პოსტები ტეგით ‘პროექტი’

5 დეკ 09

ფოტოაპარატში აღმოჩენილი ბოლო ისტორიები

13

ჩვენი ერთ-ერთი ვიზიტი მაკდონალდსში

მაკში

ძალიან ხშირად დავდივარ ამ ბოლო დროს და იმიტომაც მჭირდება ამდენი ფოტოშოპი სახეზე… :(

DSC03419

ძირითადად მე ვუკვეთავ და კოტეს მოაქვს – რა მარტივია ცხოვრება! ;) [მეტი...]

ზემოთ ↑


19 ოქტ 09

#7 იპოვეთ მეგობარი ბლოგერი

38
ეს პოსტი წარმოადგენს 7 ნაწილს 11 ნაწილიან სერიაში 30 გაკვეთილი ბლოგერებს

ეს პოსტი ეძღვნება ჩემს მეგობარ ბლოგერს!

ეს არის მეშვიდე გაკვეთილი პოსტების სერიაში: 30 გაკვეთილი უკეთესი ბლოგისთვის

დღევანდელი გაკვეთილი შეეხება ბლოგერების მეგობრობას… ამას წინათ ვდარდობდი ქართველ ბლოგერებს ერთმანეთი არ უყვართ მეთქი, ჰოდა დროა დამეგობრდეთ, მეგობრებო :D

თეორია

თუ გსურთ წარმატებული და პოპულარული ბლოგი გქონდეთ, იპოვნეთ ადამიანი (ან ადამიანები), ვინც დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში. მერწმუნეთ, სხვა ბლოგერთან ძალების გაერთიანებით დიდ ხეირს ნახავთ.

10 მიზეზი, თუ რატომ უნდა გვყავდეს მეგობარი ბლოგერი: (წყარო)

1. მას შეუძლია შეაფასოს თქვენი პოსტი მის გამოქვეყნებამდე

- უამრავჯერ მიჩვენებია ზოგიერთი პოსტი გამოქვეყნებამდე თინისთვის. უამრავჯერ მოუცია მას შენიშვნა და უამრავჯერ გადამიხდია მისთვის მადლობა ამის გამო. ასევე პირიქით, ის მაჩვენებს ხოლმე თავის პოსტებს და მე ვეუბნები, რა შეიძლებოდა სხვანაირად დაეწერა.

2. იგი ყოველთვის მოგისმენთ და გაიგებს თქვენს სიტუაციას

– ხანდახან არ ღირს ხოლმე ძალიან გაბრაზებული პოსტების დაწერა. როცა ეს მინდება, უბრალოდ ვრთავ მესინჯერს და ვინმეს ვუყვები ყველაფერს. თუ თქვენც იგივეს გააკეთებთ და ეს ვინმე – მეგობარი ბლოგერი აღმოჩნდება – დამიჯერეთ, არ წააგებთ. პირველ რიგში, ის გირჩევთ საერთოდ ღირს თუ არა ამაზე დაწერა, მეორე რიგში, უამრავ რჩევას მოგცემთ კონკრეტულად სიტუაციის შესახებ და მესამე რიგში, პირველი იქნება, ვინც დააკომენტებს პოსტზე – ეს კი ნამდვილად სასიხარულოა.

3. თქვენ შეგიძლიათ რაიმე პროექტის ერთად დაწყება

– მე და თინი საათობით ვმჯდარვართ და პროექტებზე გვიფიქრია. მართალია, მას ყოველთვის ეზარება რაღაცეების კეთება, მაგრამ მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, რომელიმე ჩემს მომავალ პროექტში ისე ჩავითრიო, რომ ვეღარ ამოძვრეს.

4. ის აუცილებლად დაგლინკავთ თავის პოსტებში, თქვენ დალინკავთ მას თქვენსაში.

5. თქვენ შეგეძლებათ გაავრცელოთერთმანეთის პოსტები სოციალურ ქსელებში

6. თქვენ შეგეძლებათ ერთმანეთის ქომიუნითი-ების გაზიარება

- ო, ეს ძალიან საინტერესო პუნქტია. მე და ჩემი მეგობარი ბლოგერი სხვადასხვა სამყაროებს მივეკუთვნებით. თვით ონლაინ სოციუმებიც კი არ გვაქვს საერთო. მე – ანტიკური Forum.ge-ელი ვარ, ის კი თსუ-ს ფორუმის ძირძველი შთამომავალი. ასე და ამგვარად ხვდებოდა თურმე ჩემი პოსტების ლინკები რაღაც პერიოდის განმავლობაში თსუ-ს ფორუმზე, ისე რომ მე აზრზეც არ ვიყავი. ჰეჰეე…

7. ერთმანეთს დაეხმარებით მოტივაციის შენარჩუნებაში

- რაც მახსენდება… ამას გადახედეთ after კრიზის.

8. შეგეძლებათ ერთმანეთის ბლოგებზე გესტ-პოსტების წერა

– იხილეთ ჩემი პოსტი თინის ბლოგზე, რომელიც ერთ-ერთი რეიტინგული გახდა მის ბლოგზე, ყოველ შემთხვევაში 37 კომენტარი აქვს.

9. შეგიძლიათ ერთმანეთის უნიკალური ტალანტების გაზიარება

– მოგეხსენებათ, ძალიან კარგად გამომდის კოდებთან ურთიერთობა. შესაბამისად, თინის ბლოგს უმეტესწილად მე ვუვლი ხოლმე, ან პრობლემების არსებობის შემთხვევაში – ვეხმარები. სამაგიეროდ მაშინ, როდესაც აბსოლუტურად ფოკუსირებული ვარ ჩემი ბლოგის ტექნიკურად გამართვაზე და კოდებში ვიხლართები, ის ბევრი კრეატიული იდეებით მამარაგებს.

10. თქვენს განკარგულებაში ორჯერ უფრო მეტი ბლოგერული ძალა იქნება

– რაც ნიშნავს: +1 Like facebook-ზე, +1 ბლოგროლ.გე-ზე ან +1 ხმა ნებისმიერ ბლოგერულ შეხლა-შემოხლაში.

[მეტი...]

ზემოთ ↑


27 აგვ 09

გეგმები და დასვენება

26

ms-image-pareo-paradiseხვალ დილით ბათუმში მივდივარ 4 დღით გვანცასთან ერთად.

სამშაბათს აქ ვიქნები. გპირდებით ბევრ სურათებს გადავიღებ.

ახლა ბარგის ჩალაგება უნდა დავიწყო და ეპილაცია გავიკეთო ფეხებზე.

კოტე არ მოდის. მარტო გოგოების ვოიაჟი გვაქვს. :D

გადატვირთვა მჭირდება – რესტარტი :) სექტემბერი ძალიან რთული და დატვირთული მელის.

ცოტა რამ ჩემი გეგმების შესახებ:

1. სექტემბერში მინდა დავიწყო belly dance-ის კურსებზე სიარული. მე და ნატოშამ გადავწყვიტეთ რომ დროა აღმოსავლური ცეკვების ხელონებას დავეუფლოთ. ნატოშამ იპოვა ეს საიტი: Elen-Oriental. თუ ვინმეს გაინტერესებთ, შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ.

ეს ბოლო დღეები, რაც ამ მუცლის ცეკვით აღვტაცდი, სულ ვფიქრობ და ვერ გამიგია, როგორ ახერხებდნენ აზიელი ქალები ასეთი დამღლელი და შრომატევადი ცეკვის მერე კიდევ სექსით დაკავებას?

bellydance

[მეტი...]

ზემოთ ↑


22 თებ 09

Imda Corporate Blogger!

9

კორპორატიული ბლოგინგი ან პროფესიონალი, გამოცდილი ბლოგერის დაქირავება კომპანიის ოფიციალური ბლოგისთვის უცხოეთში ერთგვარ ტენდენციად არის ქცეული. საქართველოში კი ბლოგის რაობის შესახებ რაღაც მითები დადის, რომ ეს იგივეა რაც პიკზო.ქომი ან მაისფეისი და ა.შ.

სამი წლის წინ როცა ჩემი ბლოგის გავხსენი blogger.com-ზე, ნამდვილად ვერ წამოვიდგენდი თუ ეს საქმიანობა ჩემს ერთგვარ მეორე პროფესიად გადაიქცეოდა, თუმცა დღეს უკვე ყველაფრის წარმოდგენა შემიძლია.

ერთი კვირის წინ შემოთავაზება მივიღე კორპორატიული ბლოგერის პოზიციაზე.

გამოჩნდა ადამიანი ვისაც დიდი ხანია აწუხებდა ბლოგის იდეა, მაგრამ არ ჰყავდა შესაბამისი კონტენტ-მეიქერი. შენ იტყვი “ამის გაკეთებას რა უნდაო”, მაგრამ გაითვალისწინე, რომ თუ შენც ჩემსავით დიდი ხნის ბლოგერი ხართ და წერა ასე თუ ისე გეხერხება, შესაბამისად მარტივი, ყველასათვის გასაგებ ენაზე დაწერილი ტექსტის შექმნაც პრობლემას არ წარმოადგენს შენთვის (ყოველ შემთხვევაში ბლოგერების უმრავლესობისთვის). [მეტი...]

ზემოთ ↑


28 იან 09

ყინული დაიძრა

12

დღეს იმ შეხვედრაზე ვიყავით მე, დოდკა და მროველი გუშინდელ პოსტში რომ ვახსენე.

ძალიან კმაყოფილი დავრჩი დამსწრეთა დაინტერესებით და პატარა იმედიც გამიჩნდა, რომ რაღაც შეიცვლება ბლოგოსფეროში.

მართალია, დღევანდელი შეხვედრა და იქ გამოთქმული მავანთა იდეებით ჩემი გაბედნიერება დეკემბერში ჩვენს (ანუ ბლოგერების) კინოსეანსზე დაპატიჟებას მაინც ვერ გადაფარავს, რადგან მაშინდელი კინოში მიპატიჟება პირველი სიყვარულივითაა, პირველი მერცხალია და მაინც განსაკუთრებულად მიყვარს, მაგრამ დღევანდლის შემდეგ ყველაფერი უკეთესობისკენ რომ შეიცვლება, ეგეც ფაქტია.

პირველ რიგში გეტყვით, რომ დეტალების დიდად გახმაურება არ მინდა/გვინდა, მაგრამ თუ პირობას მომცემთ, რომ ჩვენს შორის დარჩება “საიდუმლოდ გავამხელ”: საქმე ეხება ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტების გაბლოგერებას. იმ მომავალ ჟურნალისტებს, რომლებიც ხვალ და ზეგ წამყავნი ტელევიზიების ეკრანებზე გაიბრწყინებენ ან პოპულარული ჟურნალ-გაზეთების რედაქტორები და წარმომადგენლები გახდებიან.

დღევანდელი შეხვედრა სწორედ ამ ბავშვებთან იყო, დაახლოებით 10-მდე სტუდენტი დიდი ყურადღებით მოეკიდა ბლოგინგის არსს, დაინტერესდა და შეხვედრამაც მშვენივრად ჩაიარა.

შეხვედრას 2 ცნობილი სახეც ესწრებოდა… ^_^

მაგრამ ამაზე მერე ვისაუბროთ…

ხო? ;)

ზემოთ ↑


12