალურია. გამოაქვეყნეთ მხოლოდ სასაცილო და იდიოტური ლექსები.
მოყევით თქვენი მეგობრების შესახებ
შეიყვარეთ ის საქმე, რასაც აკეთებთ!
წაიკითხეთ ათასობით ბლოგი და დატოვეთ სასიამოვნო კომენტარები
ამობეჭდეთ ეს სია, გაიკარით სამუშაო მაგიდასთან და ყოველდღე გადახედეთ!
რატომ? იმიტომ რომ ჩვენ უკვე გვაქვს ერთიანი ტეგ სისტემა blogroll.ge-ზე, სადაც ყველა ამ ტეგის ქვეშ დაწერილი პოსტი ერთი კლიკის საშუალებით შემიძლია მოვძებნო, ყველა ბლოგზე ცალცალკე სიარულის მაგივრად.
რა თქმა უნდა ტეგის გარდა სასურველია ლინკებიც დატოვოთ კომენტარებში.
ხანდახან ისეთი რაღაცეები მესმის ახალგაზრდა შეყვარებულ წყვილებზე, ვგიჟდები ხოლმე. ბებერი არც მე ვარ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, იმდენი გამოცდილება მაინც მაქვს რომ თინეიჯერ გოგოებს რჩევები მივცე სასიყვარულო ურთიერთობების ამბავში.
მოკლედ, ურთიერთობებში გამოუცდელი ყველა თინეიჯერი გოგოს საყურადღებოდ!
არავითარ შემთხვევაში არ დაშორდე, თუ ის:
გპატიჟებს კინოში და თვითონ იხდის ბილეთის ფულს
გეუბნება ბევრ სასიყვარულო სიტყვებს ან სიყვარულს სიტყვით თუ არა, საქმით მაინც გამოხატავს
ცდილობს დაუმეგობრდეს შენს მეგობრებს
გაცნობს თავის მეგობრებს და ეუბნება მათ, რომ შენ მისი ოცნების გოგო ხარ
გჩუქნის თუნდაც იაფფასიან ყვავილებს ისე, უბრალოდ…
დაინტერესებულია შენი გატაცებებით
პატივს სცემს შენს მუსიკალურ გემოვნებას, როგორი უცხოც არ უნდა იყოს მისგან.
პატივს სცემს შენს აზრს
გეხმარება იდეების განხორციელებაში
გჩუქნის საჩუქრებს დღესასწაულებზე
ხშირად გეუბნება რომ შენ ყველაზე ლამაზი ხარ
განათლებულია და მისი ინტერესების სფერო მარტო სპორტით ან ავტომანქანებით არ შემოიფარგლება
This anniversary, show how you’d marry your sweetie all over again with these fab ideas.
1. Relive the Past
Celebrate with a stay-at-home nostalgia fest. Plan a decadent meal and dine in on the sofa. Watch your wedding video together or flip through your wedding album and honeymoon photos. Talk about what’s been most surprising about married life.
2. Take a Second Honeymoon
Was there another hot spot you were considering for your honeymoon? Why not go now? If you can’t get away, pack a picnic and head to the highest point in town (or the prettiest lake) for a romantic twilight dinner — just the two of you, your bottle of wine, and the setting sun. The point is to focus on each other for a few days (or at least a few hours). A second honeymoon, however short, lets you remove yourselves from life’s daily hassles and get to know each other all over again.
3. Have a Sex Fest
Let’s face it — after a year, sex can get a little routine. On your anniversary, spice things up by redecorating your bedroom to look like a love den. Buy scented candles, a lava lamp, satin pillowcases and sheets, and a few sex toys (it’s easy and less embarrassing to order them online). Let him know what he can do to please you and vice versa. Some vanilla massage cream, Kama Sutra oil, or body paints should also get things going.
ნაძვის ხე – გპირდებით, რომ 31 დეკემბერს ნაძვის ხეს ვერსად იყიდით. წინასწარ იზრუნეთ ხალხო! მე 1 თვით ადრე დავიწყე მზადება. √
შამპანური – ქორწილიდან მორჩენილი შამპანური მგონი არ გამოგვადგება. მართალია 5 ბოთლი მიწყვია სამზარეულოში, მაგრამ ისეთ ზაფხულის სიცხეებს გაუძლო, არა მგონია ის სასმელი რაც შიგ ასხია შამპანური იყოს. Χ
სადღესასწაულო სუფრა – ვგულისხმობ ნაჭრის სუფრა-გადასაფარებელს და არა ხორაგით დატვირთულ მაგიდას. მაგიდის სუფრა ისეთი რაღაცაა, რაც ყველაზე მეტად ქმნის სადღესასწაულო განწყობას. ასევე უფრო მეტი ბრწყინვალებისთვის ბევრი ბევრი ბროლის ჭიქა დაგვჭირდება. ან ბროლის თუ არა უბრალო შუშის მაინც აუცილებლად მე სუფრა უკვე მაქვს. √
საჩუქრები უახლოესი ადამიანებისთვის – სად ვიყიდოთ საჩუქრები? ვინმეს გაქვთ რამე იდეა?Χ
გოზინაყი – დედაჩემი შემპირდა გაგიკეთებ და გამოგიტანო. Χ
თავის მოწესრიგება – როგორც დედაჩემმა მითხრა, 31-ში სალონები ჯერ ერთი ადრე იკეტება და მეორეც გადაჭედილია. თუ წინასწარ ჩაეწერებით, მანიკურს, თმის შეღებვას და შეჭრას ნუ დააპირებთ! მხოლოდ დავარცხნა. ყველა სტილისტი ცდილობს 15 წუთში ჩაატიოს ერთი ადამიანის გალამაზება. მე პირადად ამ კვირაში ვაპირებ შეღებვას, წინა დღეებში მანიკურს და 31-ში დილით ჩავეწერები დავარცხნაზე. Χ
დანარჩენი ყველაფერი უმნიშვნელოა! – თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან ყველაფერი უბადლოდ შეასრულეთ, სხვა დანარჩენის გაკეთება კი ვერ მოასწარით ან სახსრები არ გეყოთ, დაიმახსოვრეთ, რომ ეგ არ არის მთავარი, არამედ ბედნიერების თვითშეგრძნება და ძვირფასი ადამიანების გვერდით ყოფნა! √
10 of the hottest flicks to make you and your mate…well, hot!
Do you find the “Adults Only” section of the video store a little — well — embarrassing? If you’re looking for some video turn-ons that will appeal to both masculine and feminine persuasions, check out this list of 10 super-steamy (but not necessarily X-rated) videos.
1. Betty Blue
Don’t let the tragic ending of this French film scare you away. This story of a doomed love affair between a schizophrenic and an aspiring writer contains some intense sex. The opening scene itself is sure to blow your mind (and perhaps other organs as well).
2.The Lover
Based on the Marguerite Duras novella, this steamy film features amazing scenes d’amour between the gorgeous Tony Leung Ka Fai and the beautiful Jane March. The film has been described as tasteful soft-core porn, but what’s wrong with that?
3.Mississippi Masala
This erotic and romantic film from director Mira Nair stars an ever-appealing (and ever-bodacious!) Sarita Choudhury and a super-sexy Denzel Washington as two lovers who dare to cross racial boundaries in the Deep South — and engage in some serious action to boot!
საძინებელი ადამიანის ქმედებების ძირითადი სივრცეა მთელს სახლში.
ეს ის ადგილია, სადაც ჩვენი პირადი ნივთების უმრავლესობა ინახება. ჩვენი ცხოვრების უმეტეს ნაწილს თურმე სწორედ საძინებელში ვატარებთ. ამიტომაც საძინებელი ყველა პიროვნებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის ოთახია. ჯანმრთელი ცხოვრებისთვის აუცილებელია, რომ საძინებელში შეიქმნას/შენარჩუნდეს დაბალანსებული და მშვიდი გარემო.
ფენ შუის მიხედვით, კარგი საძინებელი უზრუნველყოფს განახლებადი ენერგიის უწყვეტ ნაკადს. იდეალური საძინებელი ერთდროულად უნდა გვეპატიჟებოდეს, გვიტყუებდეს, აღტაცებას გვანიჭებდეს და გვამშვიდებდეს. ეს უნდა იყოს ადგილი, რომელიც მოგვანიჭებს მშვიდ ძილს, დამამშვიდებელ აზრებს, დადებით აურას და სათუთ ემოციებს. ამ ყველაფერს რომ მივაღწიოთ, საძინებლის ფერებთან და დიზაინთან დაკავშირებული ფენ შუის წესები უნდა დავიცვათ.
ფენ შუის შვიდი ძირითადი რჩევა საძინებელი ოთახისთვის:
1. მოვერიდოთ ტელევიზორი, კომპიუტერი და სავარჯიშო მოწყობილობები
არ უნდა შევიტანოთ ტელევიზორი, კომპიუტერი, ელექტრონიკა და სავარჯიშო მოწყობილობები ჩვენს საძინებელ ოთახში. მსგავსი ნივთები ხელს უშლიან ძილს. უფრო მეტიც, კარგი იქნება თუ მათ ღამით რამეს გადავაფარებთ, რადგან ისინი მოქმედებენ სარკის ეფექტით და ქმნიან ცუდ ფენ შუის ენერგიებს.
2. სუფთა ჰაერი
გავაღოთ ფანჯრები, რომ ოთახი ახალი ჟანგბადით აივსოს. ასევე შეგვიძლიათ გამოვიყენოთ ჰაერის გამწმენდი საშუალებები. დაბინძურებული და ძველი ჰაერი ცუდ ფენშუის აურას ქმნის საძინებელში.
3. რეგულირებადი განათება
უნდა დავარეგულიროთ განათება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სინათლე ენერგიის ერთ-ერთი უძლიერესი გამომჟღავნებაა. საუკეთესოა ოთახის არატოქსიკური სანთლით განათება.
4. მშვიდი ფერები
გამოვიყენოთ პასტელური ფერები კედლებისთვის, რადგან ისინი აბალანსებენ დადებითი და დამამშვიდებელი ენერგიის მოძრაობას საძინებელში. ყველაზე კარგი არჩევანია ”კანის ფერები”, დაწყებული მკრთალი თეთრიდან – შოკოლადის ყავისფრამდე.
5. ჭკვიანურად შევარჩიოთ გამოსახულებები
უნდა მივაქციოთ ყურადღება საძინებელში დაკიდებულ სურათებს, რადგან ისინი ფენშუის დიდ ენერგიას და ძალას ატარებენ. უმჯობესია შევარჩიოთ გამოსახულებები, რომლებიც გვაგონებს ჩვენს ოცნებებს და სურვილებს, რაც გსურთ რომ მოხდეს თქვენს ცხოვრებაში. [ამერიკის დროშა უნდა ჩამოვკიდო ] მოსაწყენ და სევდიან გამოსახულებებს უნდა მოვერიდოთ.
6. ღამით ყველა კარი დავხუროთ
ღამით ყოველთვის უნდა დავხუროთ ყველა კარი. არ აქვს მნიშვნელობა ეს ოთახის კარია, გარდერობის თუ სააბაზანოსი. ჩაკეტილი სივრცე უზრუნველყოფს ოპტიმალური, განმაახლებელი და მკურნალი ენერგიის ოთახში სასიკეთო მოძრაობას, გააუმჯობესებს ჩვენს ჯანმრთელობას და განამტკიცებს ურთიერთობებს.
7. საწოლი
ვიზუალურად დახვეწილი და დაბალანსებული საწოლი ყველაზე მნიშვნელოვანია საძინებელში. ფენ შუის ჰარმონიული ენერგიის წარმოსაქმნელად ჩვენ დაგვჭირდება კარგი მატრასი, სწორი სასთუმალი და ნატურალური ბოჭკოებისგან დამზადებული მაღალი ხარისხის თეთრეული.
საწოლის თავის ფორმამ ფენ-შუის სწავლებით, შესაძლებელია პოზიტიური გავლენა მოახდინოს თქვენ წარმატებებს და მიღწევებზე. საწოლის სამკუთხა ფორმის თავი მიესადაგება აქტიურ ადამიანებს, რომლებსაც არ უყვართ დიდხანს ძილი. ხის, კვადრატული ფორმა მოსახერხებელია ფიზიკური შრომით დაკავებული ადამიანებისთვის, ხოლო ოვალური და ნახევრადმრგვალი ფორმა_ხელმძღვანელი პირებისთვის. თავად საწოლის არჩევისას უპირატესობა უნდა მიანიჭოთ მოხდენილ, მომრგვალებულ ფორმებს მახვილი კუთხეების გარეშე .
საწოლის განლაგების გათვალისწინებით უნდა დაიდგას სხვა ავეჯიც: მაგიდა, კომოდი, კარადა და ა.შ. თუმცა ოთახი ავეჯით არ უნდა გადაიტვირთოს და საკმარისი სივრცე დარჩეს. განათავსეთ ავეჯი თქვენი გემოვნებით და საძინებლის მოწყობის გათვალისწინებით. ავეჯის მახვილი კუთხეები საწოლისკენ მიმართული არ უნდა იყოს. შეაჩერეთ თქვენი არჩევანი მომრგვალებული ფორმის ავეჯზე და ამით კი ენერგიას ოთახში თავისუფალი გადაადგილების საშუალებას მისცემთ.
მაგიდებზე, კომოდებზე, კარადის კარებზე ხშირად არის სარკეები. ისინი ასტიმულირებენ და მიმართავენ ენერგეტიკული ნაკადების მოძრაობას. ამიტომაც მათი განლაგებისას განსაკუთებული სიფრთხილეა საჭირო.
რეკომენდებული არ არის სარკის (მომრგვალო ფორმის) ჩამოკიდება ისე, რომ საწოლში გამოჩნდეთ. თუკი სარკე ტუალეტის მაგიდაზეა განლაგებული, მაგიდა ოთახის კუთხეში დადგით. დაიმახსოვრეთ სარკე უნდა იყოს ისეთი ზომის, რომ ანარეკლი თითქმის მთლიანად ჩანდეს და თავს ზევით სივრცე დარჩეს. ანარეკლი არ უნდა იყოს წყვეტილი, ასეთ სარკეში ყურებით შეიძლება დაავადდეთ.
Lady.ge
ასევე უნდა დავიმახსოვროთ:
: კარი არ უნდა იყოს საწოლთან ძალიან ახლოს, სამივე მხრიდან საკმარისი მისასვლელი ადგილი უნდა იყოს. : საწოლის ორივე მხარეს დადგით თითო ტუმბო. : საწოლი არ უნდა უყურებდეს შემოსასვლელ კარს : საწოლის თავი არ უნდა იყოს ფანჯრის ქვემოთ. [ითვლება, რომ ასეთი განლაგება უარყოფითად მოქმედებს მამაკაცის და ქალის ურთიერთობებზე] : განსაკუთრებით ნეგატიურ გავლენა ექნება თუ ფანჯარა საწოლის უკანაა – ასეთ შემთხვევაში ურთიერთობები მოსაწყენი და ერთფეროვანი შეიძლება გახდეს. ნეგატიური ზემოქმედების შესამცირებლად ფანჯრის დაფარვა ფარდით ან სხვა რამით შეიძლება.
არადა ზუსტად მასე მაქვს დადგმული
საწოლი უყურებს კარებს, ფანჯრის ქვეშ არის საწოლის თავი და ფანჯარა საწოლის უკან
მააააგის გამო მენგრევა ოჯახიიიიი?
კოტე მივლინებაში მიდის ხვალ 4 დღით და სანამ ჩამოვა სახლში, ყველაფერს შევცვლი!!!
მე და კოტეს ძალიან გვიყვარს ”იუმორინა”. წელს გვეგონა არ ჩატარდებოდა, ფილარმონიას ისეთი რაღაცეები უქნეს… მაგრამ მაინც ტარდება მეტრო დელისთან პროფკავშირების სასახლეში. და სხვათაშორის – ანშლაგით…
კოტეს დეიდამ ბილეთები გვიშოვა და ჩვენც პარასკევ საღამოს ავიკაზმეთ და წავიკაზმეთ ”იუმორინაზე”.
საცოდაობაა პროფკავშირების სასახლის დარბაზი. აკუსტიკა კარგია მაგრამ სკამები დაძველებული და ჭიანაჭამია უკვე. მეც კი გამოვსულვარ მაგ სცენაზე ბავშვობაში გინდ ქართული ცეკვით და გინდ ქართული სიმღერით…
მაგრამ მთავარი ხომ წარმოდგენა იყო. რითაც ძალიან კმაყოფილი დავრჩით. ამდენი კაი ხანია არ გვიცინია.
იუმორინა რომ კარგი და სასაცილოა ეს თავისთავადი ფაქტია, ძალიან მაგარი კაცია მამუკა ონაშვილი, მაგარი დუეტი აქვს ვლად არამოვთან. პაროდიის თეატრიც კარგია (მაგრამ წელს მათი შარჟები დიდად არ მომეწონა). უსაუკეთესოესია ქუჩის მუსიკოსების ნომრები რომლებზეც ვაფრენ და ეპითეტები არ მყოფნის ხოლმე! DVD-ზე გვქონდა წინა წლების იუმორინები და ქუჩის მუსიკოსების გამოსვლებს ვუყურებდი ყოველთვის ყველაზე დიდი ინტერესით…
მაგრამ საღამოს აღმოჩენა მომღერალი – სოფო ხალვაში გახდა…
დარბაზიდან რომ გამოვედი საკუთარი თავი დავიჭირე შემდეგ ფრაზებში: ”რა მაგრად მღეროდა სოფო ხალვაში!”, ”რა მაგრად ცეკვავდა სოფო ხალვაში!”, ”რა მაგრად უკრავდა სოფო ხალვაში!”, ”რა ლამაზი კაბა ეცვა სოფო ხალვაშს!”, ”რა ნიჭიერია სოფო ხალვაში!”, ”რა ლამაზია სოფო ხალვაში!”
ამ გოგომ დაგვყარა, ისეთი რაღაცეები ჩაატარა. დაუკრა პიანინოზე, დაუკრა ჰობოზე (!), იცეკვა, იმღერა (ეს თავისთავად) და მოკლედ, გაგვაოცა.
ერთი სიტყვით, ვისაც უყვარს იუმორინა აუციილებლად წადით წლევანდელზე! 12 ნოემბრამდეა გაგრძელებული მაყურებლის მოთხოვნით. საღამოს 7 საათზე. ბილეთები წინასწარ შეიძინეთ, რადგან კონცერტის დღეს ყველა ბილეთი გაყიდულია ხოლმე.
ა, ხო და კიდე… გარეთ კოკა კოლა და რამე საჭმელი არ იყიდოთ – შიგნით კაფეა
How to get an essay if you have no time at all? Have you ever had a dilemma with essay writing? Like you needed to write 5 essays or coursework, assignments and dissertations in no time and also had pressure from friends, boyfriend/girlfriend and family members that you don’t spend enough time with them, but on the other hand everyone wanted you to be successful and studied well? You wondered if anyone could do the job for you so you could get more social or spend time on other more important things like football for example? Ok, here’s a thing for you! მეტი... (0 კომენტარი)
This most exciting blog ever was created by Sweety, in Tbilisi, 2005, during a very lazy and hot spring, when she was suffering from pollen allergy, and she was abso-fucking-lutely in love.