საშინლად არ მიყვარს როდესაც კომპიუტერთან ვზივარ, ვმუშაობ და ვინმე შემოდის და ხელს მიშლის.
ვინმე რა… ერთადერთი კოტე მიშლის ხოლმე. ყოველთვის ვბრაზდები და მზად ვარ მივლეწ მოვლეწო იქაურობა.
მაგრამ გუშინმე თვითონ შევუვარდი და შევუშალე ხელი.
დილის 6-ის ნახევარი იყო და რაღაც საიტის დიზაინის ხატვაში რომ დამათენდა და მივხვდი რომ თვალები კლავიატურაზე მეყარა, დავადექი თავზე ჩემს საყვარელ მეუღლეს და ვთხოვე ერთობლივად დაგვეძინა.
ის კი ამ დროს WOW-ის თამაშში იყო გართული და სულ არ ახსოვდა არც ძილი და არც ცოლი.
საშინლად არ მიყვარს მარტო დაძინება. სრულად წაკითხვა →
წუხელ დოდკამ მომწერა, ძალიან დავიღალე ამ დაძაბულობით და მოდი ვილაპარაკოთო.
დაახლოებით 3 საათი ვლაპარაკობდით.
მითხრა, ბევრ რამეში ხარ მართალიო… გავარკვიეთ ყველა ბუნდოვანი საკითხი, რაც გვქონდა ერთმანეთთან და დავასკვენით, რომ არაფერი არ გვაქვს გასაყოფი და საჩხუბარი.
პირიქით, საქმეში საუკეთესო გუნდი ვართ და ერთად იმდენი რაღაცის გაკეთება შეგვიძლია… ჩვენ კიდევ ამ დროს კონფლიქტში ვფლანგავთ, ნერვებს ვისახიჩრებთ, გარშემო ცუდ აურას ვქმნით…
ამოვისუნთქე ამ ლაპარაკის შემდეგ… ბოლო დღეები ისე ცუდად ვიყავი, ვერაფერს ვაკეთებდი დაძაბულობისგან, ათასი იდეა და საქმე მქონდა მოწოლიილ და გიჟივით F5-ს ვაჭერდი, აბა ვინ რა მომწერა და ვინ რა მიპასუხა.
რა ვისწავლე ამ კონფლიქტიდან:
- არ უნდა ვენდო ადამიანებს ვინც ორმაგ თამაშს თამაშობს
- სანამ სხვას რამეზე აგრესიულ პასუხს მივწერ უნდა ავდგე კომპიუტერიდან, გავიარ-გამოვიარო, კარაქიანი პური შევჭამო, ცივი წყალი დავაყოლო და თუ მაინც შემრჩება აგრესია, მაშინ ვუთხრა ის, რასაც მართლა ვფიქრობ…
- რამდენიმე ადამიანზე რადიკალურად შემეცვალა წარმოდგენა
განმიმტკიცდა რწმენა რომ: სრულად წაკითხვა →
რა დღეებია…
კოტესაც ვეჩხუბე გუშინ… ნერვები მქონდა დაწყვეტაზე ისედაც და ამან ”სახლში დროზე მოდიო”. მეთქი- ფეხებზე გკიდია ჩემი საქმეები და ისტერიკები დავიმართე… ისე რა წესია ეს ”სახლში დროზე მოდი”. ყოველთვის ნერვები მეშლებოდა ამ ფრაზაზე…
ჰელოვინის ფულის ასაგროვებლად წავედი და უკან რომ ვბრუნდებოდი, სახლში მოსვლა აღარ მინდოდა… მაგრამ მერე მაინც გადავწყვიტე მისვლა…
მე და ჯენიმ ერთად ვიმგზავრეთ და მე ძაან დაგრუზული ვიყავი. ჯენიმ აღარ იცოდა რა ექნა. ვერც მელაპარაკებოდა, ფეხზე იდგა მარშუტკაში, მე – ვიჯექი. ჩუმადაც ვერ ჩერდებოდა. რით დაგეხმაროო და რაღაც საცოდავად მიყურებდა. შემეცოდა ძაან.
იმას კიდე მგონი მე შევეცოდე. მოკლედ ურთიერთშეცოდება გამოვიდა
* * *
მეტრო რუსთაველიდან ჩემს სამსახურამდე დაახლოებით 500 ნაბიჯია. ამ მანძილს ყოველდღე გავდივარ ორჯერ. დილით და საღამოს. თანაც შეძლებისდაგვარად ნელი ტემპით, რომ არ დავიღალო და არ გავოფლიანდე
. თან ამ დროს ხალხს ვაკვირდები, ვფიქრობ.
დღეს დილით ერთი კითხვა ამეკვიატა:
ყველა ადამიანს აქვს რიტმის და სიმეტრიის გრძნობა თუ ეგეც მხოლოდ რჩეულთა ხვედრია?
* * *
ისე, ადამიანს რომ იცნობ დიდი ხანი და უცებ რაღაცეებს რომ აღმოაჩენ მის შესახებ… რაღაცნაირი გრძნობაა… მაგალითად…
სრულად წაკითხვა →